ამონარიდი მოურინიოსა და ჰიუგის პრესკონფერენციებიდან.
ჩილელმა ფეხბურთელმა ხუთშაბათს ვარჯიშზე ტრამვა მიიღო. როგორც მოურინიომ ისაუბრა, ფორვარდი ახალ წლებამდე თამაშს ვერ შეძლებს.
"ყველა სხვა კლუბში, როცა ფეხბურთელი არ თამაშობს, ეს უბრალოდ მენეჯერის გადაწყვეტილებაა. ჩვენს კლუბში, როცა ეს ხდება, ხდება მხოლოდ იმიტომ რომ ფეხბურთელს ცუდი დისციპლინა აქვს. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ისევ იგივე არ ხდება."
"ალექსისს სერიოზული ტრამვა აქვს. არ მინდა წინასწარ შეგპირდეთ რამდენ ხანში დაბრუნდება. მაგრამ ვფიქრობ, რომ წლის ბოლომდე თამაშს ვერ მოახერხებს."
ალექსისმა "სიტისა" და "პალასთან" ჩატარებული მატჩი სათადარიგოდან დაიწყო, ხოლო ბოლოს სასტარტო შემადგენლობიდან მატჩი "იუვენტუსთან" ჩაატარა.
მოურინიომ გუნდის სხვა სიახლეებზეც ისაუბრა. კერძოდ, მენეჯერმა ახსენა, რომ დიოგო დიალოტი მზად არის "პრემიერ ლიგაში" დებიუტისთვის და "იუნაიტედის" შემადგენლობაში შაბათს ვიხილავთ.
წითლებს ასევე მოუწევთ ვიქტორ ლინდელოფის გარეშე თამაში, რადგანაც გამოჩენილი სიმამაცის შემდეგ სამი კვირა ვერ შეძლებს თამაშს. მცველთაგან "წითლებს" ვერ დაეხმარება ვერც როხო და ვერც დარმიანი.
თუმცა შესაძლოა გუნდს ლუკ შოუ დაუბრუნდეს შაბათს. შეგახსენებთ, რომ ინგლისელმა "პალასთან" ჩატარებულ მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღო.
რაც შეეხება "საუთჰემპტონის" ფორმას, ყოფილმა "იუნაიტედის" ფორვარდმა მარკ ჰიუგმა დაადასტურა, რომ მატჩს ტრამვის გამო ვერ ჩაატარებს დენი ინგსი.
მისი განცხადებით, მარცხენა მცველი რაიან ბერტნარდიც შესაძლოა, არ იყოს, რადგან ზურგის პრობლემა აწუხებს. გარდა ამისა მატჩს გამოტოვებს შეინ ლონგიც, რომელსაც ისევ კოჭის ტრამვა აწუხებს.
წყარო:
ManUtd.com