იტალიის ჩემპიონატის მეცამეტე ტურის ერთ ერთ შეხვედრას "მანჩესტერ იუნაიტედისა" და მაურისიო პოჩეტინოს "ტოტენჰემის" სკაუტები დაესწრნენ.
საქმე ეხება "ჯენოა - სამპდორიას" მატჩს. დაკვირვების ობიექტი, "ლურჯ - რგოლიანების" (სამპდორიას მეტსახელი) ახალგაზრდა დანიელი ცენტრალური მცველი ხოაკიმ ანდერსენი გახლდათ.
ანდერსენმა შესაძლოა კარიერა ინგლისის პრემიერ ლიგაში გააგრძელოს, იუწყებიან სპორტული გამოცემები. ხოაკიმი ჯერ სულ რაღაც 22 წლის გახლავთ, ფეხბურთელი "გენუელების" ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრია. გარდა ამისა ის ეროვნულ ნაკრებშიც ირიცხება.
შეგახსენებთ, რომ ცენტრალური მცველი ჰოლანდიური "ტვენტეს" აკადემიის აღზრდილია, იტალიაში ის 2017 წელს გადაბარგდა. სატრანსფერო ღირებულებას რაც შეეხება, მისი ფასი 25 მილიონ ფუნტ - სტერლინგს შეადგენს.