მაიკლ კერიკი,ტომ ქლევერლი,უეინ რუნი და დანი უელბეკი(ინგლისი)სან მარინოსთან ბრწყინვალე თამაშის შემდეგ,ყველა ზემოთ ჩამოთვლილი იქნება ინგლისის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში პოლონეთთან მატჩში.
ლუის ნანი(პორტუგალია) - ჯონი ევანსი(ჩრდილოეთ ირლანდია)რუსეთის ნაკრებთან 0-1 მარცხის შემდეგ პორტუგალიელები შეეცდებიან დაამარცხონ მაიკლ ო`ნილის მიერ გარწვთნილი ჩრდილოეთ ირლანდია.
ამ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს 2 მანჩესტერელი ფეხბურთელი.თავის მხრივ პორტუგალიის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში იქნება ლუის ნანი,ხოლო ჩრდილოეთ ირლანდიის ძირითადში კი ითამაშებს მანჩესტერ იუნაიტედის ცენტრალური მცველი ჯონი ევანსი.
დარენ ფლეტჩერი(შოტლანდია)დარენ ფლეტჩერის განცხადებით შოტლანდიის ნაკრებს შეუძლია იასპარეზოს ბრაზილიაში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე,მიუხედავად უელსთან დასანანი მარცხისა ფლეტჩერი მიიჩნევს,რომ მის გუნდს შესწევს ძალა,რომ დაამარცხოს ბელგიის ნაკრები და ბოლოს ისიც დაამატა,რომ თითოეულმა მოთამაშემ ყველაფერი უნდა გააკეთოს სამი ქულის მოსაპოვებლად.
რობი ბრედი(ირლანდია)რობი ბრედის იმედი აქვს,რომ ის ამ მატჩში მიიღებს მონაწილეობას. ირლანდია სტუმრად ისლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდება.ჯოვანი ტრაპატონის გუნდმა წინა ტურში გერმანიასთან გამანადგურებელი ანგარიშით 1-6 დამარცხდა.
პატრის ევრა(საფრანგეთი)დიდიე დეშამის განცხადებით ესპანეთთან დაპირისპირებაში აუცილებლად ძირითადში ითამაშებს მანჩესტერ იუნაიტედის მარცხენა მცველი პატრის ევრა.მისი განცხადებით ის ახლა კარგ ფორმაშია და აუცილებლად უნდა მიიღოს ამ შეხვედრაში მონაწილეობა.
ანტონიო ვალენსია(ეკვადორი)ეკვადორის ნაკრების მთავარი მწვრთნელ რეინალდო რეიდას განცხადებით ანტონიო ვალენსიას დაბრუნება ძალიან მნიშნველოვანია მისი ნაკრებისთვის,რადგან ის საუკეთესოა ეკვადორელთა რიგებში.
შინჯი კაგავა(იაპონია)საფრანგეთთან ამხანაგური მატჩში გამარჯვების შემდეგ იაპონიის ნაკრები ამჯამად ისევ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს,ოღონდ ახლა იაპონიის მეტოქე 2014 წლის მსოფლიოს მასპინძელი ბრაზილიის ნაკრები იქნება. კაგავას განაცხადა,რომ როდესაც შენ თამაშობ მსოფლიოში საუკეთესო ნაკრების წინააღმდეგ შენ უფრო მეტად უნდა გარისკო.
ჯოშუა კინგი(ნორვეგია)ჯოშუა კინგი სავარაუდოდ მონაწილეობას მიიღებს ნორვეგიისა და კვიპროსის ნაკრებებს შორის გასამართ შეხვედრაში,რომელიც წინა ტურში შვეიცარიის წინააღმდეგ სათადარიგოთა სკამზე იჯდა და დიდი შანსია ამ შეხვედრაშიც სათადარიგოთა სკამზე იყოს.
ხავიერ`ჩიჩარიტო`ერნანდესი(მექსიკა)როგორც ყოველთვის შესანიშნავ თამაშებს ატარებს მექსიკის ნაკრებში ხავიერ ერნანდესი,რომელმაც წინა ტურში გუანასთან წინააღმდეგ გოლი,საგოლე პასი და პენალტიც მოუპოვა თავის გუნდს და საბოლოოდ მექსიკამ 5-0 იმარჯვა.ამჯერად მექსიკის ნაკრები სახლში ელ სალვადორს მიიღებს.
ანხელო ენრიკესი(ჩილე)ახალგაზრდა მანჩესტერ იუნაიტედის თავდამსხმელი ანხელო ენრიკესი მონაწილეობას მიიღებს ჩილესა და არგენტინის ნაკრებებს შორის გასამართ შეხვედრაში,სადაც ენრიკესი სავარაუდოდ ჩილეს ძირითად შემადგენლობაში იქნება.