მარკუს რეშფორდმა კარგი მატჩი ჩაატრა. ფაქტობრივად, მარკუსმა შექმნა ერერასა და ლუკაკუს გოლები და "იუნაიტედს" ერთი ქულა მოუტანა. თუმცა 77-ე წუთზე მოურინიოს მისი ჩანაცვლება მოუწია მარსიალით. როგორც მოურინიო აღნიშნავს, "არსენალთან" მატჩისთვის ინგლისელი მზად იქნება და სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყებს თამაშს.
"მცირედი ტრამვა მიიღო და მთხოვა, რომ შემეცვალა. ტრამვა არც ისე სერიოზულია, დარწმუნებული ვარ, რომ მარკუსი შემდეგი თამაშისთვის უკვე მზად იქნება."
"ერთი მოძრაობა აქ, ერთი მოძრაობა იქ, ერთი დავარდნა აქ, ერთი დავარდნა იქ... 75 წუთი ირბინა სტადიონზე და ბოლოს ვეღარ გაუძლო. მან დამიძახა და მოედნიდან გაყვანა მთხოვა, ამიტომაც ჩავანაცვლეთ მარსიალით."
მოურინიომ თავის ინტერვიუში განაცხადა, რომ გუნდს შემართება ისევ აკლდა, თუმცა რეშფორდის ჩატარებული მატჩი კარგად შეაფასა და აღნიშნა, რომ მისმა საბრძოლო განწყობამ მოხიბლა და ამ ყველაფერს "ძაღლის სიგიჟე" უწოდა:
"ძაღლები ძალიან მიყვარს. ბევრი მათგანი ადამიანებზე უკეთესია. "ძაღლის სიგიჟე" - ფეხბურთის გამოთქმაა. ჩემი მოგონილი არ არის. ეს ნიშნავს, რომ ძალიან აგრესიული ხარ თამაშთან მიმართებით და ყველა ბურთისთვის იბრძვი."
"ვფიქრობ, სანამ მარკუსი ფეხზე იდგა ეს ყველაფერი ჰქონდა. ჰქონდა ის შემართება, ის შინაგანი ცეცხლი, ის შინაგანი მოწოდება, რაც ჩვენ გვჭირდება. შედეგად, ბურთსაც მალე ეუფლებოდა და დაკარგულსაც დროულად იბრუნებდა."
მოურინიომ მცირედი დღევანდელ მატჩზეც ისაუბრა:
"ვფიქრობ, შედეგი სამართლიანია მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვდომინირებდით. მათ ჩვენზე უკეთ დაიწყეს. გაგვიჭირდა დაცვის ხაზის მოწესრიგება, თავიდანვე სამი მცველი მეყენა, რადგან ცენტრალური მცველების დანაკლისს განვიცდიდით. ვფიქრობ, ამ ყველაფერმა გაამართლა. გოლები, რომლებიც გაგვივიდა ზუსტი დარტყმები იყო. დაცვა არაფერ შუაშია."
"ჩვენ მეტი კონცეტრირება ნახევარდაცვაზე უნდა გადავიტანოთ. მოედნის ცენტრში ნაკლები ბურთი უნდა დავკარგოთ და ამგვარად შევძლებთ ბურთების გატანას,"-დაასრულა პორტუგალიელმა.