თბილისი:
მანჩესტერი:
6-12-2018, 14:30
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1479,
კომენტარები: 10
მოურინიო: "პოგბამ კარგად ითამაშა"
ჟოზე მოულოდნელად ფრანგს აქებს.
მოურინიო:
ყველასთვის მოულოდნელად, მაშინ როდესაც "საუთჰემპტონთან" ჩატარებული მატჩის შემდეგ, ჟოზე მოურინიომ პოგბას "ვირუსი" უწოდა, გუშინდელი შეხვედრის შემდეგ ჟოზემ პოლ პოგბა შეაქო და განაცხადა, რომ შეცვლაზე შესულმა ფრანგმა 15 წუთი კარგად ითამაშა.

"ვფიქრობ, რომ პოლმა კარგად ითამაშა. ის 15 წუთი რაც მან მოედანზე დაჰყო, კარგი იყო. ეს ყველაფერი იმ ფონზე როდესაც ჩვენი მცველები წინწაწევას უკვე ვეღარ ახერხებდნენ.

გუნდი უკეთ თამაშობს პოლ პოგბას გარეშე? არ ვიცი რა გინდათ, რომ ამ კითხვაზე გიპასუხოთ. არა, ეს ასე არ არის. რაც მე უკვე ვთქვი და რასაც ვთვლი არის ის, რომ პოლი მოედანზე შევიდა და თავისი წვლილი შეიტანა ამ შეხვედრაში. ხაზი გავუსვათ იმას, რომ კარგი არის კარგი და არა ცუდი.

ვცდილობდი შეტევები გაგვეძლიერებინა, ამისათვის ტაქტიკას ძალა და ხარისხი შევმატე, გავაკეთე ცვლილებები, მაგრამ ჩვენ მცველებმა სიკვდილამდე იბრძოლეს და ენერგიები ამოწურეს".
- აცხადებს ჟოზე.

წყარო: manutd
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: stepno
6 დეკემბერი 2018 14:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
რა კომენტარი უნდა დაუწერო ამას:)) ხან ერთს იძახის ხან მეორეს ხან მესამეს :DD პოგბას მაღალ დონეზე თამაში რო შეუძლია გასაგებია გვინახია მაგრამ არამგონია რაა რომ პოგბამ ოდესმა ულიდეროს მანჩესტერს. ჩემი აზრით ჯობია გაყიდონ სანამ ფასი ადევს და ზოგადად ახალი გუნდი უნდა ააწყონ რა უამრავი ფეხბურთელია გასაშვებიი და ამას ვერ გავექცევით.
0
№2
ავტორი: Svanchester
6 დეკემბერი 2018 14:47
  • სიახლეები: 2775
  • კომენტარები: 3861
ვერ დავეთანხმები იმ აზრს, რომ პოგბა უნდა გაიყიდოს, ვრ დავასკვნი პოგბაზე მოურინიოს "ავტობუსი" სტრატეგიების პროტესტის გამო გაფუჭებულ თამაშის ხარისხს, პოგბა არის ტოპ კლასის ფხბურთელი რომელსაც გათავისებული აქვს, რომ თამაშობს იუნაიტედში, თამაშობს იმ ფილოსოფიის გუნდში რომელმაც სულ უნდა იფიქროს შეტევებზე და 10 კაცით დაცვაში არ იდგეს "საუთჰემპტონთან" მაშინ როდესაც გუნდი 2 -0 აგებს, დავეთანხმები იმ აზრსაც, რომ გუნდი პირველ ადგილზე დგას და გუნდისთვის ჭაობიდანაც ბოლომდე უნდა იხარჯებოდე, მაგრამ როდესაც გუნდის თავკაცს არ შესწევს ძალა შენს ხასიათზე რეაგირება მოახდინოს და დადებითი მხარეები შენ იარაღად აქციოს უბრალოდ ხასიათი გუნება გიფუჭდება და რაღაც ახლის მოლოდინში ხარ, გუნდში დე ხეას შემდეგ პოგბა რო საუკეთესოა ამაზე არ ვიდავოთ, კაპიტნის სამკლაურს გართმევენ, ვირუსს გიწოდებენ, ცოტა არიყოს დამამცირებელი ხო არაა? და ითამაშო ასეთი კაცისთვის ძნელია, არ ვამართლებ პოგბას, მაინც უნდა აკეთოს თავისი მაქსიმუმი ბოლომდე, პოგბა გასშვებიათქო ვიტყვი მაშინ როდსაც ახალ მენტორთანაც იგივე პრობლემები იქნება მაგრამ ახლა არ და ვერ ვიტყვი ამას. პოგბას სჭირდება მწვრთნელი რომელიც მას გაზრდის და არა შეცვლის, პოგბა უნდა გაიზარდოს.
2
№3
ავტორი: JuanMata
6 დეკემბერი 2018 14:54
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ვერ ვამუღამებ, თამაშის გასაძლიერებლად რომ ფიზიკურად ძლიერი, დიდი და ნელი ხალხი შემოყავს, როცა პლიუს მატიჩი დგას ცენტრში. არსენალი ძაან დაღლილი იყო, შეიძლებოდა პერეირა-ფრედის სისწრაფის გამოყენება ცენტრში, მითუმეტეს თამაშის ბოლოს.

