"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა გუნდის მთავარ მწვრთნელთან ჟოზე მოურინიოსთან ერთად ცენტრალური მცველების სატრანსფერო სიას აფართოებს.
სიაში კი ახალი სახე გამოჩნდა. ტურინის "იუვენტუსის" მაროკოელი ცენტრალური მცველი მეჰდი ბენატია შესძლოა "ოლდ ტრაფორდზე" წითლების მაისურით ვიხილოთ.
31 წლის მცველი "ბებერი ქალბატონების" ძირითად შემადგენლობაში რეგულარულად ვერ ხვდება, დაცვის ხაზს უცვლელად ლეონარდო ბონუჩი და ჯორჯო კიელინი ამაგრებენ, ეს ყველაფერი კი შეიძლება გახდეს მისი იტალიიდან წასვლის მიზეზი.
რაც შეეხება მის სატრანსფერო ღირებულებას, ადრე გავრცელდა ცნობები, რომ მასიმილიანო ალეგრის გუნდი მზად არის ბენატიას 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელიოს.