აქსელ ვიტსელს კითხვა დაუსვეს ''იუნაიტედის'' შესახებ, მას შემდეგ რაც გავრცელდა ინფორმაცია რომ, ჟოზე მოურინიო სანაკრებო მატჩებზე მას აკვირდებოდა. ერთ-ერთი წამყვანი ბელგიური გამოცემის ნცობით ''განსაკუთრებული'' 15 ნოემბერს ბელგიის შეხვედრას დაესწრო აქსელის გამო.
ვიტსელი დორტმუნდის ''ბორუსიას'' თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. გერმანულმა გაზეთმა Bild-მა ჰკითხა ფეხბურთელ თუ რატომ არ აირჩია ''იუნაიტედი'', რომელიც მისი მომსახურებით ასევე დაინტერესებული იყო. ''იმიტომ რომ, ვიგრძენი ''ბორუსია'' სწორი არჩევანი იქნებოდა. ეს გუნდი იყო გამოწვევა, რომლის მიღებაც ნამდვილად მსურდა'' - განაცხადა ნახევარმცველმა.