თბილისი:
მანჩესტერი:
1-12-2018, 15:24
ავტორი: Ole__boss,
ნანახია: 1954,
კომენტარები: 12
ტაქტიკური ჯახი "წმინდანებთან"
რა უნდა შესთავაზოს ჟოზე მოურინიომ, მარკ ჰიუზს ?
ტაქტიკური ჯახი
მოგეხსენებათ, მარკ ჰიუზი "საუთჰემპტონის" მთავარ მწვრთნელად წინა სეზონის მიწერულს დაინიშნა, მას წილად ხვდა ურთულესი მისიის შესრულება, რომელიც მოიცავდა გუნდის დატოვებას პრემიერ ლიგაში, მან ეს ყველაფერი ძალიან კარგად შეძლო.

დაიწყო ახალი სეზონი და სტანდარტულად, ჩვენ ვხედავთ გუნდს, რომელიც უკვე მარკ ჰიუზის ზეგავლენის ქვეშ მოექცა, იგივე ტაქტიკა, იგივე სათამაშო მანერა, რითაც ნამდვილად გამოირჩევა ეს გუნდი, როგორც მარკ ჰიუზის სხვა დანარჩენი გუნდები გამოირჩეოდნენ, საშინაო მატჩები და ძალიან მძიმე გუნდი, რომელიც ბრინტანულ ფეხბურთს ანიჭებს უპირატესობას.

მარკ ჰიუზის საყვარელი ტაქიკა ბევრჯერ შეიცვალა, ჯერ კიდევ "სტოკ სითიში" მუშაობის დროს ფართოდ იყენებდა 4-2-3-1 ტაქტიკას, თუმცა საბოლოოდ თავი დაგვამახსოვრა 3-4-2-1, სწორედ ამ ტაქტიკის ხარჯზე დარჩნენ "წმინდანებიც" პრემიერ ლიგაში. დღეს სიტუაცია შეიცვალა, მარკ ჰიუზმა შეიძლება ითქვას უღალატა თავის ტაქტიკას. მარა არა სათამაშო სტილს, ბოლო მატჩებია "წმინდანები" 4-4-2 ტაქტიკით თამაშობენ, რაც ძალიან რთულს ხდის მათთან დაპირისპირებას, ვინაიდან მაღალი პრესინგი, ცენტრის შებოჭვა და სწრაფი კონტრშეტევები ფლანგებიდან, ეს ისაა რისი მასტერიც გახლავთ მარკ ჰიუზი. ამ ყველაფრის ფონზე, ერთი დიდი პრობლემაც არის, ვინაიდან მოგეხსენებათ, ჟოზე მოურინიოს გეგბა -ბ , მოიცავს გრძელ პასებს, ძალოვან ფეხბურთს და მოძრაობს ცენტრისკენ, ე.წ 4-3-3 რომელსაც ის ბოლო მატჩებში აქტიურად იყენებს, ეს ყველაფერი გაჭირდება "წმინდანებთან", რადგან მეორე სართულზე ძალიან მაგრად თამაშობენ ჰიუზის შეგირდები, ასევე ცენტრშიც, ეს ყოველივე კი საკმაოდ ურთულებს განსაკუთრებულს ამოცანას.

რა უნდა დაუპირისპიროს ჟოზე მოურინიომ ?

ეს ყველაფერი რა თქმა უნდა მას გაანალიზებული აქვს, ექსპერტების აზრით დღეს მოედანზე აუცილებლად ვიხილავთ მარუან ფელაინს, რაც იმის მომასწავებელია, რომ გეგბა - ბ აქტიურად განხორციელდება, გარდა ამისა მძიმე ცენტრს მატიჩის სახით და რომელუ ლუკაკუს, რომლის როლიც შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს ამ მატჩში. არსებობს სტატისტიკა, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ მატჩის სირთულეს, ჟოზე მოურინიოს ძალიან უჭირს გასვლით მატჩებზე მარკ ჰიუზის დამარცხება, ასევე მათ შორის კონფლიქტიც მოხდა, როდესაც bet365 სტადიონზე, განსაკუთრებულმა ჯერ შეაგინა, ხოლო ამის შემდგომ ხელიც არ ჩამოართვა თავის ვიზავისტს. საკმაოდ პრინციპული, რთული და ე.წ მკვდარი თამაში ელის "მანჩესტერ იუნატედს", შედეგზე უდიდესი ზეგავლენას მოახდენს თუ რას დაუპირისპირებს ჟოზე ოპონენტს.

