თბილისი:
მანჩესტერი:
7-12-2018, 15:33
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1873,
კომენტარები: 9
რატომ არ ეძლევა ფრედს სათამაშო დრო?
მოურინიომ "არსენალთან" გამართულ მატჩზე ისაუბრა.
რატომ არ ეძლევა ფრედს სათამაშო დრო?
ჟოზე მოურინიომ ფრედში 52 მილიონი ფუნტი გადაიხადა, თუმცა მას ცოტა სათამაშო დროს აძლევს. ფრედმა 6 მატჩი დაიწყო "იუნაიტედის" 15 "პრემიერ ლიგის" მატჩიდან, თუმცა "არსენალთან" შემადგენლობაში ვერ მოხვდა. რაც შეეხება "ჩემპიონთა ლიგას", ბრაზილიელს არცერთი თამაში არ ჩაუტარებია. მოურინიომ მისთვის ცოტა სათამაშო დროის მიცემის მიზეზებზე ისაუბრა:

"ნაბიჯ-ნაბიჯ მოხდება ყველაფერი. სხვა მაგალითებიც გყოლიათ სხვადასხვა გუნდებში, ვისაც სათამაშო დრო სჭირდებოდათ და ზოგიერთმა მათგანმა გაცილებით უფრო ცოტა დრო მიიღო ვიდრე ფრედმა."

"როდესაც გუნდი დამცავ თამაშს თამაშობს, არ სჭირდება ისეთი ფეხბურთელი როგორიც ფრედია. მას შემტევი თამაში მოსწონს. როდესაც დაცვაში მოვძლიერდებით, ფრედისთვის გზა ღია იქნება."

მოურინიომ ასევე გუშინდელ მატჩზეც ისაუბრა:

"მოწინააღმდეგე გუნდს ბევრ პრობლემებს ვუქმნიდით. ძალიან სწრაფად და მოქნილად ვმოძრაობდით. შემართებაც ძალიან კარგი გვქონდა. საერთო ჯამში, კარგი მატჩი ჩავატარეთ და უფრო და უფრო უკეთესები ვხდებით. გუნდში რამდენიმე ფეხბურთელს გამოვარჩევდი ხასიათით, ანდერ ერერა, მარკუს რეშფორდი. ისინი ფენომენალურები არიან მათი შემართებითა და გამარჯვების სურვილით. ყველაფერს წირავენ, რათა გუნდმა მოიგოს."

"სულ რაღაც ორი დღე გვქონდა მატჩებს შორის სხვაობა და რთული იქნება ფიზიკურად მზად ყოფნა, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მატჩი მოვიგოთ."


წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
7 დეკემბერი 2018 15:52
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ფრედი აუცილებლად იმსახურებს მეტ დროს, ასევე პერეირაც. რაც შეეხება ფულემთან თამაშს, მაგის ვერ მოგებას გამართლება აღარ ექნება უკვე.
1
№2
ავტორი: datonuc
7 დეკემბერი 2018 16:15
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 88
მოურინიო შე არასწორო კაცო, გაეთრიე მანჩესტერიდან, შენი გადამკიდე უკვე მიმოხილვების ყურებაც მეზარება, ესაა ანტიფეხბურთი შე ჩმორო შენ
2
№3
ავტორი: giorgi_mg
7 დეკემბერი 2018 16:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ფულჰემს თუ არ შეუტიე აბა ვისთან აპირებ შეტევას?! დააყენე ეგ კაცი 11_ში, პერეირა, ფრედი და ერერა ამ ცენტრით ძალიან მინდა ერთი თამაში ვნახო რა. შევწუხდი ამ მატიჩი ფელაინი პოგბას ცენტრით, ასეთი ნელი ცენტრი დარწმუნებული ვარ საფეხბურთო სამყაროში არავის არ ყავს.
0
№4
ავტორი: Lev
7 დეკემბერი 2018 16:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1513
დაგინახავ ერთი მცველებს რო გიყიდიან როგორ ფეხბურთს ითამაშებ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№5
ავტორი: ikeoni
7 დეკემბერი 2018 16:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
დარწმუნებული ვარ ფულემთან ვერ მოგება უკვე საბედისწერო იქნება ჟოზესთვის
0
№6
ავტორი: OzBeTa
7 დეკემბერი 2018 17:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 188
აბა დაცვა მთავარია შეტევის დედაც :D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Manchester is RED
№7
ავტორი: GIOMU
7 დეკემბერი 2018 18:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
ძალიან ნელა მიდის ამის ადაპტაცია, სულ ძირს გდია, ტანს ვერ დგამს, მაგრად უჭირს მოკელდ ინგლისის ტემპი...
0
№8
ავტორი: The Special One
7 დეკემბერი 2018 20:14
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
პოგბა და უკან ფრედი პერეირა,ბურთს არ დაანახებს ეს ცენტრი არავის :)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№9
ავტორი: devidi
7 დეკემბერი 2018 21:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 97
დარჩენილა ამის ხელში უთამაშებელი და ეგაა მურინიოს გუნდი არ უტევს fellow
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top