"მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევმა, ენტონი მარსიალმა თავის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა. ფრანგის განცხადებით, მისი კარგი ფორმა იმაში მდგომარეობს, რომ მატჩებში მონწილეობას იღებს.
"ტაქტიკური თვალსაზრისით ვპროგრესირებ. ყოველთვის ვცდილობ, კარგი პოზიციის დაკავებას, რათა მაქსიმალური სარგებელი მოვუტანო გუნდს. ხოლო როცა ბურთს ჩვენ არ ვფლობთ, დაცვასაც ვეხმარები. სამწვრთნელო შტაბის რჩევები მოვისმინე და დავრწმუნდი, ძალიან გამომადგა.
ჩემი კარგი თამაშის საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ მატჩებში ვთამაშობ. როცა რეგულარულად გამოდიხარ მოედანზე, კვლავ იღებ სიამოვნებას. ვარჯიშით მხოლოდ კარგ ფორმაში თუ იქნები, მაგრამ ეს იგივე არ არის, რაც ყოველ მატჩში მოედანზე გასვლა. იმედი მაქვს, ასე გავაგრძელებ" - დაასრულდა ფრანგმა ფეხბურთელმა.
22 წლის ფეხბურთელმა პრემიერ ლიგის 10 შეხვედრაში 6 გოლის გატანა მოახერხა. ასევე ფრანნგი "იუნაიტედის" მეშვიდე ფეხბურთელია, რომელმაც პრემიერ ლიგის ზედიზედ ხუთ მატჩში მოახერხა გოლის გატანა.
ინტერვიუები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.