თვის საუკეთესო ფეხბურთელი ვიქტორ ლინდელოფი გახდა. მცველმა ხმების 44% მოაგროვა. მეორე და მესამე ადგილები კი დავიდ დე ხეამ და და ენტონი მარსიალმა გაინაწილეს ხმათა 30 და 26 პროცენტებით.
ნოემბერი ლინდელოფისთვის განსხვავებული თვე იყო. 24 წლის მცველმა ძირითადში ადგილი დაიმკვიდრა კრის სმოლინგის გვერდით. ასევე შვედეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. თუმცა თვე მხოლოდ კარგი ამბებით არ შემოიფარგლა და ვიქტორმა ნოემბრის ბოლოს მძიმე ტრამვა მიიღო. ჟოზემ ბევრი ისაუბრა ამ თამაშზე და შეაქო შვედი, თუმცა თან დაადასტურა, რომ ლინდელოფი სამი კვირა ვერ ითამაშებს.
დღის განმავლობაში ლინდელოფმა "MUTV"-ის ინტევიუ მისცა, სადაც განვლილ თვეზე ისაუბრა და გულშემატკივრებს შეტყობინება გაუგზავნა:
"ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ თქვენგანს. მართლა ძალიან ვაფასებ თქვენს გვერდში დგომას."
"ჩემთვის ძალიან კარგი თვე იყო. შვედეთშიც პრიზი მოვიგე და "იუნაიტედშიც". შესანიშნავად ვგრძნობ თავს და ძალიან მაბედნიერებს თითოეული თქვენგანის გულშემატკივრობა. ვფიქრობ, კარგად წარვდექი თქვენ წინაშე. გპირდებით, ყველაფერს ვიზამ, რომ გუნდს მაქსიმალურად გამოვადგე,"-დაასრულა ლინდელოფმა.