ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრაში "მანჩესტერ იუნაიტედი" შვეიცარიულ "იანგ ბოიზს" დაუპირისპირდა და შეხვედრა მინიმალური ანგარიშით 1-0 მოიგო.
ჟოზე მოურინიოს მიერ დაყენებულ ძირითად შემადგენლობაში ალექსის სანჩესის გვარი ნამდვილად არ გამოჩენილა, მეტიც ჩილელი ფეხბურთელი სამატჩო განაცხადშიც კი არ იყო შეყვანილი და ეს ყველაფერი ხდება მაშინ როდესაც სანჩესს არანაირი ტრავმა არ აწუხებს.
ამ ყველაფერზე რეაგირება არ დაუყოვნებიათ სპორტულ გამოცემებს. სანჩესის "იუნაიტედიდან" წასვლა სულ უფრო აქტუალური ხდება. ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა ახლოვდება და დიდი ალბათობით ვინგერი კარიერას სხვა კლუბში გააგრძელებს.
Mirror - ის მიერ გავრცელებული ცნობით, სანჩესს კლუბის დატოვება აქვს გადაწყვეტილი, ხოლო ჩილელის ფიქრები ფრანგული "პსჟ" - ეს სასარგებლოდ იხრება, ალექსისს ტუხელის გუნდში სურს ასპარეზობა.
პარიზელების მხრიდან შეთავაზებები ამ ეტაპზე არ გაკეთებულა თუმცა, სანჩესი ფიქრობს, რომ "ოლდ ტრაფორდზე" მას მომავალი არ აქვს და შეიხის კლუბი მას მალე დაუკავშირდება.