ფაქტია, რომ ჟოზეს ცვლილებებმა შეანელეს თამაში, გადაიყვანა სტატიკურ ბრძოლაში. ფელაინი შემოყავს თავზე საბრძოლველად ჰო, დააყენე რა წინ. მაგის ცენტრში დგომის იდეას ვერ ვხვდები, უხეში ტიპია, ჯარიმებს იკიდებს ჩვეულებრივ მომენტებში და კომბინაციის გასათამაშებლად ეგ არ გამოდგება, ბურთის დამჭერი არაა და პასებს ვერ აკეთებს და ძაან სასაცილოა, ფელაინი რომ აწვდის საჯარიმოში.

ჩემთვის კარგი ნახევარმცველი არის, მოძრავი ნახევარმცველი, რომელიც აქტიურად კეტავს ზონებს დაცვის დროს და სწრაფად ააქვს ბურთი და კარგად იხსნება შეტევის დროს.
გადავიდა ორ თავდამსხმელზე, ფლანგები მოკვდა, დარმიანს ფილტვები ეჭირა ხელში და ისე დარბოდა, დალოც პატარაა და უთამაშებელი და ამხელა ინტენსივობას ვერ უძლებს.
ცენტრიდან შეტევა საერთოდ არ არსებობს იუნაიტედში, იმის მაგივრად სისწრაფე შემოეტანა გუნდში, კიდევ უფრო ჩააბეტონა.

P.S. ფრედს აქვს ფლანგზე თამაშის გამოცდილება, თავიდან ფლანგის ფეხბურთელი იყო. ასევე პერეირასაც, ორივეს შეუძლია შეტევას დიდი ბიძგი მისცეს, ძალიან იჩაგრებიან ეს ფეხბურთელები, მაშინც როცა მატიჩს, ფელაინის და პოგბას კარტ ბლანში აქვთ.
3
№4
ავტორი: Svanchester
6 დეკემბერი 2018 14:56
  • სიახლეები: 2775
  • კომენტარები: 3861
ციტატა: JuanMata

ფრედზე +1
0
№5
ავტორი: Malboro463
6 დეკემბერი 2018 17:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ციტატა: JuanMata
ვერ ვამუღამებ, თამაშის გასაძლიერებლად რომ ფიზიკურად ძლიერი, დიდი და ნელი ხალხი შემოყავს, როცა პლიუს მატიჩი დგას ცენტრში. არსენალი ძაან დაღლილი იყო, შეიძლებოდა პერეირა-ფრედის სისწრაფის გამოყენება ცენტრში, მითუმეტეს თამაშის ბოლოს.

ფაქტია, რომ ჟოზეს ცვლილებებმა შეანელეს თამაში, გადაიყვანა სტატიკურ ბრძოლაში. ფელაინი შემოყავს თავზე საბრძოლველად ჰო, დააყენე რა წინ.

ეგ ავღნიშბე მეც. მუსტაფიც ტრამვირებული იყო ძლივს მოძრაობდა + მეკარეც არ გამოიყურებოდა საიმედოდ
ფელაინის შემოყვანა სისულელე იყო მარა არც ფრედი ყავდა განაცხადში და არც ანდრეასი. მატა შეილებოდა
0
№6
ავტორი: JuanMata
6 დეკემბერი 2018 19:51
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: Malboro463

ეგ ავღნიშბე მეც. მუსტაფიც ტრამვირებული იყო ძლივს მოძრაობდა + მეკარეც არ გამოიყურებოდა საიმედოდ
ფელაინის შემოყვანა სისულელე იყო მარა არც ფრედი ყავდა განაცხადში და არც ანდრეასი. მატა შეილებოდა

