თბილისი:
მანჩესტერი:
5-12-2018, 14:11
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1447,
კომენტარები: 4
"არსენალთან" თამაში დიდი გამოწვევაა"
ფელაინი მატჩის წინ
ბელგიელმა "ჩემპიონთა ლიგაზე" "წითლებისთვის" საკვალიფიკაციო გოლი გაიტანა. მიუხედავად იმისა, რომ "ეშმაკუნებმა" "წმინდანებთან" ქულები დაკარგეს და მარუანი ამით იმედგაცრუებულია, ის მაინც მიიჩნევს, რომ "მანჩესტერმა" კარგი შემართება აჩვენა და ასე თუ ისე თამაშის შემოტრიალება შეძლო.

"ვფიქრობ, რომ გუნდში შემართება ყოველთვის კარგია. ყოველთვის გვინდა გამარჯვება და ამას გულშემატკივარი ხედავს."

"მართალია, ამ სეზონში ყველაფერი პირიქით ხდება და, თითქოს, საკმარისს არ ვაკეთებთ, მაგრამ ჩვენ აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ შემართება და მოგებების სერია დავიწყოთ."

"შემართება ძალიან მნიშვნელოვანია. აუცილებელია რომ "მანჩესტერული" სული შევინარჩუნოთ, განსაკუთრებით დეკემბერში ჩასატარებელ მატჩებში."

"მეთოფეები" ბოლო 19 მატჩია არ დამარცხებულან და "ტოტენჰემთან" საოცარი მატჩი აჩვენეს. "არსენალს" დატვირთული გრაფიკი აქვს, თუმცა "ოლდ ტრაფორდზე" ქულების დათმობას არ აპირებენ.

"ორივე გუნდს ერთი რამ სურს. გასულ სეზონში "არსენალი" დავამარცხეთ. დარწმუნებული ვარ, "ოლდ ტრაფორდზე" კარგი სანახაობა შედგება. მოუთმენლად ველი მატჩს. ჩვენთვის ძალიან დიდი გამოწვევაა "არსენალთან" თამაში. ვფიქრობ, საოცარი მატჩი გველის წინ,"
- დაასრულა ფელაინმა.


წყარო: ManUtd.com
ინტერვიუები
4 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
5 დეკემბერი 2018 14:18
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
არც ამ ოპტიმისტური განცხადებების აღარ მჯერა უკვე ისეთ დღეშია გუნდი
0
№2
ავტორი: ikeoni
5 დეკემბერი 2018 14:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
დღეს თუ წავაგეთ ჟოზეს გაუშვებენ
1
№3
ავტორი: The Special One
5 დეკემბერი 2018 15:14
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
სისულელეა ამ ჭაობიდან ჟოზეს დახმარები ამოსვლა, დღეს დიდი ალბათობით მოვიგებთ, სულ ეგრე იცის ამ ჩათლახმა კაცმა, როცა უნდა გააგდონ მაშინ მოიგებს ხოლმე. შანსები მაინც 50/50 ზეა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№4
ავტორი: shotkin
5 დეკემბერი 2018 18:11
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ერთიდაიგივე ცენზურა ბაზარი ყველა მატჩის წინ რა მოგებების სერია უნდა დიწყო შეხედე რას გავხართ რას თამაშობთ გუუნდი რადღეშია რა უნდა გეშველოთ ეგეთ სიტუაციაში როგორშიც ხართ 1 დღეში საქმე არ გასწოდება არც 2 დღეში და არც 1 კვირაში.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top