თბილისი:
მანჩესტერი:
5-12-2018, 20:02
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1636,
კომენტარები: 5
"მანჩესტერ იუნაიტედი" 8-2 "არსენალი"
"წითელი სამყაროს" ემოციები 2011 წლის მატჩის შემდეგ.
"მანჩესტერ იუანაიტედი" 8-2 "არსენალი".

ყველას ახსოვს ეს დღე, ეს მატჩი, ეს წუთები, ეს მომენტები. ყველა აღნიშნავდა. ეს არის მატჩი, რომლის შესახებაც ყველამ იცის. დღევანდელი მატჩის წინ კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი მაშინდელ "წითელ სამყაროში" დატრიალებულ ემოციებს.

სერ ალექს ფერგიუსონი:

"მანჩესტერის" შესახებ - "ეს უჩვეულოა, ამ ყველაფერს არ ველოდი. ჩვენ გაგვიტანია 6 გოლი წარსულში და ბევრიც გვიწამებია. დღეს "არსენალი" აღმოჩნდა წამებულის ადგილას. მათ წინააღმდეგ არაერთი კარგი მატჩი ჩაგვიტარებია გოლების გატანასაც ველოდი, მაგრამ ეს წარმოუდგენელი შედეგია. თუმცა მათ შეეძლოთ ორ გოლზე მეტის გატანა. ძალიან გავერთე ამ მატჩით. უცნაური შედეგი მივიღეთ, თუმცა ეს ფეხბურთელების მაღალი პროფესიონალიზმის და შესაძლებლობების ბოლომდე გამოყენების დამსახურებაა. ჩვენ დიდ ენერგიას ვდებთ თამაშში და ამ ყველაფრისგან სიამოვნებას ვიღებთ. აი, რა არის ყველაზე მნიშვნელობანი."

უეინ რუნის შესახებ:
"ის ფანტასტიკურია. ის მთელს პასუხისმგებლობას თავის თავზე იღებს, ნამდვილი ლიდერია. უელბეკი ახალგაზრდაა, ჰერნანდეზი ახალგაზრდაა, იანგი ახლახანს შემოგვიერთდა, ასე რომ მათ ცოტა უჭირთ. უეინი კი თავის პასუხისმგებლობას სრულიად ითავისებს და ბევრს იღებს თავის თავზე. ეს მნიშვნელოვანია."

ეშლი იანგის შესახებ:
"ბრწყინვალე გოლები გაიტანა. ძალიან კარგად ეგუება გუნდს. ტემპს ფეხი აუწყო, მთელს ენერგიას დებს და ლამაზ ფეხბურთს თამაშობს. მას ყველაფერი აქვს რომ გახდეს ერთ-ერთი საუკეთესო."

უეინ რუნი:
სერ ბობი ჩარლტონის რეკორდის შესახებ - "თამაშამდე მეგონა, რომ 150 გოლი მაკლდა. გიგზიმ მითხრა რომ მხოლოდ 100 მაშორებს. ყველაფერს ვიზამ, რომ სერ ბობი ჩარლტონის რეკორდი მოვხსნა. ბევრი დრო მაქვს წინ, ვიცი, რომ შევძლებ."

დავიდ დე ხეა:
"ოლდ ტრაფორდზე" თამაში შესანიშნავია. საოცარი შეგრძნებაა, როცა გულშემატკივარი შენს სახელს სკანირებს. ყველა შენს გასამხნევებლად დგას იქ. ჩვენი გულშემატკივრები უბრალოდ დაუჯერებლები არიან. მთელი მატჩის განმავლობაში მღერიან, ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ტემპში განვაგრძობთ, ყველაფერს ვიზამთ, რათა ისინი გავაბედნიეროთ."
სტატიები
5 კომენტარი
№1
ავტორი: David_dato
5 დეკემბერი 2018 20:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 40
თითქმის ანალოგიური სიტუაციაა დღესაც ოლდ ტრაფორდზე
0
№2
ავტორი: ikeoni
5 დეკემბერი 2018 20:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
რა თამაში იყოო❤️
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
5 დეკემბერი 2018 21:52
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
გულშემატკივრობის კუთხითაც შეიცვალა ოლდ ტრაფორდზე თამაში, აღარ იგრძნობა ის მუხტი რაც ადრე იყო, სულ სტუმარი გუნდის ფანების ხმაა მთელი თამაში. ეს გარკვეულწილად იმის ბრალიცაა რო ტურისტულ ზონადაა გადაქცეული ოცნებათა თეატრი.
0
№4
ავტორი: sandroo
6 დეკემბერი 2018 00:58
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 384
ეშლი იანგის შესახებ:
"ბრწყინვალე გოლები გაიტანა. ძალიან კარგად ეგუება გუნდს. ტემპს ფეხი აუწყო, მთელს ენერგიას დებს და ლამაზ ფეხბურთს თამაშობს. მას ყველაფერი აქვს რომ გახდეს ერთ-ერთი საუკეთესო."
იანგზე თქვა ფერგიმ ეს????
0
№5
ავტორი: Gamkrelidze
6 დეკემბერი 2018 01:07
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
ციტატა: sandroo
ეშლი იანგის შესახებ:
"ბრწყინვალე გოლები გაიტანა. ძალიან კარგად ეგუება გუნდს. ტემპს ფეხი აუწყო, მთელს ენერგიას დებს და ლამაზ ფეხბურთს თამაშობს. მას ყველაფერი აქვს რომ გახდეს ერთ-ერთი საუკეთესო."
იანგზე თქვა ფერგიმ ეს????

და რა არი გასაკვირი?
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top