თბილისი:
მანჩესტერი:
5-12-2018, 14:30
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1330,
კომენტარები: 7
"სამი ქულა აუცილებლად უნდა მოვიპოვოთ"
მარკუს რეშფორდი "მეთოფეებთან" დაკავშირებულ მოგონებებს იხსენებს და დღევანდელ მატჩზე საუბრობს.
"ოლდ ტრაფორდზე" "არსენალის" სტუმრობა მარკუს რეშფროდისთვის დაუვიწყარ ემოციებს აღძრავს. ინგლისელმა "მეთოფეებს" ორი ბურთი გაუტანა და ეს ყველაფერი მის დებიუტში მოახერხა.

"წითლები" მოტივირებულები არიან და ყველანაირად ეცდებიან, რომ დღევანდელ მატჩში სამი ქულა მოიპოვონ. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ოთხეულსა და "მანჩესტერს" შორის არსებული დაშორების დასაფარად. როგორც მოგეხსენებათ, რეშფორდს მცირედი ტრამვა აწუხებს, თუმცა ინგლისელი მაინც იმედოვნებს, რომ დღეს თამაშს მოახერხებს და გამარჯვებაში საკუთარ წვლილს შეიტანს.

"ჩემთვის "ოლდ ტრაფორდზე" "არსენალის" წინააღმდეგ თამაში დიდ მოგონებებთანაა დაკავშირებული. თუმცა ახლა სრულიად განსხვავბეულ გუნდს ვეთამაშებით. ისინი უკეთეს ფეხბურთს თამაშობენ, უფრო აგრესიულები არიან და თუ ობიექტურად შეხედავთ მიხვდებით, რომ ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდია. ეს ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ და რადაც არ უნდა დაგვიჯდეს სამი ქულა მოვიპოვოთ."

"მანჩესტერის" თამაში შაბათს იმედგამაცრუებელი იყო. გუნდმა ორი გოლი გაუშვა და მართალია, მოახერხა ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ სამი ქულის მოპოვება ვერ შეძლო.

"ძალიან იმედგაცრუებული ვარ. თუმცა ჩვენ თამაში არასწორად დავიწყეთ და ამაზე საკადრისი პასუხიც მივიღეთ. ბევრი მომენტი შევქმენით და თანდათან უფრო და უფრო უკეთესად ვთამაშობდით, მაგრამ იმდენად ცუდად დავიწყეთ, რომ სამი ქულა ვეღარ მოვიპოვეთ. უკეთ უნდა წარვდგეთ გულშემატკივრის წინაშე, ეს უდავოა."

"წმინდანებთან" გატანილი ორი გოლი რეშფორდის ასისტების დამსახურებაა. 21 წლის ინგლისელს ამ თამაშმა მეტი რწმენა და მოტივაცა შემატა. მარკუსი აღიარებს, რომ 2016 წელს როცა პირველად ითამაშა "მეთოფეების" წინააღმდეგ, ფიზიკური მომზადება არ ეყო. თუმცა როგორც დღეს აღნიშნა, რეშფორდი ამ ყველაფერზე დიდი ხანია მუშაობს:

"მე ჯერ კიდევ განვითარების და ზრდის პროცესში ვარ. ნელ-ნელა უკეთესი ვხდები. არ მოგატყუებთ და არ გეტყვით რომ დამატებით ძალიან დიდი სამუშაოს შესრულება მიწევს ან მოედნის გარეთ ან სპორტულ დარბაზში. ცოტ-ცოტას ვვარჯიშობ და ბუნებრივად ვვითარდები და ვიზრდები," - დაასრულა რეშფორდმა.


წყარო: ManUtd.com
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: Dato kutaisi
5 დეკემბერი 2018 14:42
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
დღეს კარგი არაფერი გველის იმედია ძაან არ გავპაზორდებით და საკმარისი მიზეზი იქნება რო გააჯმევინონ ამ თვითკმაყოფილს და უფრო დიდი იმედი მაქ ვინმე რკინის ხელს მოიყვანენ რო ეს სასტავი მილში გააძვრინოს და ამოარწყევინოს ყოველი სტერლინგი რაც აღებული აქვთ ამ ახვარ და დეგენერატ ფულზე დახამებულ გაბლატავებულ ჭ კლასის ფეხბურთელებს.
არავინ მიპასუხოთ ახლა რომ ჭ კი არა ძაან კარგი ფეხბურთელები გვყავსო.
არაპროფესიონალების ბანდაა და მეტი არაფერი.რა დღე დადგა დღევანდელი თამაშის ყურება არ მინდა ამას ვერ წარმოვიდგენდი ვერასოდეს.
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
5 დეკემბერი 2018 14:46
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
რომელ ბევრ მომენტის შექმნაზე ამბობს საინტერესოა wink
0
№3
ავტორი: The Special One
5 დეკემბერი 2018 15:11
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
აღარაა პატარა ბავშვი, უფრო უნდა მოუმატოს და 10 დან 11 რეალური მომენტი არ უნდა გააფუჭოს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№4
ავტორი: Dato kutaisi
5 დეკემბერი 2018 16:47
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ციტატა: The Special One
აღარაა პატარა ბავშვი, უფრო უნდა მოუმატოს და 10 დან 11 რეალური მომენტი არ უნდა გააფუჭოს

მეორე უელბექია ეგ.ეს რო ვთქვი ლამის ჩამქოლეს მაგრამ ნელნელა ყველა მივა მაგ დასკვნამდე და იმამდეც რომ პოგბა არის საშუალო დონის გაპიარებული ფეხბურთელი.ოღონდ მარად პერსპექტიული
0
№5
ავტორი: David_dato
5 დეკემბერი 2018 20:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 40
ბაბუს ამდენი ფული რო დაეხარჯა რაც დღეს კლუბის ფეღბურთელებშია გადახდილი, ზიზუზე არანაკლებ შედეგს დადებდა (3 ჩლ-ს თასი ზედიზედ)
0
№6
ავტორი: ikeoni
5 დეკემბერი 2018 20:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
მიდი მარკუს მიდი მანჩესტერს ეცით პატივი❤️
0
№7
ავტორი: stepno
6 დეკემბერი 2018 09:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ბევრი უნდა ივარჯიშო fellow
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top