ანტონი მარსიალის "ფულემთან" თამაში საეჭვოა. "არსენალთან" მატჩისას მარსიალს პირველი ტაიმის შემდეგ მოედნის დატოვება მოუწია.
მარსიალთან ერთად საეჭვოა სმოლინგისა და ბაიის თამაშიც. შესაძლოა მატჩი ვერ ჩაატაროს ფილ ჯონსმაც, რომელმაც "საუთჰემპტონთან" ტრამვა მიიღო.
მოურინიომ კი განაცხადა, რომ თამაში შეიძლება იმ მოთამაშეებით დაიწყოს, ვინც ბოლომდე გამოჯანმრთელებულები არ არიან.
"არ ვიცი, ვის ვათამაშებ. ვარჯიშებზე ყველაფერს გავიგებ. სმოლინგი, ჯონსი, მარსიალი, ბაიი და, რა თქმა უნდა, ლინდელოფი და ალექსისი ლაზარეთში იმყოფებიან. მაგრამ პასუხებს ჯერ კიდევ ველოდები."
"უეჭველია, რომ მომიწევს ფეხბურთელების დაყენება, რომლებიც ბოლომდე მზად არ არიან. ვიცი რომ ისინი თავს დადებენ მატჩისთვის, მაგალითად ისე, როგორც ეს სმოლინგმა გააკეთა. ისინი ყველანაირად ეცდებიან რომ გუნდს დაეხმარნონ."
მოურინიომ ასევე "ფულემთან" გამართულ მატჩზე ისაუბრა:
"მინდა დარწმუნებული ვიყო, რომ გამარჯვებას შევძლებთ. მაგრამ თუ ამას ვერ შევძლებთ, ძალიან გთხოვთ იმ ხალხს რომელიც გუნდისთვის ყველაფერს აკეთებს მონდომება დაუფასეთ."
"კიდევ გავიმეორებ, რომ ტაბლო ყველაფრის მთქმელი არ არის. "ფულემს" ძალიან კარგი მენეჯერი ჰყავს. ვიცი, რომ რთული მატჩი გველის წინ და ამისთვის მზად ვართ,"-დაასრულა პორტუგალიელმა.