"მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრებს "არსენალთან" გასამართ მატჩი პოლ პოგბას ხილვა სურთ. მიუხედავად იმისა, რომ ფრანგმა "საუთჰემპტონთან" საშინელი თამაში ჩაატარა, "წითლები" მას სასტარტო შემადგენლობაში მაინც ითხოვენ.
პოგბას გარდა იმედგამაცრუებელი იყო მარუან ფელაინი და ანდერ ერერაც. მოედნის ცენტრში უამრავი ბურთი დაიკარგა და საერთო ჯამში გუნდმა საშინელი თამაში აჩვენა. "იუნაიტედს" აკლდა შემტევი ხასიათიც ამიტომაც ვერ მოახერხეს 3 ქულის მოპოვება.
თამაშის შემდეგ უამრავმა გულშემატკივარმა მოითხოვა პოლის სკამზე დასმა და "არსენალთან" სხვა ნახევარმცველის დაყენება. "მეთოფეები" "ეშმაკუნებისგან" განსხვავებით კარგ ფორმაში არიან და ეს კვირასაც დაამტკიცეს, როცა "ტოტენჰემი" 4-2 დაამარცხეს. სავარაუდოდ, "მანჩესტერს" ამ თამაშის ჩატარება ძალიან გაუჭირდება.
თუმცა მიუხედავად ამ ყველაფრისა, როდესაც "MEN Sport"-მა გამოკითხვა ჩაატარა, 3300 გულშემატკივრიდან ნახევარმა პოგბას სასტარტო მდგომარეობაში ყოფნა მოითხოვა. 57%-მა განაცხადა, რომ აუცილებლად უნდა იხილონ "მეთოფეებმა" პოგბა "ოლდ ტრაფორდზე", თუმცა 43% საპირისპიროს მიიჩნევს.
საბოლოო ჯამში, გულშემატკივარი მოურინიოსგან პოგბას ხილვას ითხოვს.