თბილისი:
მანჩესტერი:
15-02-2013, 13:03
ავტორი: Beckham 7,
ნანახია: 1946,
კომენტარები: 19
ჯონსი: "ფრე- სამართლიანი შედეგია"
ფილ ჯონსმა აღიარა, რომ "იუნაიტედის" ფეხბურთელებს იმედგაცრუება ეტყობოდათ, მიზეზი კი გამარჯვების ვერ მოპოვება იყო.
ჯონსი:
ფილ ჯონსმა აღიარა, რომ "იუნაიტედის" ფეხბურთელებს იმედგაცრუება ეტყობოდათ, მიზეზი კი გამარჯვების ვერ მოპოვება იყო.

ინგლისელი მცველის აზრით "ეშმაკებმა" საკმაოდ ბევრი მომენტი შექმნეს "ბერნაბეუზე" იმისთვის, რომ გაემარჯვათ. "მატჩის შემდეგ ბიჭები იმედგაცრუებულები იყვნენ. ყველა ფიქრობდა, რომ ერთზე მეტი გოლი უნდა გაგვეტანა. ამისთვის საკმაოდ კარგი შანსები გვქონდა. ცოტათი მეტი იღბალი, რომ გვქონოდა კიდევ ერთ გოლს აუცილებლად გავიტანდით".

"დენი უელბეკის გოლმა ფეხბურთელებს მეტი თავდაჯერებულობა მოგვმატა. როდესაც მათ საპასუხო ბურთი გაიტანეს, უკვე დაცვაზე დავიწყეთ ფიქრი. საბედნიეროდ შესვენებაც მალე მოვიდა და მივხვდით, რომ მეორე ნახევარში მატჩის გამოსწორება შეგვეძლო. რობინს ცოტა მეტი გამართლება, რომ ჰქონოდა 3-1_ს მოვიგებდით".

"ჩვენ ძალიან კარგად ვთამაშობდით დაცვაში. ახლა მეორე თამაში "ოლდ ტრაფორდზეა", სადაც აუცილებლად უნდა მოვიგოთ".

ფილ ჯონსმა რამდენი დღით ადრე გაიგო, რომ პირადად მას უნდა ეზრუნა კრიშტიანოს შეჩერებაზე. "სერ ალექსმა მითხრა, რომ თუ კი რონალდო ნახევარდაცვაში გადაიწევდა იგი მე უნდა შემეჩერებინა. მას საკმაოდ კარგი მომენტები ჰქონდა, თუმცა საბოლოოდ მისი შეჩერება მაინც შევძელით. რონალდო- "რეალის" მთავარი იარაღია. მაგრამ ამ გუნდს ჰყავს სხვა მშვენიერი მოთამაშეები, რომლებიც ბევრ პრობლემას გვიქმნიდნენ. ამიტომ დაცვაში საკმაოდ კარგად უნდა გვეთამაშა, რაც გავაკეთეთ".

"რეალი - ძალიან კარგი გუნდია. მისი ფეხბურთელები კარგ თამაშს აჩვენებენ. მაგრამ ყველაფერს კარგად ვაკეთებდით და მათი მომენტები მინიმუმამდე დავიყვანეთ. ფრე - ეს სამართლიანი შედეგია".

წყარო: Redevils.ru
სიახლეები, ახალი ამბები, ინტერვიუები
19 კომენტარი
№1
ავტორი: Beckham 7
15 თებერვალი 2013 13:06
  • სიახლეები: 467
  • კომენტარები: 1434
ჯონსმაც მაგრად ითამაშა, რამდენი მოჩეხა ისე ნახევარდაცვაში :დ

ჯონსმაც მაგრად ითამაშა, რამდენი მოჩეხა ისე ნახევარდაცვაში :დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Why Always Redarmy.ge?
№2
ავტორი: Garry.
15 თებერვალი 2013 13:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 6
ჯონსი დზმაა არი იმენა შეუცვლელი ფეხბურთელი ხდება))))*
0
№3
ავტორი: Shako Jones
15 თებერვალი 2013 13:17
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
ცხოველია lol
0
№4
ავტორი: UTD-Rule
15 თებერვალი 2013 13:29
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ჯონსი მაგარი გვეზრდება love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№5
ავტორი: barcelona united
15 თებერვალი 2013 14:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 19
WaZza 10,
ჯონს ვარანე ჯობიაა smile
0
№6
ავტორი: I_K_A
15 თებერვალი 2013 14:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 245
რაც შეეხება ჯონსის მიერ აკიდებულ ჯარიმებს ცენტრში, თითქმის ყველა ჯარიმა გამართლებული იყო )
0
№7
ავტორი: IJay
15 თებერვალი 2013 14:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 62
barcelona united,
ვარანე ბინძური ფეხბურთელია, ამის მხარი კიდე ბევრად ძლიერი და უჯარიმო
0
№8
ავტორი: buka oboladze
15 თებერვალი 2013 14:53
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
barcelona united,
რითი ჯობია ვარანი, ჯონსი უნივერსალია, უფრო სწრაფია, მაქსიმალურად სუფთად თამაშობს, არ ერიდება არაფერს ანუ უშიშარია და მართლაც უფრო ძლიერი და უჯარიმო მხარიაქვს.
0
№9
ავტორი: gilmour
15 თებერვალი 2013 15:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
ჯონსი ტახივითაა მაგარია ძაან:)), პროსტა ერთი პოზიცია უნდა ქონდეს სადაც ბოლომდე გამოავლენს თავს.
და არ შემიძლია რამოსს არ ვაგინო!!! ნახეთ რეები ქნა? ფუ მაგის სიმულიანტი, ორი კაცი ტყულად გააყვითლებინა.
0
№10
ავტორი: barcelona united
15 თებერვალი 2013 15:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 19
IJay,
მართალია დძმა ეგ areyoukiddingme buka oboladze,
ეს ვარანე ახალგაზრდააა და როგორი მცველიაა ჯონსზე სწრაფია cerealguy
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top