ჟოზე მოურინიო სასტარტო თერთმეტეულში ერთ ცვლილებას მაინც გააკეთებს და "იუნაიტედი" "არსენალის" წინააღმდეგ ერთი განსხვავებული ფეხბურთელით წარდგება. აღნიშნული ეშლი იანგის გამო ხდება. ინგლისელს "მეთოფეებთან" მატჩის გამოტოვება მოუწევს, რადგანაც უკვე მეხუთე ყვითელი მიიღო "საუთჰემპტონთან" გამართულ მატჩში.
იანგის ადგილი შესაძლოა დალოტმა დაიკავოს. ამასობაში, დაცვის მეორე მხარეც შესაძლოა თავისუფალი აღმოჩნდეს, რადგანაც ლუკ შოუს თამაში სათუოა.
რაც შეეხება ცენტრს, ვიქტორ ლინდელოფი ისევ შეუძლოდ გრძნობს თავს. შვედს "კრისტალ პალასთან" მიღებული ტრამვა ისევ აწუხებს. მოურინიო იმედოვნებს, რომ ლინდელოფი თვის ბოლომდე დაბრუნდება.
კრის სმოლინგმა "საუთჰემპტონთან" მატჩიც გამოტოვა ერიკ ბაიისთან ერთად. ორივე მცველის თამაში ოთხშაბათს საეჭვოა. არავინ იცის შეძლებენ თუ არა ისინი შემადგენლობაში ადგილის დაკავებას.
ოთხშაბათს ალექსის სანჩესიც ვერ დაუპირისპირდება მის ყოფილ კლუბს, რადგანაც ჩილელს წლის ბოლომდე ლაზარეთში მოუწევს ყოფნა.
"წითლების" მენეჯერი იმედოვნებს, რომ რეშფორდი დაბრუნებას შეძლებს. შეგახსენებთ, რომ "საუთჰემპტონთან" მას გასვლა მოუწია.
"მან მცირედი ტრამვა მიიღო და გასვლა მთხოვა. ზოგი ფეხბურთელი მსგავსი დაზიანებებით ორი კვირა ვერ თამაშობს ხოლმე, თუმცა მარკუსი დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგი კვირისთვის თამაშს შეძლებს,"-განაცხადა პორტუგალიელმა "საუთჰემპტონთან" მატჩის შემდეგ.
წყარო:
ManUtd.com