თბილისი:
მანჩესტერი:
6-12-2018, 13:58
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1364,
კომენტარები: 6
ჟოზე: "მარჯვენა ფლანგის პრობლემა მოგვარებულია"
პორტუგალიელი თანამემამულეს აქებს.
ჟოზე:
გუშინდელი შეხვედრა სადებიუტო იყო დიოგო დალოსთვის იმ თვალსაზრისით, რომ 19 - წლის ფეხბურთელმა "წითელი ეშმაკების" შემადგენლობაში" პირველად დაიწყო თამაში ძირითადი შემადგენლობიდან და ისიც უნაი ემერის "არსენალის" წინააღმდეგ, ეს ყველაფერი კი მის მიმართ ჟოზე მოურინიოს ნდობის გამოცხადებას ნიშნავს.

მატჩის შემდგომ ინტერვიუებში მოურინიო არ დაზარდა დიოგო დალოს შესახებ საუბარს და მის მიმართ საქებარი სიტყვებიც არ დაიშურა. "განსაკუთრებულმა" მასზე განაცხადა, რომ მარჯვენა ფლანგის დაცვის ხაზის პრობლემა მოგვარებულია მინიმუმ 10 წლის განმავლობაში.

"დიოგომ ოპერაცია გადაიტანა, დაბრუნდა ეროვნულ ნაკრებში, ითამაშა ორი მატჩი სამი დღის განმავლობაში და კვლავ მიიღო ტრავმა, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად ვფიქრობ, რომ "იუნაიტედში" მარჯვენა ფლანგზე დაცვის საკადრო პრობლემა მინიმუმ 10 წლით მოგვარებულია.

ეს ბიჭი არის დიოგო! ის ფანტასტიკურია! დარწმუნებული ვარ გარი ნევილი დამეთანხმება და ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ის ჩემნაირად ფიქრობს და ასევე თვლის, რომ "იუნაიტედმა" მარჯვენა მცველი იყიდა, კარგი მარჯვენა მცველი, რომელიც გუნდს მინიმუმ 10 წლის განმავლობაში პრობლემას მოუხსნის".
- განაცხადა დასასრულს მოურინიომ.

შეგახსენებთ, რომ გარი ნევილი "წითელი ეშმაკების" ღირსებას 1992 წლიდან 2011 წლამდე სწორედ მარჯვენა დაცვის ფლანგზე იცავდა. გარი 15 სეზონის მანძილზე ძირითადი შემადგენლობის უცვლელ წევრად ითვლებოდა.


წყარო: manutd
ახალი ამბები
6 კომენტარი
№1
ავტორი: stepno
6 დეკემბერი 2018 14:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ეგრეც არაა საქმეე როგორც ყოველთვის უაზროდ ბაქიბუქის ჟოზეე :))) გუშინ ნორმალური თამაში ქონდა დიოგოს მაგრამ დიდი ვერაფერიი. უამრავი რამეაქ დასამტკიცებელი და კაცმა არ იცის დაამტკიცებს თუ არაა :)) 10 წელი მოგვარებულია პრობლემაო მაგას არ უნდა იძახდეს არცერთ ვარიანტში.
0
№2
ავტორი: JuanMata
6 დეკემბერი 2018 14:42
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
არ ვიცი, ამ თამაშით მასე ნამდვილად ვერ იტყვი. დაცვაში ჰქონდა პრობლემები, უძვრებოდა კოლაშინაცი,
შეტევაში კარგად იხსნებოდა ფლანგზე, რაც არსენალის მცველების დამსახურებაცაა, მაგრამ შეტევა დიდად არ გაუმწვავებია. 19 წლის ბიჭის ფონზე, რომელმაც პირველად ითამაში პრემიერლიგაში, ცუდი არ იყო. მაგრამ დიდი დრო დაჭირდება იმისთვის რომ ძირითადის ფეხბურთელი გახდეს.
0
№3
ავტორი: Svanchester
6 დეკემბერი 2018 14:52
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
დალო არის ფეხბურთელი რომელშიც ჩანს ნიჭი და ის ხედვები რაც მარჯვენა მცველს სჭირდება. გუშინდელ შეხვედრაში აშკარა იყო, რომ ემერიმ აქცენტი დალოს ფლანგიდან შეტევებზე გააკეთა და კოლაშინაცი ასე თუ ისე ახერხებდა ამას თუმცა რეალური საფრთხე რაც დამღუპველი იქნებოდა გუნდისთვის ამას არ მოჰყოლია, კი ბატონო ძვრებოდა კოლაშინაცი თუმცა იყო მომენტები, რომ ძალიან სუფთად და ნათლად ატოვებინებდა ბურთს თუნდაც კუთხურზე გადაგდებით, კარგი მოქმედებები ჰქონდა მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ გამოხვიდე და თქვა 10 წელი პრობლემა მოგვარებულიაო, დალო არის 19 წლის ბიჭი რომელსაც განვითარება დახვეწა სჭირდება, ამის რესურსი აქვს და უნდა მოუმატოს, სათამაშო დრო მოიპოვოს და თავდაუზოგავად იშრომოს, ცუდი ტრანსფერი არ არის კარგი ბიჭია დალო!!!
1
№4
ავტორი: kobinio
6 დეკემბერი 2018 16:23
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
19 წლის არის და არსენალს ეთამაშა რა ნეგატივს აფრქვევთ? გადახედეთ არსენალის შედეგებს და მერე დაიწუნეთ 19 წლის ბიჭი.
2
№5
ავტორი: ikeoni
6 დეკემბერი 2018 20:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Magari bichia bazari araa❤️
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
6 დეკემბერი 2018 22:14
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ეს უფრო ვალენსიას კრიტიკა იყო ვიდრე დალოს ქება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top