თბილისი:
მანჩესტერი:
15-10-2012, 21:01
ავტორი: Esi,
ნანახია: 2404,
კომენტარები: 20
წითლები ნაკრებებში!
15 მანჩესტერელი თავიანთ ნაკრებში გამოიძახეს...
წითლები ნაკრებებში!
მაიკლ კერიკი,ტომ ქლევერლი,უეინ რუნი და დანი უელბეკი(ინგლისი)

სან მარინოსთან ბრწყინვალე თამაშის შემდეგ,ყველა ზემოთ ჩამოთვლილი იქნება ინგლისის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში პოლონეთთან მატჩში.


წითლები ნაკრებებში!
ლუის ნანი(პორტუგალია) - ჯონი ევანსი(ჩრდილოეთ ირლანდია)

რუსეთის ნაკრებთან 0-1 მარცხის შემდეგ პორტუგალიელები შეეცდებიან დაამარცხონ მაიკლ ო`ნილის მიერ გარწვთნილი ჩრდილოეთ ირლანდია.

ამ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს 2 მანჩესტერელი ფეხბურთელი.თავის მხრივ პორტუგალიის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში იქნება ლუის ნანი,ხოლო ჩრდილოეთ ირლანდიის ძირითადში კი ითამაშებს მანჩესტერ იუნაიტედის ცენტრალური მცველი ჯონი ევანსი.


წითლები ნაკრებებში!
დარენ ფლეტჩერი(შოტლანდია)

დარენ ფლეტჩერის განცხადებით შოტლანდიის ნაკრებს შეუძლია იასპარეზოს ბრაზილიაში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე,მიუხედავად უელსთან დასანანი მარცხისა ფლეტჩერი მიიჩნევს,რომ მის გუნდს შესწევს ძალა,რომ დაამარცხოს ბელგიის ნაკრები და ბოლოს ისიც დაამატა,რომ თითოეულმა მოთამაშემ ყველაფერი უნდა გააკეთოს სამი ქულის მოსაპოვებლად.


წითლები ნაკრებებში!
რობი ბრედი(ირლანდია)

რობი ბრედის იმედი აქვს,რომ ის ამ მატჩში მიიღებს მონაწილეობას. ირლანდია სტუმრად ისლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდება.ჯოვანი ტრაპატონის გუნდმა წინა ტურში გერმანიასთან გამანადგურებელი ანგარიშით 1-6 დამარცხდა.


წითლები ნაკრებებში!
პატრის ევრა(საფრანგეთი)

დიდიე დეშამის განცხადებით ესპანეთთან დაპირისპირებაში აუცილებლად ძირითადში ითამაშებს მანჩესტერ იუნაიტედის მარცხენა მცველი პატრის ევრა.მისი განცხადებით ის ახლა კარგ ფორმაშია და აუცილებლად უნდა მიიღოს ამ შეხვედრაში მონაწილეობა.


წითლები ნაკრებებში!
ანტონიო ვალენსია(ეკვადორი)

ეკვადორის ნაკრების მთავარი მწვრთნელ რეინალდო რეიდას განცხადებით ანტონიო ვალენსიას დაბრუნება ძალიან მნიშნველოვანია მისი ნაკრებისთვის,რადგან ის საუკეთესოა ეკვადორელთა რიგებში.


წითლები ნაკრებებში!
შინჯი კაგავა(იაპონია)

საფრანგეთთან ამხანაგური მატჩში გამარჯვების შემდეგ იაპონიის ნაკრები ამჯამად ისევ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს,ოღონდ ახლა იაპონიის მეტოქე 2014 წლის მსოფლიოს მასპინძელი ბრაზილიის ნაკრები იქნება. კაგავას განაცხადა,რომ როდესაც შენ თამაშობ მსოფლიოში საუკეთესო ნაკრების წინააღმდეგ შენ უფრო მეტად უნდა გარისკო.


წითლები ნაკრებებში!
ჯოშუა კინგი(ნორვეგია)

ჯოშუა კინგი სავარაუდოდ მონაწილეობას მიიღებს ნორვეგიისა და კვიპროსის ნაკრებებს შორის გასამართ შეხვედრაში,რომელიც წინა ტურში შვეიცარიის წინააღმდეგ სათადარიგოთა სკამზე იჯდა და დიდი შანსია ამ შეხვედრაშიც სათადარიგოთა სკამზე იყოს.


