თბილისი:
მანჩესტერი:
3-12-2018, 19:04
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1960,
კომენტარები: 20
დაპირისპირება განახლდა
პოგბასა და მოურინიოს ურთიერთობა კვლავ იძაბება.
დაპირისპირება განახლდა
ალბათ გასაკვირი არავისთვის იქნება თუ ვიტყვით, რომ ჟოზე მოურინიოსა და პოლ პოგბას შორის ურთიერთობა იდეალური არასდროს არ ყოფილა და სავარაუდოდ არც არასდროს არ იქნება.

გარკვეული პერიოდების უკან, ჟურნალისტების მთავარი სალაპარაკო თემა, სწორედ ამ ორი ადამიანის დაულაგებელი ურთიერთობა იყო გუნდში. რაღაც დროის მანძილზე ეს ყველაფერი ჩაწყნარდა და თითქოს ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდა, თუმცა როგორც ჩანს მოურინიოს პოგბა და ასევე პირიქით, გულზე არ ეხატება.

უთანხმოება ღიად პრემიერ ლიგის გასულ ტურში "საუთჰემპტონთნ" ჩაგდებული მატჩის შმდეგ განახლდა, სადაც ჟოზე მოურინიომ მატჩის შემდეგ ფრანგს ღიად "ვირუსი" უწოდა.

"შენ ფეხბურთს არ თამაშობ, ამით შეურაცყოფას აყენებ არამხოლოდ ფეხბურთელებს, არამედ გულშემატკივრებსაც. ეს ყველაფერი უარყოფითად მოქმედებს შენს ირგვლივ მყოფ გულწრფელ ადამიანებზე". - განაცხადა დასასრულს ჟოზემ

აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაციებიც, რომ პოლ პოგბა "იუვენტუსში" შესაძლოა იანვარშივე დაბრუნდეს. ამ მომენტისთვის პოგბამ "იუნაიტედში" 103 ჩატარებულ შეხვედრაში 20 გოლის გატანა შეძლო.



წყარო: euro-football
ახალი ამბები
20 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
3 დეკემბერი 2018 20:08
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ხო წაიღო ტვინი ორივემ, წყალშემდგარი ცოლ-ქმარივით არიან
2
№2
ავტორი: glory28
3 დეკემბერი 2018 20:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 535
ციტატა: SANDROGRIGA
ხო წაიღო ტვინი ორივემ, წყალშემდგარი ცოლ-ქმარივით არიან

wink
1
№3
ავტორი: zuranistelroy
3 დეკემბერი 2018 21:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 56
მაურინიოს პოგბაც უნდა მიაყოლო და გაუშვა გუნდიდან გუნდს ძლიერი მენტალობის ფეხბურთელები აკლია და არა გვჭირდება ეს ცანცარა...ჟილკიანი ფეხბურთელი გვჭირდება რომელიც იქნება გუნდის ლიდერი
1
№4
ავტორი: ikeoni
3 დეკემბერი 2018 21:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
სანამ ერთად იქნებიან არც არასდროს დამთავრდება:((
0
№5
ავტორი: nika_nikusha
3 დეკემბერი 2018 21:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 276
პოგბას შეუძლია იყოს გუნდის ლიდერი და ეს არა ერთხელ დაამტკიცა, ნორმალური მწვრთნელის პირობებში იგივე საქციელებზე მეც პოგბას გავამტყუნებდი მაგრამ ამ ჩმორის ხელში აღარაფერი მიკვირს, ეს ჩვენ პოგბა გვესმის ყველაზე ხშირად თორემ დარწმუნებული ვარ ბევრთან აერია ჩმოურინიოს ურთიერთობა
1
№6
ავტორი: bachooo
3 დეკემბერი 2018 21:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 53
ჩემი აზრით შეურაწყოფა ისაა როდესაც გუნდის პოტენციალი შემტევით ფეხბურთის თამაშში მეტია და შენ დაცვითს ათამაშებ შეურაწყოფაა ფერგის და გუდნდის იმისტორიის რომელიც ამ გუნდს უმაგრებს ზურგს და არა ვინმე პოგბა რომელიც შემტევ ფეხბურთს ითხოვს და არა დაცვითს,ვფიქრობ ხოლმე რომ ნუთუ ჩვენ გვესმის ტაქტიკის მაუზე მაგრად თუ არუნდა წავიდეს და მორჩა თუ უნდა დარჩეს და ათამაშოს ის რისი თამაშიც გუნდს შეუძლია და რომელსაც ისტორიის მანძილზე თამაშობდა love
0
№7
ავტორი: zuranistelroy
3 დეკემბერი 2018 21:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 56
სად ნახეთ ამის ლიდერობა რომელ დიდ ძლიერ გუნდთან ითამაშა მაგრად? ერთადერთი იყო შარშან სიტისთან დანარჩენი ხომვერ გამახსენებთ ამის კარგ თამაშს რომელიმე ტოპ გუნდთან???? მე მგონია რომ ზედმეტად გაპიარებული ფეხბურთელია რომელსაც თავში აქვს ავარდნილი
1
№8
ავტორი: Malboro463
3 დეკემბერი 2018 23:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ვერატიში გაცვალეთ და ტიაგო მოაყოლეთ ბავარიამ დაიკიდა ეგ ფეხბურთელი სანამ პეპს არ წაუყვანია სიტიში
1
№9
ავტორი: shotkin
3 დეკემბერი 2018 23:20
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: zuranistelroy
მაურინიოს პოგბაც უნდა მიაყოლო და გაუშვა გუნდიდან გუნდს ძლიერი მენტალობის ფეხბურთელები აკლია და არა გვჭირდება ეს ცანცარა...ჟილკიანი ფეხბურთელი გვჭირდება რომელიც იქნება გუნდის ლიდერი

მარტო ჟილკიანი არა კლასნიც უნდა იყოს ეგრე ჟილკიანია ერერაც მარა მარტო ჟილკა ვერაფერს გახდება პოგბას შეუძლია თამაშის ბედის გადაწყვეტა ისეთი ნიჭი და უნარები აქვს ჟილკიანად იუეში თამაშობდა და აქაც ეგრე თუითამაშებს გაასწორებს იმედია მარტო მწვრთნელის ბრალია რო ესეა და რო წავა ჟოზეფინა მერე გვანახებს რეალურ სახეს სწორი მწვრთნელის ხელში.
0
№10
ავტორი: JuanMata
3 დეკემბერი 2018 23:50
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
სანამ ჟოზე არ წავა და ნორმალური მწვრთნელი არ მოვა, ვერც ერთ ფეხბურთელს რეალურად ვერ შეაფასებ. საშინლად თამაშობს ამ სეზონში პოგბა, მაგრამ ასევე საშინლად თამაშობს ყველა. მაქსიმუმ ვიღაცას რაღაც 15 წუთიანი გამონათება ჰქონდეს 5 მატჩში ერთხელ.

ერთი კაცი რომ აფუჭებდეს საქმეს, იტყოდი რომ გასაგდებია, მაგრამ აშკარად მთელი გუნდი უმოტივაციოდაა და ძინავთ მოედანზე. გამოდიან მინდორზე იმაზე ფიქრით, როდის მორჩება თამაში, რომ წავიდნენ სახლში.

ჩემი აზრით უმჯობესია შემადგენლობის შერჩევა (ვინ მოვა, ვინ წავა) ბარემ ახალ მწვრთნელს მიანდონ. თუ გვეღირსება ოდესმე.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top