"მანჩესტერ იუნაიტედის" ესპანელი კიპერის დვიდ დე ხეას ირგვლივ სპორტული პრესა სპეკულაციებს არ წყვეტს.
ახალ გრძელვადიან კონტრაქტზე შეთანხმება ამ დრომდე მიუღწეველი რჩება. დე ხეას თავისი მოთხოვნები აქვს, რომელთა დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ის კლუბს აუცილებლად დატოვებს.
ავტორიტეტული სპორტული გამოცემა The Times - იუწყება, რომ დავიდ დე ხეა "ოლდ ტრაფორდს" ზაფხულში არ დატოვებს.
მოგეხსენებათ, მეკარის კონტრაქტში დევს მუხლი რომლის თანახმადაც, მხარეებს აქვთ უფლება და შესაძლებლობა, ხელშეკრულება მინიმუმ ერთი სეზონით ავტომატურად გაგრძელდეს.
იმ შემთხვევაში თუ "წითელი ეშმაკების" მენეჯმენტმა ფეხბურთელთან ახალ ხელშეკრულებაზე ამ დროის განმავლობაში ვერ მოილაპარაკეს, ესპანელი კლუბს 2020 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, რაც გლეიზერების გუნდისთვის უდავოდ დიდი დარტყმა იქნება.