წითლები ნაკრებებში!
ხავიერ`ჩიჩარიტო`ერნანდესი(მექსიკა)

როგორც ყოველთვის შესანიშნავ თამაშებს ატარებს მექსიკის ნაკრებში ხავიერ ერნანდესი,რომელმაც წინა ტურში გუანასთან წინააღმდეგ გოლი,საგოლე პასი და პენალტიც მოუპოვა თავის გუნდს და საბოლოოდ მექსიკამ 5-0 იმარჯვა.ამჯერად მექსიკის ნაკრები სახლში ელ სალვადორს მიიღებს.


წითლები ნაკრებებში!
ანხელო ენრიკესი(ჩილე)

ახალგაზრდა მანჩესტერ იუნაიტედის თავდამსხმელი ანხელო ენრიკესი მონაწილეობას მიიღებს ჩილესა და არგენტინის ნაკრებებს შორის გასამართ შეხვედრაში,სადაც ენრიკესი სავარაუდოდ ჩილეს ძირითად შემადგენლობაში იქნება.


წყარო:manutd.com
ახალი ამბები
20 კომენტარი
№1
ავტორი: Esi
15 ოქტომბერი 2012 21:01
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
მგონი არ დევს ეს სიახლე... თუ არადა წაშალეთ... მე ვერ ვიპოვე ვერსად... ხვალინდელ გასამართ შეხვედრებზეა საუბარი))

წარმატებები ყველას!
0
№2
ავტორი: GeorgeBest
15 ოქტომბერი 2012 21:02
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
სურათებიც დაგერთო ფეხბურთელების და უფრო მააგრი გამოვიდოდა cerealguy
0
№3
ავტორი: Esi
15 ოქტომბერი 2012 21:03
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
GioO_o,

ჩავამატებ:*
0
№4
ავტორი: R.v.Persie
15 ოქტომბერი 2012 21:03
  • სიახლეები: 220
  • კომენტარები: 431
Esi,
სურათებიც გაასწორებდა და ბარემ წყაროც მიუთითე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
“Impossible is just a big word thrown around by small men who find it easier to live in the world they've been given than to explore the power they have to change it. Impossible is not a fact. Impossible is not a declaration. It's a dare. Impossible is potential. Impossible is temporary. Impossible is nothing.”
№5
ავტორი: rooney-nika
15 ოქტომბერი 2012 21:04
  • სიახლეები: 23
  • კომენტარები: 351
კარგია კარგიიი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ shedis..?__ ) au ki__ ) gtkiva..?__ ) au ki__ : )) upro magrad sheyavi..!__ ) kide gtkiva..?__ ) kii__ : )) cota viwro gaaq da moitmine..!__ : )) axlac gtkiva..?__ : )) au kii__ : )) mashin dzvirpaso sxva pexsacmeli gaizome..!__: ))
№6
ავტორი: Esi
15 ოქტომბერი 2012 21:05
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
R.v.Persie,

წყაროს არ უთითებს არავინ და კაი მაგასაც მივუთითებ!:*
0
№7
ავტორი: chonchxi
15 ოქტომბერი 2012 21:07
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 72
ბარემ მთელი გუნდი გამოეძახათ :D derpneutral
0
№8
ავტორი: R.v.Persie
15 ოქტომბერი 2012 21:17
  • სიახლეები: 220
  • კომენტარები: 431
Esi,
ყველა უთითებს, წყაროს მითითება აუცილებელია წესებში ნახე derpstare
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
“Impossible is just a big word thrown around by small men who find it easier to live in the world they've been given than to explore the power they have to change it. Impossible is not a fact. Impossible is not a declaration. It's a dare. Impossible is potential. Impossible is temporary. Impossible is nothing.”
№9
ავტორი: UTD-Rule
15 ოქტომბერი 2012 21:24
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ენრიკესის თამაშს ველოდები love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№10
ავტორი: Ví Ví
15 ოქტომბერი 2012 21:27
  • სიახლეები: 41
  • კომენტარები: 1619
საღოლ ავტორ ჯიგარი ხარ მაგარი ხარ და მოკლედ ყველაფერი კარგი ხარ რა :D derpthumb
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top