თბილისი:
მანჩესტერი:
4-12-2018, 14:12
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1264,
კომენტარები: 1
ვინ დაუპირისპირდება "მანჩესტერს"?
"იუნაიტედის" შემდეგი მეტოქე "ინგლისის თასზე" ცნობილია
ვინ დაუპირისპირდება
"მანჩესტერ იუნაიტედი" "ინგლისის თასის" ჩემპიონატს "რედინგთან" შერკინებით დაიწყებს. მატჩი "ოლდ ტრაფორდზე" ჩატარდება.

მატჩის ზუსტი დღე ჯერ კიდევ არ არის განსაზღვრული, მაგრამ ჩატარდება 4,5,6 ან 7 იანვარს. მოგეხსენებათ, "იუნაიტედს" "ნიუკასლთან" მატჩი აქვს ჩასატარებელი 2 იანვარს და შესაბამისად, ასოციაცია ეცდება, რომ "წითლებს" შესვენება ჰქონდეთ.

"რედინგი" ამჟამად "ჩემპიონშიპში" 21-ე ადგილს იკავებს. "წითლები" მათ ბოლოს 2017 წლის იანვარში დაუპირისპირდნენ ისევ "ინგლისის თასის" მესამე რაუნდში. მატჩი 4-0 დასრულდა, სადაც მარკუს რეშფორდმა ორი, ხოლო უეინ რუნიმ და ანტონი მარსიალმა თითო გოლი გაიტანეს.

ჟოზე მოურინიო და ფეხბურთელები ყველანაირად ეცდებიან "ინგლისის თასის" მოგებას. "წითლები" ამ მიზანთან გასულ სეზონში ძალიან ახლოს იყვნენ. მათ ფინალამდე მიაღწიეს, ფინალში კი 1 ბურთის სხვაობით დამარცხდნენ "ჩელსისთან". თუმცა მოურინიოს ამ მატჩის ჩატარება მრავალი ფეხბურთელის გარეშე მოუწია, რადგან "მანჩესტერლებს" ტრამვები აწუხებდათ.

"იუნაიტედმა" ბოლოს "ინგლისის თასის" ტიტული 2016 წელს მოიგო და რეკორდული რაოდენობით მე-12 ტიტული მიითვალა. თუმცა 2017 წელს "წითლებს" მალევე დაეწია "არსენალი", რომელმაც ასევე მე-12 ტიტული მოიგო. შეგახსენებთ, რომ "მეთოფეები" "ეშმაკუნებს" ოთხშაბათს "ოლდ ტრაფორდზე" ესტუმრებიან.


ManUtd.com
ახალი ამბები
1 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
4 დეკემბერი 2018 14:43
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
რა აზრი აქვს მეტოქეს, ყველასთან ერთნაირად უჭირთ, იოლი მოწინააღმდეგე არ არსებობს ამჟამად მანჩესტერისთვის.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top