ჟოზე მოურინიომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელების შემართება შეაქო. შეგახსენებთ, რომ გუშინდელ მატჩში "წითლებმა" მხოლოდ 1 ქულა მოიპოვეს.
"ეშმაკუნები" ორჯერ ჩამორჩებოდნენ "მეთოფეებს" და ორივეჯერ შეძლეს საპასუხო გოლის გატანა ანტონი მარსიალისა და ჯესი ლინგარდის წყალობით.
ჟოზე მოურინიომ პრესკონფერენციაზე ფეხბურთელების ხასიათსა და შემართებაზე ისაუბრა. ასევე გამოყო შეცდომები, რომლებმაც თამაში უარესობისკენ წაიყვანეს.
შესანიშნავი განწყობა პირველივე წუთებიდან
"ეს ის შედეგი არ არის, რაც ჩვენ გვინდოდა, მაგრამ რას იტყვით? ფანტასტიკური შემართება, ფანტასტიკური რწმენა, დიდებული დინამიკა, დიდებული მოძრაობები. ფეხბურთელებმა აბსოლუტურად ყველაფერი დადეს მოედანზე, თამაშის ბოლოს საერთოდ არაფრის თავი არ ჰქონდათ. ბევრი მათგანი ცუდ მდგომარეობაშიც კი აღმოჩნდა."
"ბევრი კარგი მომენტი გვქონდა, მაგრმა ფეხბურთელებს სირთულეებთან ბრძოლა მოუწიათ. დიოგოსა და როხოსთვის პირველი დასაწყისი იყო სასტარტო შემადგენლობიდან. მათეო დარმიანმა მხოლოდ მესამე მატჩი ჩაატარა. ბაიის რამდენიმე თვე არ უთამაშია. კრის სმოლინგმა კი ძალიან დიდი სიმამაცე გამოიჩინა ამ მდგომარეობაში თამაშის ჩატარებით. ეს ყველაფერი ძალიან რთული იყო, მაგრამ ბიჭებმა ის სული და შემართება აჩვენეს, რასაც ვითხოვდი. ყველაფერი მოედანზე დატოვეს."
ბედნიერი ვარ მათი თავგანწირვით
"ძალიან კარგის ნიშანია, რომ ფეხბურთელებმა საკუთარი თავი შესწირეს ამ თამაშს. არის რაღაცები რასაც მათგან ვერ მივიღებ და ამათზე მეტს ვერაფერს გეტყვით. დიდი შემართება აჩვენეს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ მოედანზე ყველაფერი დადეს. ეს უდავოა და ძალიან სასიამოვნო შეგრძნებები მოაქვს ჩემთვის. მეტს ვერაფერს გეტყვით. მირჩევნია, რომ ვთქვა - ბედნიერი ავრ მათი შემართებით, მათი თავგანწირვით, სიმამაცით. მართლაც ბედნიერი ვარ."
მოგება დავიმსახურეთ
"ჩვენ უნდა მოგვეგო თამაში. ორი დიდი შეცდომა დავუშვით ორივე გოლის დროს. სხვა შეცდომებიც დავუშვით და სწორედ ამიტომ მოვიპოვეთ მხოლოდ ერთი ქულა. უაზროდ დავკარგეთ ბურთები, უაზროდ დავკარგეთ კონტროლი თამაშზე, რაც მაღალი დონის კლუბებს არ ემართებათ ხოლმე. მეორე გოლიც საშინელ მომენტში გაგვივიდა, რადგან იმ დროს საოცარ ფებხურთს ვთამაშობდით."
ჩვენი დაცვა დაიღალა
"დაცვის ხაზი მოკვდა. ისინი ძალიან, ძალიან დაიღალნენ. როცა რომერუმ, პოგბამ და ფელაინიმ საოცარი შეტევები დაიწყეს სწორედ ამ დროს მოკვდა დაცვის ხაზი და აღარაფრის კეთება აღარ შეეძლოთ. როცა დე ხეას აქვს ბურთი, გუნდმა წინ უნდა წაიწიოს, მაგრამ ფეხბურთელები გადაღლილები იყვნენ და ვეღარაფერს აკეთებდნენ. ბაიის დე ხეას ნაწილის დატოვებაც კი არ შეეძლო. კრის სმოლინგი ცოტათი უკეთ გრძნობდა თავს, მაგრამ ვერც ის მოქმედებდა ისე, როგორც საჭიროა. ეს ძალიან ძალიან რთული იყო მათთვის, მაგრამ მაინც მოახერხეს, რომ მოედანზე მაქსიმუმი დაედოთ. არ მაქვს უფლება, კრიტიკული ვიყო. მხოლოდ მათ მხარეს ყოფნის უფლება მაქვს."
წყარო:
ManUtd.com