თბილისი:
მანჩესტერი:
7-12-2018, 14:33
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1437,
კომენტარები: 10
"იუნაიტედის" უმთავრესი სამიზნე
"წითელი ეშმაკები" მოურინიოს გასაშვებად ემზადებიან.
დიდი ხანია მიმდინარეობს დავა იმაზე, თუ რატომ არ თავისუფლდება "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან პორტუგალიელი სპეციალისტი ჟოზე მოურინიო. გუნდი აშკარად ვერ ვითარდება და მოურინიომაც თითქოს ევროპა ლიგის მოგებით ამოწურა თავისი თავი "ოლდ ტრაფორდზე".

გუნდს მიმდინარე სეზონში საშინელი შედეგები აქვს. ისინი არათუ ჩემპიონობისთვის ბრძოლას გამოეთიშნენ, არამედ ნელნელა ოთხეულისთვისაც მოუწევთ სერიოზული ძალისხმევის დახარჯვა. ჟოზეს ერთ ერთი მთავარი სამიზნე ალბათ ჩემპიონთა ლიგის მოგება იქნება, რაც სავარაუდოდ ამ ფორმაში მყოფი კლუბისთვის არარეალურია.

ცნობილი გამოცემა The Sun - საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. "ოლდ ტრაფორდელები" ახალი მწვრთნელის ძიებაში არიან და კანდიდატიც დასახელდა. "ტოტენჰემ ჰოტსპურის" არგენტინელი სპეციალისტი მაურისიო პოჩეტინო შესაძლოა გულშემატკივარმა ჟოზე მოურინიოს ადგილას იხილოს.

აღნიშნული წყაროს ცნობით, გლეიზერები მზად არიან ლონდონურ კლუბს პოჩეტინოს სანაცვლოდ შესაბამისი კომპენსაცია 45 მილიონი ევრო გადაუხადოს.

აღსანიშნავია, რომ "მანჩესტერული" კლუბი ჟოზე მოურინიოს მიზერულ კომპენსაციას გადაუხდის იმ შემთხვევაში თუ გუნდი ოთხეულში ვერ შევა, ეს კი იძლევა საბაბს იმისა, რომ პორტუგალიელის გათავისუფლება ედ ვუდვორდისთვის ძალიან მარტივი იქნება. თანხა რომელიც ამ შემთხვევაში დაიზოგება ახალი მწვრთნელის მოყვანას მოხმარდება.

თავის მხრივ "ტოტენჰემს" პოჩეტინოს შენარჩუნება სურს, არგენტინელი კი ახალ მოედანზე მუშაობის იმედს უახლოეს მომავალში გამოთქვამს.

მაურისიოს ასევე სურს, რომ თუ იგი გუნდში დარჩება, "დეზებმა" შემადგენლობის გასაძლიერებლად სატრანსფერო თანხები უნდა გამოყონ და არგენტინელის მიერ დასახელებული ფეხბურთელები შეძენილ უნდა იქნეს.

მაშ ასე, სეზონის ბოლოს მარტივად შესაძლებელია პოჩეტინო, სერ ალექსის შემდეგ "იუნაიტედის" მეოთხე მწვრთნელი გახდეს.


წყარო: euro-football
ახალი ამბები
10 კომენტარი
№1
ავტორი: manubro
7 დეკემბერი 2018 14:36
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 471
გამოვიდეთ ქუჩებში ხალხო დროა მგონი .. ხალხმა ნაცები მოიშორა ეს რა გახდა
2
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ვინ ვართ ჩვენ?! - დედის მტ***ელები!!!
№2
ავტორი: Svanchester
7 დეკემბერი 2018 14:39
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
წარმომიდგენია პოჩეტინოს ხელში: მარსიალი, რეშფორდი, სანჩესსაც აღარ მოუწევს წასვლა, პოგბა გაიხსნება, ეს კაცი გუნდში ახალ ატმოსფეროს შემოიტანს და გაჩნდება მომავლის იმედი, ყველამ ვიცით თუ როგორ მუშაობს ფეხბურთელებთან და მითუმეტეს ახალგაზრდებთან, მატას მიეცემა თავის გამოჩენის საშუალება ფრედი დადგება სწორ გზაზე, დე ხეას წასვლის სურვილი აღარ ექნება, ჩემი აზრით პოჩეტინო იდეალური ვარიანტია. სავარაუდოდ ჟოზეს რაღაც სასწაულები თუ არ მოახდინა სეზონის ბოლოს ახალი მწვრთნელი გვეყოლება, დავაკვირდეთ უბრალოდ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარას, თუ თანხები არ დაიხარჯა წინასწარ გვეცოდინება რო ჟოზე მიდის.
1
№3
ავტორი: glory28
7 დეკემბერი 2018 15:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 535
ციტატა: Svani
წარმომიდგენია პოჩეტინოს ხელში: მარსიალი, რეშფორდი, სანჩესსაც აღარ მოუწევს წასვლა, პოგბა გაიხსნება, ეს კაცი გუნდში ახალ ატმოსფეროს შემოიტანს და გაჩნდება მომავლის იმედი, ყველამ ვიცით თუ როგორ მუშაობს ფეხბურთელებთან და მითუმეტეს ახალგაზრდებთან, მატას მიეცემა თავის გამოჩენის საშუალება ფრედი დადგება სწორ გზაზე, დე ხეას წასვლის სურვილი აღარ ექნება, ჩემი აზრით პოჩეტინო იდეალური ვარიანტია. სავარაუდოდ ჟოზეს რაღაც სასწაულები თუ არ მოახდინა სეზონის ბოლოს ახალი მწვრთნელი გვეყოლება, დავაკვირდეთ უბრალოდ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარას, თუ თანხები არ დაიხარჯა წინასწარ გვეცოდინება რო ჟოზე მიდის.

