თბილისი:
მანჩესტერი:
4-12-2018, 14:43
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1699,
კომენტარები: 10
"ექვსეულში აუცილებლად მოვხვდებით"
ჯერ ოთხეულის დაპირება, ახლა ექვსეულის. რა იქნება შემდეგი?
ჟოზე მოურინიომ აღნიშნა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" მეშვიდე არასდროს არ უნდა ყოფილიყო "პრემიერ ლიგაში", თუმცა დაჟინებით აცხადებს რომ ექვსეულში შევა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" "პრემიერ ლიგის" ჩემპიონებს ამჟამად 16 ქულით ჩამორჩება და სულ 14 თამაში დარჩა სათამაშო.

"იუნაიტედი" ბურთთა სხვაობის უარყოფითი მაჩვენებლით გამოირჩევა. ამჟამად კი "არსენალთან" დაპირისპირება უწევს. "მეთოფეები" "ეშმაკუნებს" 8 ქულით უსწრებენ და ამჟამად მეოთხე ადგილს იკავებენ.

"მანჩესტერ იუნაიტედს" მეშვიდე ადგილი არასდროს არ უნდა დაეკავებინა. არც იმ ფაქტს აქვს მნიშვნელობა, რომ "ევერტონი" გაცილებით უკეთეს ფორმაშია. "იუნაიტედი" მეშვიდეზე არ უნდა იყოს."

"თუმცა არ ვფიქრობ, რომ "ევერტონი" "მანჩესტერ იუნაიტედზე" წინ იქნება სეზონის ბოლომდე. ვფიქრობ, ყველამ იცის, რომ არსებობს ექვსი გუნდი, რომელთაგანაც არცერთი არ დათმბოს ექვსეულს."

"ამ ექვსიდან ორი ოთხეულს მიღმა დარჩება. გასულ სეზონში ეს "არსენალი" და "ჩელსი" აღმოჩნდა. ამ სეზონშიც ორს "ევროპის ლიგაზე" მოუწევს ყოფნა."

"რომელია ამ ექვსიდან საუკეთესო გუნდი? ვის აქვს ყველაზე დიდი პოტენციალი? ვის აქვს ყველაზე ნაკლები პოტენციალი? რომელი გუნდი თამაშობს კარგად ან რომელი გუნდი თამაშობს ცუდად?"

"ჩვენ ყოველთვის ამ კითხვებისა და პასუხების ირგვლივ ვიტრიალებთ, თუმცა "იუნაიტედი" ვალდებულია რომ ტოპ ექვს გუნდში დაასრულოს ჩემპიონატი,"-აცხადებს პორტუგალიელი.

"საუთჰემპტონთან" ჩატარებული მატჩის შემდეგ, მოურინიომ განაცხადა, რომ სასწაული უნდა მოხდეს "იუნაიტედის" ოთხეულში დასაბრუნებლად. დღევანდელ პრესკონფერენციაში კი პასუხი შეცვალა:

"რვა თუ ცხრა ქულა გვაშორებს ოთხეულისგან. არ ვიცი საერთოდ რატომ გამოვიყენე ეს სიტყვა. არ მგონია რომ რაიმე სახის სასწაული გვჭირდებოდეს. უბრალოდ კარგი შედეგები უნდა დავდოთ და ქულები უაზროდ არ გავფლანგოთ."

"გასულ კვირას, სანამ "კრისტალ პალასთან" მატჩს ჩავატარებდით, ვიმედოვნებდი რომ ოთხეულს დეკემბრის ბოლომდე მივაღწევდით. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი შეიცვალა არ ვფიქრობ, რომ სასწაული გვჭირდება ოთხეულში დასაბრუნებლად. უბრალოდ ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რათა სხვაობა შევამციროთ. უიღბლობა უნდა მოვიშოროთ, პრობლემები გამოვასწოროთ, ფეხბურთელებმა უკეთ უნდა ითამაშონ და თავიანთი მაქსიმუმი დავდოთ. სასწაული კი არა სწორედ ეს გვჭირდება,"- დაასრულა პორტუგალიელმა.


SkySports
პრესკონფერენცია
10 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
4 დეკემბერი 2018 14:53
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11132
არ ვიცი უკვე ამას რა დავარქვა, ეს უაზრო დაპირებები ახალი მოდაა რამე?! ყოველ პრენსკონფერენციაზე უკან და უკან მივყავართ ჯერ ოთხეულიო, ახლა ექვსეულიო, მერე ალბათ გასავარდნი ზონიდან აუცილებლად ამოვალთო გვეტყვის.

