ოთხშაბათს "ოლდ ტრაფორდი" "მეთოფეებს" უმასიპნძლებს. "იუნაიტედი" არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაშია. "ეშმაკუნები" მეშვიდე ადგილზე იმყოფებიან 22 ქულით და მეოთხეადგილოსან "არსენალს" 8 ქულით ჩამორჩებიან.
ჟოზე მოურინიო ოთხეულში მოხვედრას დეკემბრის ბოლომდე გეგმავდა. მაგრამ "კრისტალ პალასსა" და "საუთჰემპტონთან" დაკარგული ქულების შემდეგ პორტუგალიელის გეგმამ გადაიწია.
"მეთოფეებისა" და "ეშმაკუნების" გულშემატკივრები მოუთმენლად ელოდებიან ოთხშაბათის მატჩს. როგორც პრესაში იწერება, "არსენალმა" გამარჯვების აღნიშვნა უკვე დაიწყო.
თუ "მანჩესტერის" მთავარ იარაღს დავიდ დე ხეას დავუჯერებთ, "მეთოფეების" სიხარული ნამდვილად ნაადრევია:
"ყოველთვის არსებობს დიდი თამაშები. თუმცა ჩვენ სახლში ვთამაშობთ და ამასთანავე ყველამ ვიცით რომ ეს აუცილებლად მოსაგები თამაშია. მოგება ერთადერთი არჩევანია იმათ შორის, რაც გვაქვს."
აშკარაა, რომ მსოფლიოს საუკეთესო მეკარე ისევ ძალიან მოტივირებულია. "არსენალის" შეტევის ხაზს ნამდვილად გაუჭირდება ესპანელის კარის აღება.
ახალი ამბები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.