ვახ, მახსოვდა რომ სკამზე იყვნენ, ამერია ალბათ სხვა თამაშში.
მაგრამ ბევრს მაინც არაფერს ცვლის.
0
№7
ავტორი: The Special One
6 დეკემბერი 2018 20:44
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
უმაღლესი დონეა პოგბა და ამაზე დავა არც ღირს,ტიპს პასები რაღაც სხვა დონეზე ყავს აყვანილი,ამხელა 2 მეტრიანი და ესეთი ტექნიკური ბევრი არ არის,მაგრამ მთავარი მინუსი ისაა რომ არ უყვარს ორთაბრძოლები,თუ მაინცდამაინც ეგ ხდება მაშინ თვითონ ეჯიკავება უშნოდ და სულ თვითონ ჯარიმდება.არც ერთ ნახევარმცველში არ გავცვლიდი პოგბას,სწორი მიდგომა სჭირდება და შეძლებს სტაბილურად თამაშს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№8
ავტორი: ikeoni
6 დეკემბერი 2018 20:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
Chemi joze aris Chemi joze ra:)))
0
№9
ავტორი: SANDROGRIGA
6 დეკემბერი 2018 22:12
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ამათი ურთიერთობა გაურკვეველია
0
№10
ავტორი: Dato kutaisi
7 დეკემბერი 2018 08:46
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
"მაინც არაა ეგ ჩემი სიდედრი" როგორც "არაჩვეულებრივ გამოფენაშია". ცხვირი გავს გავს თვალებიც მარა მაინც არაა პოგბა ის ფეხბურთელი რომელიც მისსავე პიარს და რეკლამას შეესაბამება.მესმის რეკლამა მეტი უნდა იყოს ზოგადად ვიდრე პროდუქტი მაგრამ ესენი ძაან აცდენილები არიან.აცდენილია მოურინიოც ამ ყველაფერს.JuanMata-ს ვეთანხმები რაც დაწერა ყველაფერში.დიდი ხანია ვიძახით რომ მოძრავი და მობილური ნახევარდაცვა გვჭირდებათქო და აბაა.ვირივით დააყენებს ამ აყლაყუდებს.რამე ხეირი მაინც რო მოქონდეს ამათ სიმაღლეს კიდევ ჰო მარა ვაფშე ნულია ამათი გამოყენება.ზატო ეროვნული ლიგის კლუბების ტემპი გვაქ ცენტრში.
რას ვერ ვხვდები იცით?მოურინიოს აქვს სულ ტაქტია რომ დაცვა მყარად ყავდეს და კონტრზე ითამაშოს.ძაან მაინტერესებს ამ კონტრშეტევაზე ბურთი ვინ უნდა წაიღოს?საჯარიმოში ჩამოსულმა მარსიალმა რეშმა თუ ლუკაკუმ?აბა ნახევარმცველები ცენტრალურ მცველებად დგანან. ერთი მხრიდან მესმის მოუს სიფრთხილე, რომ არ გყავს დაცვა უნდა დაახმარო ცენტრი მაგრამ ასე რა გამოდის?უნდა ვეცადოთ არ გაგვივიდეს თორე გატანა არ გვჭირდება ნეტა?ლივერს სხვა ტაქტიკა კი არ აქვს უბრალოდ ჩვენგან განსხვავებით მათ შარშანწინ დაიწყეს თამაში უბრალოდ გატანაზე და ბევრსაც უშვებდნენ.მერე ვან დაიკის მოყვანით დაასტაბილურა დაცვა. მაგრამ ყველანაირ სტილში ცენტრს აქვს უდიდესი და გადამწყვეტი მნიშვნელობა, ხოდა ამ დროს უაზრო პოგბა და მძინარე მატიჩი რომ გყავს ცენტრში აუცილებლად გექნება შედეგი აუცილებლად.ვა იჩვენს პატრონს.პოგბა იმენა შემოგვტენეს დღეს ვხვდები რა:))ვერც ვიშორებთ და სულ იმედი გვაქ და ამ დროს შედეგი ნული.სვანი შენ თქვი არ უნდა გავუშვათო და ვერ დაგეთანხმები არა კი არა მოუსთან ერთად ეგ უნდა გაუშვა პირველი.ჯერ ერთი სანამ ფასი აქვს, მეორეც ის რომ ეს ასეთი იქნება ყველა ტრენერის ხელში.ვერ დავეთანხმები იმ აზრს რომ თითქოს პოგბას შეტევა უნდა და მოუს სტილის გამოა დათრგუნული.კაი რა გაფიცებთ ყველაფერს.6-იანზეც ათამაშა 8-ზეც და 10-იანზეც.თავისუფლებაც მისცა მარა რა.რა და არაფერი იმიტომ რომ მაგას ერერას მიდგომა რომ ქონდეს საქმისადმი ფეხბურთელი ვერ აჯობებდა.პიჟონი და მარადმწვანე ამომავალი ვარსკვლავი იქნება სულ.მარტო ერთ რამეს დაუკვირდით აი ახლა რო ტრანსფერზე დავსვათ რომელი გუნდი მოინდომებს და გადაიხდის ამაში იმდენს რაც ჩვენ მივეცით?არავინ.ვინ წაიყვანს უფრო ნაკლებად?იუვე და პსჟ.რატო?იმიტომ რომ მაგათი სტილის ტიპია.მაგრამ ყველგან ეს პოგბა იქნება რაც ჩვენთან არის.ნაკრებშიც ეგაა და აქაც ეგაა.ნაკრებში სხვა ხალხი ყავს გვერდით მანჩესტერიდან განსხვავებით.მოკლედ მე ამ გუნდში ახალგაზრდების: მარსიალი, დეხეა,ფრედი, პერეირა,დალო,ბაი,ლინდელოფი,რეში,ერერა ამათ გარდა ყველას გავუშვებდი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top