ექვსეულში სეზონის დასრულება როდიდან გახდა წარმატება?! თუმცა ისე მიგვაჩვიეს გულშემატკივრები უშედეგობას და უხარისხობას ექვსეულს პრეტენზიების გარეშე მიგვაღებინებენ ალბათ. მოკლედ, მეტი რო არ შეიძლება ისეთი არაჯანსაღი სიტუაციაა.
0
№2
ავტორი: shotkin
4 დეკემბერი 2018 14:55
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
აშკარად წვალებაა თითონაც წვალობს, გავიგეთ ბევრი მიზეზია რო არ მიდის კარგად საქმე, იქ ფეხბურთელები არიკლავენ თამაშით თავს ცოტაც მოურინიოს ბრალია რო ტაქტიკა აქ არაშესაფერისი და აღარაა ალბათ თვიტონაც ასეთი განსაკუთრებული ხოდა ყველასთვის ჯობია დაიშალონ რა მარტივად გაუსვან ეს კაცი
0
№3
ავტორი: OzBeTa
4 დეკემბერი 2018 15:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 188
ამას ბოდიშ და შიგ ხომ არ აქვს? სულ გაუბერა რა ტოპ 6 ეული ტო? ჩვენი გუნდის ყველაზე ცუდი შედეგი იყო მეორე ადგილი ხოლმე სეზონის ბოლოს და ეს ****კო გამოდის და იძახის ტოპ 6 ეულშ უნდა შევიდეთო დაჟე იმასაც არ იძახის რომ ასეთი დონის გუნდი ოთხეულში უნდა შევიდესო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Manchester is RED
№4
ავტორი: gaga1987
4 დეკემბერი 2018 15:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
amas ro gundis mtavari mwvrtneli ityvis unda gaaaajmevinon saswrafod.bodishi cenzuristvis.
0
№5
ავტორი: Vaskaa
4 დეკემბერი 2018 15:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 216
ტიპი არის იმენა ქართველი პოლიტიკოსი რა.
საერთოდ რამდენი ვართ მანჩესტერის გულშემატკივარი შევაგროვოთ ამის წასასვლელი ფული. 1 ფუნტზე მეტი მოგვიწევს თითოეულს?
0
№6
ავტორი: ikeoni
4 დეკემბერი 2018 15:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11508
ვითომ არ წამიკითახვს ეს სტატია:((
0
№7
ავტორი: JuanMata
4 დეკემბერი 2018 16:47
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
როგორც ჩანს არსენალთან წაგებას ელოდება და ცდილობს შეგვიმსუბუქოს რეაქცია, ნელ-ნელა გვაჩვევს ტოპ-6, ტოპ-8, ტოპ-20.

მას შემდეგ რაც მარკ ჰიუზი გაათავისუფლეს საუთჰემპტონიდან, ჟოზეს გაშვების კოეფიციენტი ყველაზე დაბალი ბუკმეკერებთან.
ისე უცნაურია, რომ სოტონი ჩვენთან 2-2 თამაშს წარუმატებლობად თვლის და ჩვენ არა.
არადა მაქ ქულით 2 საფეხურით ზევით ავიდნენ.
0
№8
ავტორი: Malboro463
4 დეკემბერი 2018 17:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5866
ჩელსიში რო დაინიშნა უნაიტედს გავამწარებო და ასრულებს დანაპირებს.
0
№9
ავტორი: LewisHamilton
5 დეკემბერი 2018 09:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 323
არა, სერიოზულად ავადაა ეს.. ძალიან დიდი მადლობა თუ ექვსეულში შეგვიყვან, აი უზომოდ დაგვავალებ. ვოცნებობდით მაგაზე პირდაპირ, არასოდეს არ ვართ ექვსეულში ნამყოფი და ნუ აი ეს უზომო წარმატება იქნება მაშინ. areyoukiddingme აი ასეთი პრესკონფერენციის მერე მწვრთნელის არგამგდები ხელმძღვანელობის უთავმოყვარეო დედასაც ცენზურა რა!
0
№10
ავტორი: stepno
6 დეკემბერი 2018 08:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
კაცს რაც შეუძLია იმას გვპირდება რა გინდათ კაცო lol
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top