თბილისი:
მანჩესტერი:
3-12-2018, 13:12
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1924,
კომენტარები: 6
არის კი დე ხეა მსოფლიოს საუკეთესო მეკარე?
სტატისტიკა, დაცვის ხაზი, გაშვებული გოლები, გაკეთებული სეივები.
არის კი დე ხეა მსოფლიოს საუკეთესო მეკარე?
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ყველაფერი გააკეთა, რათა დავიდ დე ხეას კონტრაქტი 2020 წლამდე გაეხანგრძლივებინა. მოგეხსენებათ, ესპანელით "რეალ მადრიდი", "პსჟ" და "იუვენტუსი" ინტერესდებიან.

დე ხეამ გასულ სეზონში ოქროს ხელთათმანი მოიგო. ამასთან, მხოლოდ "მანჩესტერ სიტის" ჰქონდა "იუნაიტედზე" ნაკლები გოლი გაშვებული (27 გოლი 28-ის წინააღმდეგ).

სამშაბათს დე ხეამ გარშემომყოფებს კიდევ ერთხელ დაუმტკიცა რატომ არის ის მსოფლიოს საუკეთესო მეკარე. ესპანელმა საოცარი სეივი განახორციელა, რამაც მთელი "ოლდ ტრაფორდი" შოკში ჩააგდო.

თუმცა არ უნდა დავივიწყოთ მსოფლიო ჩემპიონატიც. დავიდ დე ხეას ანგარიშზე მხოლოდ ერთი სეივი და გაშვებული 6 ბურთია. ამის შემდეგ ისმის კითხვა: არის კი დავიდი მსოფლიოს საუკეთესო მეკარე? ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ მეკარეთა ჩამონათვალი, რომლებიც დე ხეას კონკურენციას უწევენ ნომერ პირველი მეკარის ტიტულის მიღებაში.

არის კი დე ხეა მსოფლიოს საუკეთესო მეკარე?


დავიდ დე ხეა

"იუნაიტედს" ოდითგანვე მსოფლიო დონის მეკარეები ჰყავდა პიტერ შმეიხელისა და ედვინ ვან დერ საარის სახით. დავიდ დე ხეა კი მალე "იუნაიტედის" ლეგენდა გახდება.

ესპანელს სეზონის რთული დასაწყისი ჰქონდა. "მანჩესტერ იუნაიტედის" დაცვის ხაზთან თამაში ძალიან რთულია. სტატისტიკები თავად გეტყვიან ყველაფერს:

კარისკენ წასული დარტყმები - 64
გატანილი გოლები - 20
მშრალად შენახული კარები - 2

არის კი დე ხეა მსოფლიოს საუკეთესო მეკარე?


მანუელ ნოიერი

"ბაიერნის" ნომერ პირველი მეკარის მანუელ ნოიერის ფორმა 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მერყეობს.

ერთ დროს საუკეთესო კიპერმა ტრამვა მიიღო და ძველი ფორმის დასაბრუნებლად დიდი დრო დასჭირდა.

კარისკენ წასული დარტყმები - 32
გატანილი გოლები - 17
მშრალად შენახული კარები -1

არის კი დე ხეა მსოფლიოს საუკეთესო მეკარე?

ედერსონ მორაესი


"ხმაურიან მეზობლებს" კარგი მეკარე სჭირდებოდათ, რათა გვარდიოლას სტილს ბოლომდე მორგებოდნენ და შესაბამისად ედერსონ მორაესს მიაგნეს.

ედერსონი "პრემიერ ლიგაში" ძალიან კარგი რეპუტაციით სარგებლობს. მისი მოქმედებები უბრალოდ შთამბეჭდავია. აუცილებლად აღსანიშნავია, რომ ედერსონს ძალიან კარგი დაცვის ხაზი ჰყავს და შესაბამისად ყველაზე კარგი სტატისტიკით გამოირჩევა "პრემიერ ლიგაში".

კარისკენ წასული დარტყმები - 25
გატანილი გოლები - 7
მშრალად შენახული კარები -8

არის კი დე ხეა მსოფლიოს საუკეთესო მეკარე?

იან ობლაკი

"ატლეტიკო" ძლიერი დაცვის ხაზით ყოველთვის გამოირჩეოდა. სწორედ კარგი დაცვის დამსახურებაა, რომ მათ "ჩემპიონთა ლიგაში" საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენეს. სლოვაკელს აღნიშნულში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის.

კარისკენ წასული დარტყმები - 39
გატანილი გოლები - 9
მშრალად შენახული კარები - 6

არის კი დე ხეა მსოფლიოს საუკეთესო მეკარე?

სამირ ჰანდანოვიჩი

30 წლის შემდეგ ბევრ მეკარეს უჭირს კარგი თამაშის ჩვენება, თუმცა სამირ ჰანდანოვიჩი 34 წლის ასაკში ბრწყინავს. მიუხედავად იმისა, რომ წინ ძალიან კარგი დაცვის ხაზი უდგას სლოვაკელს მაინც ბევრი საქმე აქვს ხოლმე გასაკეთებელი, რასაც მშვენივრად ართმევს თავს.

კარისკენ წასული დარტყმები - 61
გატანილი გოლები - 9
მშრალად შენახული კარები - 7

წყარო: M.E.N.
სტატიები
6 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
3 დეკემბერი 2018 14:06
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ამჟამად ინდივიდუალურად დე ხეა საუკეთესოა ჩემი აზრით, ცალკე საკითხია მშრალი მატჩები და გუნდის წარმატება, რაც უშუალოდ მეკარეზე არაა დამოკიდებული.
0
№2
ავტორი: ikeoni
3 დეკემბერი 2018 14:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Es kitxva rogor unda dasva:)))
0
№3
ავტორი: LewisHamilton
3 დეკემბერი 2018 14:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 323
რაღაც ორღობის დაცვის ხაზი რომ გვყავს არ ნიშნავს რომ ეგ დე ხეას რამენაირად ჩრდილს აყენებს. დღეს რეალურად აგერ უბანში სასტავს შევკრებ და იმათ ვათამაშებ მანჩესტერის დაცვის წინააღმდეგ თუ ბარსელონა დაგვიდგება განსხვავება არ იქნება. მოკლედ როგორც ერთხელ ერთმა ბრძენმა ადამიანმა თქვა, იმ სიტყვებს გავიმეორებ; კოსმოსიდან დედამიწას რომ გადმოხედავ ორ რამეს დაინახავ: ჩინეთის დიდ კედელს და ხვრელს მანჩესტრის დაცვაშიო..
0
№4
ავტორი: kobinio
3 დეკემბერი 2018 15:05
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
Msoplioze da mas mere im kondinciashi veraa rac realurad aris mara udaod top mekarea
0
№5
ავტორი: giorgi_mg
3 დეკემბერი 2018 16:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
MEN_ის ჟურნალისტს საქმე გამოელია ეტყობა
0
№6
ავტორი: GIOMU
4 დეკემბერი 2018 02:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
დეხეა თუ წავიდა პიკფორდი მართლა კარგი ვარიანტია. ისე დეხეა ერთერთი საუკეთესო რომ არის მსოფლიოში ამაზე სულელი იდავებს მხოლოდ.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top