თბილისი:
მანჩესტერი:
30-11-2018, 11:17
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1848,
კომენტარები: 6
რას აკეთებენ "იუნაიტედის" სკაუტები იანვრამდე?
სკაუტებმა მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ფეხბურთელებს დაადგეს თვალი.
რას აკეთებენ
იანვარი - სატრანსფერო პერიოდი. ზოგადად, იშვიათია, როცა გუნდი სეზონის შუაში ვინმე ძლიერ ფეხბურთელს იმატებს. თავად ფეხბურთელისთვისაც რთულია გუნდის რიტმს აჰყვეს. მოურინიომ ოთხი ფეხბურთელი შეიძინა: ალექსის სანჩესი, ფრედი, ლინდელოფი და დიოგო დიალოტი. უკანასკნელებს „მანჩესტერის“ ხელმძღვანელობა დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდა და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძინეს და მისცეს „ოლდ ტრაფორდზე“ თამაშის შანსი.

ედ ვუდვორდისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი იმის შენარჩუნება იყო, რასაც ფერგიუსონი წლების განმავლობაში აკეთებდა - ფეხბურთელების აკადემიაში გაზრდა და შემდგომ პირველ გუნდში გამოძახება. თუმცა, მიუხედავად ამისა, „იუნაიტედის“ სკაუტების რაოდენობა გაზრდილია და ამჟამად „წითლებს“ 50 სკაუტი ჰყავთ ევროპის, აზიისა და სამხრეთ ამერიკის მასშტაბით. მაგრამ მაინც ვერავინ გრძნობს, რომ „მანჩესტერს“ ამდენი სკაუტი ჰყავს. ერთადერთი, როცა სკაუტებმა „იუნაიტედის“ მენეჯერის შექება დაიმსახურეს, „ვესტ ჰემის“ „მონსტრის“, ისა დიოპის აღმოჩენა იყო.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ სკაუტები არაფერს აკეთებენ. ყოველი ახალწვეული კლუბში გამოჩენისთანავე მსოფლიო დონის ფეხბურთელის პოვნას ცდილობს. სწორედ ამიტომაც, ისინი უამრავ მატჩს ესწრებიან მსოფლიოს მასშტაბით. მაგალითად, რომეინ პოიროტი გასულ შაბათ-კვირას საფრანგეთში 7 მატჩს დაესწრო და „იუნაიტედი სისხლის“ შესაბამის ფეხბურთელს ეძებს.

სკაუტები კარგად აცნობიერებენ, რომ გუნდს უბრალოდ კარგი ფეხბურთელი კი არა, ვიღაც სჭირდება ვინც იხსნის ამ გასაჭირიდან. მაგალითად, ისინი ახლა “რანჰეიმის“15 წლის ნახევარმცველზე ტიაგო ჰოლმზე მუშაობენ, რომელიც საკმაოდ პერსპექტიული ახალგაზრდაა.

თუმცა, მოურინიოს ამ ეტაპზე მოკლე ვადიანი ინვესტიციებიც სჭირდება. „წითლების“ მენეჯერის პრიორიტეტად კვლავ გამოცდილი ცენტრალური მცველის ყიდვა რჩება. პორტუგალიელის მოთხოვნით, „იუნაიტედის“ სკაუტები ძირითადად „პორტოსა“ და „ბენფიკის“ თამაშებს ესწრებოდნენ. სკაუტები ასევე მოიხიბლნენ „სამპდორიის“ მცველის იოაკიმ ანდერსენის თამაშით.
მიუხედავად იმისა, რომ „იუნაიტედმა“ ცენტრალურ მცველებში 60 მილიონი ფუნტი უკვე დახარჯა ლინდელოფისა და ბაიის შესაძენად, მცველის პრობლემა ისევ მოუგვარებელი რჩება. ასე რომ სკაუტების მთავარ დავალებას ისევ შესაბამისი ცენტრალური მცველის პოვნა წარმოადგენს.


წყარო: M.E.N.
ახალი ამბები
6 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
30 ნოემბერი 2018 12:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11614
ბავშვების ძებნის დრო არაა ამ ეტაპზე გამოცდილი და ჩამოყალიბებული იგროკი გვჭირდება
0
№2
ავტორი: Malboro463
30 ნოემბერი 2018 13:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5888
ვერნერი მომიყვანეთ ამ ზამთარს

და პავარი დაცვაში
0
№3
ავტორი: gela-manchesteri 20
30 ნოემბერი 2018 17:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 61
ვიცი ძააან ძნელია მარა რამოსი მარსელო იყიდეთ
1
№4
ავტორი: Z A R D I
30 ნოემბერი 2018 17:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 57
ლუკას ერნანდეზი რა გაასწორებს მარცხენა მცველად კარგი ბაღანაა ტრილიონები თუ არ დაადო ატლემ ღირს მოყვანა და კულიბალი მინდა კიდე კაროჩე ზამთარში ერთ წესიერ მცველს ველოდები :))))
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
30 ნოემბერი 2018 22:40
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ამ მხრივ ცოტა გამოსასწორებელია სიტუაცია.
0
№6
ავტორი: GIOMU
1 დეკემბერი 2018 00:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
ჩვენ რეალურად სკაუტები არ გვყავს, ძალიან ძალიან სუსტები არიან რა...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top