გეთანხმები ყველაფერში და ერთს დავაამტებ მხოლოდ ტოტენჰემს შეთავაზოთ ლუაკუკ+80 ლიმონი და კეინი მოგვცენ არ გვინდა არაფერი თავდასხმაში და დაცვას მიეხედება
0
№4
ავტორი: Old Red Devil
7 დეკემბერი 2018 16:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 986
მოკლედ მე ასე მგონია რომ სპეციაურად ქმნიან ისეთ გარემოს რომ ჟოზე ამ სეზონის ბოლოს გუნდიდან გაუშვან. კერძოდ თუკი გუნდი ლიგაზე ვერ გავა მაურინიოს აღარ გააჩერებენ და კომპენსაციის გარეშე გაუშვებენ. ამაში მმართველობას მგონი გუნდიც ეხმარება. ეს ჟოზემაც იცის ალბათ. პოჩეტინოს არც მე დავიწუნებდი. ჩემი აზრით მას უფრო ესმის ინგლისი ვიდრენ ზიდანს. ის და გვარდიოლა აწყობილ გუნდებს არიან მიჩვეულები. ტოტენჰემს რო გადავხედოთ ის რესურსი რაც პოჩეტინოს მისცეს ფანტასტიურად გამოიყენა და ლონდონელები სტაბილურ გუნდად აქცია.
0
№5
ავტორი: giorgi_mg
7 დეკემბერი 2018 16:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
იმედია ნაჩქარევ და დაუფიქრებელ ნაბიჯს არ გადადგავს ხელმძღვანელობა, კიდევ 3-4 წელი ასეთ დღეში ვერ ვიქნებით. უნდა იყოს მინიმუმ 10 წლიანი სამოქმედო გეგმა, უნდა აირჩიონ შესაბამისი მწვრთნელი თავისი სამწვრვრთნელო შტაბით, სკაუტებით, მედ პერსონალით და სპორტული დირექტორით. ასევე ასაკობრივი გუნდებში უნდა მოიყვანონ ახალი მწვრთნელის ფილოსოფიის, ტაქტიკის და სქემის გამტარებელი მწვრთნელები. მოკლედ ვუდვორდ, თუ რამეა დაბალ ხელფასზეც წამოვალ lol biggrin2
0
№6
ავტორი: PaLoMo
7 დეკემბერი 2018 16:26
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
ჩემი აზრით კარგიც იქნება თუ ლიგაზე არ ვიქნებით,რადგან უფრო მობილიზაციას გაუკეთებს გუნდს ახალი მწვრთნელი...ეგრევე შედეგზე არუნდა გააკეთონ აქცენტი...ნუ თუ შეინარჩუნებს გუნდი დეხეას მაშინ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№7
ავტორი: ikeoni
7 დეკემბერი 2018 16:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
ციტატა: manubro
გამოვიდეთ ქუჩებში ხალხო დროა მგონი .. ხალხმა ნაცები მოიშორა ეს რა გახდა

გენაცვალე კაი იყო:))
0
№8
ავტორი: GIOMU
7 დეკემბერი 2018 17:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
თუ ეს გადმოვა და გამოიყოლებს 1 2 კაცს ამ შემთხვევასი ღირს მოუს გაშვება, წინააღმდეგ შემთხვევასი სხვა მწვრთნელის იმედი რომ მოვა და რაღაცას შეცვლის არ მაქვს.
0
№9
ავტორი: The Special One
7 დეკემბერი 2018 20:10
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
ცუდი არჩევანი არაა პოჩეტინო,მაგრამ მე მაინც ჟარდიმი მინდა :)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№10
ავტორი: SANDROGRIGA
7 დეკემბერი 2018 23:52
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
პოჩეტინოს დაყოლიება ძაან რთული იქნება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top