ითამაშო 4-4-2 და 5-4-1 წინააღმდეგ, როდესაც შენ მოგიწევს ბურთის კონტროლი და ამავდროულად თავის დაზღვევა სწრაფი კონტრშეტევისგან ძალიან რთული ამოცანაა. აქედან გამოსავალი ტაქტიკური თვალსაზრისით არის, ითამაშო ფლანგური ფეხბურთი, გაწელო მაქსიმალურად ოპონენტის დაცვის ხაზი, გრძელი პასების მეშვეობით და დატვირთო მაქსიმალურად ფლანგის ვინგერები. ცენტრიდან შეტევა ჟოზე მოურინიოს შეგირდების ძალიან უჭირთ და დღეს ეს ამოცანა უარესად გართულებდა, ვინაიდან ოპონენტთა ბანაკში იმყოფებიან საკმაოდ მაღალი კლასის ჩამშლელი ნახევარმცველები, გარდა ამისა ფორვარდი ჩარლი ოსტინი და მაონოლო გაბიადინი, რომლებიც მასტერები არიან მეორე სართულის, ეს თამაში ანალოგი იქნება "ბარნლისთან" მატჩს, ვფიქრობ იგივე ტაქტიკას აირჩევს ჟოზე მორუინიო და 3 ქულით დაასრულებს მატჩს.
სტატიები
12 კომენტარი
№1
ავტორი: Ole__boss
1 დეკემბერი 2018 15:32
  • სიახლეები: 50
  • კომენტარები: 102
ეს სტატია არის უბრალოდ ჩემი ხედვა მეტი არაფერი, ძალიან მიყვარს ტაქტიკებში ძრომიალი და მისი პრინციპიების კითხვა, რაც წერია მხოლოდ ჩემი ინსპირაცია, გთხოვთ შეაფასოთ სიახლე ობიექტურად <3
4
№2
ავტორი: giorgi_mg
1 დეკემბერი 2018 16:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ციტატა: jose__boss
ეს სტატია არის უბრალოდ ჩემი ხედვა მეტი არაფერი, ძალიან მიყვარს ტაქტიკებში ძრომიალი და მისი პრინციპიების კითხვა, რაც წერია მხოლოდ ჩემი ინსპირაცია, გთხოვთ შეაფასოთ სიახლე ობიექტურად <3

მშვენიერი ხედვაა და კარგი ანალიზიც, ვნახოთ აბა რა იქნება, იმედია მოვიგებთ.
მადლობა ავტორ
1
№3
ავტორი: Ole__boss
1 დეკემბერი 2018 16:07
  • სიახლეები: 50
  • კომენტარები: 102
ციტატა: giorgi_mg
ციტატა: jose__boss
ეს სტატია არის უბრალოდ ჩემი ხედვა მეტი არაფერი, ძალიან მიყვარს ტაქტიკებში ძრომიალი და მისი პრინციპიების კითხვა, რაც წერია მხოლოდ ჩემი ინსპირაცია, გთხოვთ შეაფასოთ სიახლე ობიექტურად <3

მშვენიერი ხედვაა და კარგი ანალიზიც, ვნახოთ აბა რა იქნება, იმედია მოვიგებთ.
მადლობა ავტორ


გაიხარე <3
1
№4
1 დეკემბერი 2018 16:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 39
ციტატა: jose__boss
ეს სტატია არის უბრალოდ ჩემი ხედვა მეტი არაფერი, ძალიან მიყვარს ტაქტიკებში ძრომიალი და მისი პრინციპიების კითხვა, რაც წერია მხოლოდ ჩემი ინსპირაცია, გთხოვთ შეაფასოთ სიახლე ობიექტურად <3

კარგია. იმედია მოვიგებთ . კიდე დადე ასეთი ტაქტიკური ანალიზი სხვა მატჩების
0
№5
ავტორი: Ole__boss
1 დეკემბერი 2018 16:27
  • სიახლეები: 50
  • კომენტარები: 102
ციტატა: დავიდ დე ხეა
ციტატა: jose__boss
ეს სტატია არის უბრალოდ ჩემი ხედვა მეტი არაფერი, ძალიან მიყვარს ტაქტიკებში ძრომიალი და მისი პრინციპიების კითხვა, რაც წერია მხოლოდ ჩემი ინსპირაცია, გთხოვთ შეაფასოთ სიახლე ობიექტურად <3

კარგია. იმედია მოვიგებთ . კიდე დადე ასეთი ტაქტიკური ანალიზი სხვა მატჩების



დრო მექნას თავისუფალი ხოლმე და არაა პრობლემა <3 მატჩის შემდგომ ტაქტიკურ ანალიზს დავდებ აუცილებლად
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
1 დეკემბერი 2018 18:46
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
სამწუხაროა რო უკვე კარგა ხანია იუნაიტედისათვის თითქმის ყველა მატჩი რთული და დაძაბულია
0
№7
ავტორი: Chaxrux
1 დეკემბერი 2018 19:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 212
Raa mdzghneriiii kamandaaaa daayena maktomineis ra unda dziritadshi an mcvelad romeli xe idgeba maktominei felaini tu matichii... vinme ar iyo kide naxevarmcveli ro daeyenebina bliaad
0
№8
ავტორი: Lalana
1 დეკემბერი 2018 20:42
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: Chaxrux
Raa mdzghneriiii kamandaaaa daayena maktomineis ra unda dziritadshi an mcvelad romeli xe idgeba maktominei felaini tu matichii... vinme ar iyo kide naxevarmcveli ro daeyenebina bliaad

უბანძესი თერთმეტეულია.თამაშის ყურების მუღამს რომ დაგიკარგავს.

ანგარიშზე უკვე მეცინება.აღარც ვწუხვარ ასეთ შედეგზე.იმედია ვერ მოიგებენ.ისეთი შემადგენლობა გამოიყვანა საუთჰემტონთან გეგონება ბარსელონას ვხდებოდეთ.
0
№9
ავტორი: David_dato
1 დეკემბერი 2018 20:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 40
ტრიბუნაზე რო ზის მგონი ეგ კაცი 2-4 ს მოიგებდა 2-0 ის მერე
0
№10
ავტორი: gogita1991
1 დეკემბერი 2018 20:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 550
რითი ვერ მიხვდნენ რო უნდა გააგდონ ეს კაცი ტო რა 5 საყრდენი საუთჰემპტონთან კარგით რა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top