"საუთჰემპტონი" 2:2 "მანჩესტერ იუნატედი" სრული ტაქტიკური ანალიზი.
ჟოზე მოურინიო თავისი უკვე მოდერნიზებული გეგბა ბ - თი და საბრძოლო შემადგნელობით გაემართა "წმინდანებთან" მატჩის გასამართად, სადაც მას თავისზე არანაკლებ დიდი წნეხის ქვეშ მყოფი მარკ ჰიუზი ელოდა, რომლის გუნდმაც ჯერ საშინელი სტარტი აიღო, შემდგომ ამან პერმანენტული სახე მიიღო. ამის ფონზე ჟოზეს "იუნატედს" უნდა ჰქონოდა უფრო დიდი მუხტი, ვინაიდან გუნდმა სასწაული ქამბექები შეძლო "ნიუკასლთან", "ბორნუთთან" და "იუნვეტუსთან". თუმცა ყველაფერი წარიმართა ისე, როგორც ამას ძალიან ბევრი ელოდა, ფეხბურთი იყო უბრალოდ საშინელი, ორივე გუნდმა ძალისმიერი თამაში არჩია და ძალიან ბევრ უხეშობასაც ჰქონდა ადგილი.
ტაქტიკური მონახაზები"საუთჰემპტონი" - ძირითადი სათამაშო ფორმაცია /
3-4-1-2 (3-5-1-1).
"მანჩესტერ იუნატედი" - ძირითადი სათამაშო ფორმაცია /
5-3-2 (3-1-4-2,4-1-2-1-2).
მარკ ჰიუზმა ფანებს საკმაოდ დიდი სიურპრიზები შესთავაზა, ბოლო თამაშებში მან 4-2-3-1 და 4-4-2 ამჯობინა, თუმცა კონკრეტულად ამ მატჩში შემოგვთავაზა 3-5-1-1 , ამას გარდა სედრიქ სუარეშს და იან ვალერს ადგილები შეუცვალა, არავინ ელოდა სასტარტოში ნათან რედმონდთან ერთად ახალგზარდა მაიკ ობაფემის, მოკლედ ჰიუზმა გადაწყვიტა ახალი სისხლით მოეპოვებინა გამარჯვება,
მაგრამ რა დაუპირისპირა ჟოზემ ? ერთი ნომანლური მცველი ფილ ჯონსი და ა.წ უკვე მცველად ქცეული მკტომენეი, გარდა ამისა ნემანია მატიჩი, ხოლო ამ ფეხბურთელების წინ ფელაინი/ერერას დუეტი მოძრაობდა, პოლ პოგბა თავდამსხმელების უკან იყო, რომელსაც ევალებოდა შეტევის დაწყება, ასევე სიურპრიზი იყო მარსიალის, რაშფორდით ჩანაცვლება, რომელმაც შედეგი გამოიღო გუნდისთვის.
მოდერნიზებული გეგბა ბ! ე.წ ჟოზეს ტაქტიკური ლაბორატორია ყველა თანხმდებოდა ფორმაციის შემხედვარე, რომ დავიდ დე ხეას არ მოუწევდა აქტიურად თამაშში ჩართვა, ვინაიდან ჟოზემ მისი ზონა 5 მცველით გაამაგრა, თუმცა ვიხილეთ საშინელი 20 წუთი, რომელიც 2 უპასუხო გოლით დამთავრდა. მოხდა ის რაც გუნდს "ვესტ ჰემთან" მატჩი მოუვიდა, ვერავინ ვერ შეეგუა იმ პოზიციას სადაც ის უნდა მდგარიყო, იყო უზუსტო პასების პიკი და დაბნეულობა, ამის ფონზე "საუთჰემპტონს" ჰქონდა მარტივად წარემართა სწრაფი შეტევები, რაც რეალურად გამოუვიდა კიდეც.

|ერერა აძლევს საშუალებას რედმონდს, ჩამოიწიოს უკან და დაიწყოს სწრაფი შეტევა

პოგბას და ერერას არასწორმა განლაგებამ და არაგრესიულობამ მისცა გზა ამსტრონგს მარჯვენა ფლანგზე "გაპარულიყო

უდიდესი ქაოსი დაცვაში, ჯონსი/მკტომენეის დუეტი გადართულია ობაფემიზე, ლუკ შოუს საერთოდ დაკარგული აქვს პოზიცია, ცდილობს რედმონდს გადაყვეს, მატიჩს უბრალოდ ჩასთვლიმა, რამაც საშუალება მისცა ამსტრონგს გოლის გატანის
ეს იყო ის, რაც მთელი თამაში გაგრძელდა, მიუხედავათ იმისა, რომ "იუნატედმა" მატჩი 60% ბურთის ფლობით დაასრულა, "წმინდანებმა" 16 ჯერ დაარტყეს კარის მიმართულებით, აქედან 6 წავიდა კარში, "ეშმაკებმა" კი 11 ჯერ და 5 წავიდა კარში."იუნატედის" ნახევარმცველები ძალიან პასიურები იყვნენ, განსხვავებით ოპონენტთა ბანაკის, სადაც ლემინამ უბრალოდ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და შეიძლება თამამად ითქვას პოლ პოგბა გაანეიტრალა.
რაშფორდი, ერთადერთი ნათელი წერტილიჟოზე მოურინიოს უყვარს ე.წ მცირე შეხებიანი შეტევები, რაც არაერთხელ გვინახავს "იუნატედის" შესრულებით, იგივე "ტოტენჰემთან" მარსიალის გოლი, ლუკაკუს პასით, იგივე "ლივერპულითან" რაშფორდის გოლი... ამ მატჩის ჟოზე ეცადა ლუკაკუსგან გადაენაწილებინა ბურთი და ფორვარდის პოზიცია რაშფორდს დაეკავებინა, "პირველი ბურთი" ლუკაკუს უნდა დაეგდო აუცილებლად რაშფორდისთვის, ხოლო "მეორე ბურთზე" ნახევარდაცვას ებრძოლა. დავალება იყო შემდეგ ნაირი, რაშფორდს უნდა შეერბინა ოპონენტთა დაცვის ცენტრში და გაემწვავებინა სიტუაცია, მას პასებით ერერა/პოგბა/ლუკაკუს ტრიო ამარაგებდა.

ერერა იღებს ბურთს, რეშფორიდ შერბის, თუმცა ესპანელი უფრო მშვიდ ვარიანტს ირჩევს შეტევის გასაგრძელებლად
თამაში იყო ძალიან ნელი, "იუნაიტედი" უბრალოდ მეტოქის საჯარიმოში ვერ იჭერდა ბურთს, დაცვის ხაზს შორის მიდიოდა ბურთის გორაობა და არანაირი პერსპექტივი არ ჩანდა! შეტევაში იმპულსი და ზეწოლა მხოლოდ ახალგზარდა შემტევისგან მოდიოდა, სწორედ მის აქტიურობას მოყვა გოლებიც.


დასკვნადა ისევ "იუნატედი" აგრძელებს უკუსვლას, არანაირი პროგრესი არ ჩანს გუნდში, ჯოზე მოურინიოს ტაქტიკური ლაბორატორია სადამდე გასტანს არავინ იცის, ფაქტია მატჩიდან - მატჩამდე არანაირი შეცდომების გამოსწორება არ ჩანს. პორტუგალიელის კარიერია "იუნატედში" ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება, თუ იგი რა თქმა უნდა არ შეცვლის მიდგომებს და სათამაშო მანერა.