თბილისი:
მანჩესტერი:
2-12-2018, 22:13
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1867,
კომენტარები: 9
"არ მივცემ უფლებას უკან დამხიოს"
ფრედი მოურინიოზე გაბრაზებულია, მაგრამ განვითარებას არ შეწყვეტს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი ფრედი წუხს, რადგან "ოლდ ტრაფორდზე" ძალიან ცოტა სათამაშო დრო ეძლევა. ნახევარმცველი "იუნაიტედში" "შახტარიდან" 52 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გადავიდა ამ ზაფხულში. იქიდან მოყოლებული ბრაზილიელმა მხოლოდ 6 მატჩი დაიწყო სასტარტო შემადგენლობაში და მხოლოდ სამი მათგანი ჩაატარა სრულად.

ფრედი ნოემბერში ნაკრებში არ გამოიძახეს, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ჩემპიონატი ითამაშა და სექტემბერსა და ოქტომბერში სანაკრებო შესვენებები ბრაზილიის ნაკრებში გაატარა.

"მე ძალიან ცოტა ვითამაშე კლუბში და ძალიან ნორმარულია, რომ ტიტემ ნაკრებში არ გამომიძახა. აღარ აქვს მნიშვნელობა იმ ფაქტს, რომ მასთან ძალიან კარგად ვიმუშავე."

"რა თქმა უნდა, ძალიან გავღიზიანდი, როცა ნაკრების შემადგენლობაში ვერ მოვხვდი, მაგრამ ვიცი, როგორ უნდა გავუმკლავდე მწუხარებას, არ დავნებდე ამ ყველაფერს და წინ წავიწიო. მთელს კონცენტრაციას ფეხბურთზე ვახდენ და დიდი იმედი მაქვს, რომ შემდეგში ნაკრებში აუცილებლად გამომიძახებენ."

"მოურინიომ გადაწყვიტა, რომ გუნდში არ მეთამაშა. ეს მისი გადაწყვეტილებაა. მე მაინც განვაგრძობ მუშაობას. არ მივცემ უფლებას რომ ჩემს განწყობაზე იმოქმედოს და შემარყიოს. მოთმინება უნდა შევინარჩუნო."

ფრედიმ ასევე აღიარა, რომ ძალიან გაუჭირდა "პრემიერ ლიგაში" გადმოსვლა, მაგრამ დარწმუნებულია, რომ "იუნაიტედში" კარგ კარიერას აიწყობს.

"ცოტათი რთული დასაწყისი იყო. არ მოუციათ ბევრი სათამაშო დრო. "შახტარში" ბევრ მატჩს ვატარებდი. თუმცა აქ ყველაფერი სხვაგვარად ხდება."

"ვფიქრობ, ეს ნორმარულია. ადაპტაციის პერიოდი მაქვს. სხვა ქვეყანაში ვარ, ახალი ეტაპი მაქვს გასავლელი. თუმცა დღეს ბევრად უფრო მაღლა ვარ ვიდრე ადრე და კიდევ უფრო მეტად განვვითარდები," - დაასრულა ფრედიმ.


წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: Gamkrelidze
2 დეკემბერი 2018 23:05
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
კარგია ასეთი შემართება :)
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
2 დეკემბერი 2018 23:09
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ფრედს და პერეირას მეტი დრო ეკუთვნის
0
№3
ავტორი: JuanMata
3 დეკემბერი 2018 00:07
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: SANDROGRIGA
ფრედს და პერეირას მეტი დრო ეკუთვნის


პოგბა-ფელაინის გუშინდელი თამაშის მერე, აკადემიის ნახევარმცველებსაც ეკუთვნის დრო wink
1
№4
ავტორი: Lalana
3 დეკემბერი 2018 00:57
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
არსენალის თამაშის ყურების შემდეგ სულ არ მინდება ესენი მანჩესტერში ჩამოვიდნენ.იმედია სირცხვილს არ შევჭამთ.
0
№5
ავტორი: stepno
3 დეკემბერი 2018 08:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ციტატა: Lalana
არსენალის თამაშის ყურების შემდეგ სულ არ მინდება ესენი მანჩესტერში ჩამოვიდნენ.იმედია სირცხვილს არ შევჭამთ.

იმდეიაა ისე მოგვიგებენ რო თამაშის დამთარების თანავე თვითონ წავა მოურინიო და აღარასოდეს აღარ გამოიხედავს მანჩესტერისკენ!!!!!!! ისე ეჭვიც არ მეპარება რომ მინიმუმ 2 ბურთიანი სხვაობით მოგვიგებენ ჩევენ ხომ საშუალო დონის კლუბი გაგვხადა ამ თავის თავზე შეყვარებულმა ****კომ და ასე რომ არსენალს არ უჭირს საშუალო დონის კლუბების დამარცხება:))
0
№6
ავტორი: MANCHESTERA99
3 დეკემბერი 2018 08:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 50
Arsenalis shemxedvare gushin ver vxdebi zeg ra unda daupirispiros Manchesterma am kvelapers?? Daprinaven gundebi??? Bormutmac ki uket utia sitis?? Rit ver gaigo am kacmaa agaraa is chirdeba es mdzime centri??? Pogbas ga........., ra gundi Dan da mauc zed. Ki vikavi maus mxardacheri magram amowura tavisi tavi, gundi gadasawkobiaa, ras ukurebs es vudvordi ver vxdebi. Manches 99wlidan vgulshematkivrob da aset sashineli dgeshi maxsendeba. Mxolod 2003 wlis sezonis dasawkisi da eg sezoni chagdes mtlianad gundmaa, gaushvit ra mau
0
№7
ავტორი: ikeoni
3 დეკემბერი 2018 09:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Rato ar edzleva am bichs satamasho dro ar vici :((
0
№8
ავტორი: kobinio
3 დეკემბერი 2018 15:12
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: JuanMata
ციტატა: SANDROGRIGA
ფრედს და პერეირას მეტი დრო ეკუთვნის


პოგბა-ფელაინის გუშინდელი თამაშის მერე, აკადემიის ნახევარმცველებსაც ეკუთვნის დრო wink

აკადემიის თამაშები რომ ვნახე აშკარად მეტი ინტელეჯტი და მონდომებააქვ5 ვიდრე ფელაინის პოგბას და მატიჩს ერ5ად.
ამ კომენტარში კი აშკარად იგრძნიბა მაურინიოს მიმართებაში ზიზღი და ახალ მოსული რომ ასე ლაპარაკობს სავარაუდოდ გუნდში ასეთი დამოკიდებულებაა.
0
№9
ავტორი: GIOMU
4 დეკემბერი 2018 02:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
ფრედზე რა გითხრათ და პერეირას ეკუთვინს დრო და თან არ გამოიყურება ხოლმე ცუდად როდესაც ათამაშებენ.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top