ჟოზე მოურინიო დარწმუნებულია, რომ დავიდ დე ხეა კონტრაქტს მალე მოაწერს ხელს. პორტუგალიელმა ესპანელის აგენტის შესახებ ისაუბრა. "იუნაიტედი" კონტრაქტის გახანგრძლივებას 2020 წლამდე გეგმავს.
ესპანელმა "წითლებს" კიდევ ერთი გამარჯვება მოუტანა "იანგ ბოიზთან" განხორციელებული საოცარი სეივის წყალობით. "საუთჰემპტონთან" გამგზავრებამდე მოურინიომ მენდესთან (დავიდ დე ხეას აგენტი) საუბარზე გააკეთა კომენტარი:
"როდესაც დავიდი ერთვება თამაშში, არასდროს მეშინია, რადგან ის საუკეთესოა. მისი და ბურთის ურთიერთობა ცალკეა, და მხოლოდ მას შეუძლია მსგავსი სეივების გაკეთება."
"მას დარჩენა სურს და, რა თქმა უნდა, მეც მინდა მისი შენარჩუნება. ის სწორედ ის არის, ვინც "მანჩესტერ იუნაიტედს" სჭირდება. თუ ჩვენ გვსურს, რომ ვიყოთ იგივე "მანჩესტერ იუნაიტედი" დავიდი აუცილებლად გვჭირდება. მე, ხელმძღვანელობას, კლუბს, გულშემატკივარს, ყველას გვსურს დავიდის "ოლდ ტრაფორდზე" დარჩენა."
"მას შესანიშნავი აგენტი ჰყავს. სწორედ იმას აკეთებს, რაც ფეხბურთელს სურს. არ ცდილობს მის მანიპულირებას, არ ცდილობს მასზე ზეგავლენის მოხდენას. მენდესი მას ფიქრისა და გადაწყვეტილების თავად მიღების უფლებას აძლევს. ასე რომ, ერთადერთი რაც დაგვრჩენია არის ის, რომ გავაფორმოთ ხელშეკრულება, რომელიც დავიდისა და კლუბისთვის მისაღებია. ვგრძნობ, რომ ეს ყველაფერი კარგად დასრულდება."
"სანაკრებო შესვენების შემდეგ ორი ქულა დავკარგეთ. მთელი კონცენტრირება "პრემიერ ლიგაზე" უნდა გავაკეთოთ, რადგან ქულები გვჭირდება. "ჩემპიონთა ლიგაზე" უკვე კარგად გვაქვს საქმე. დეკემბერს მთლიანად "პრემიერ ლიგას" ვუთმობ".
"ჩვენ ცხრილში ზემოთ უნდა ავიწიოთ, ოთხეულს აუცილებლად უნდა მივუახლოვდეთ. ეს აუცილებელია. სხვანაირად არ შეიძლება რომ მოხდეს."
"თუმცა ყველას სჭირდება ქულები და არ ვფიქრობ, რომ "საუთჰემპტონთან" ჩატარებული მატჩი მარტივი იქნება. პირიქით, ძალიან დიდ სირთულეებს ვხედავ წინასწარ, ბევრ პრობლემებს შექმნიან. გუნდი კარგია, შემადგენლობა კარგია, წლებია უკვე კარგად იწრთნებიან. ვფიქრობ, ისინი მალევე აიწევენ ზემოთ. ამიტომაც რთული მატჩი გველოდება," - დაასრულა პორტუგალიელმა.