თბილისი:
მანჩესტერი:
28-11-2018, 14:39
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1448,
კომენტარები: 4
ფელაინი: "მოურინიოს ნდობის გამართლებას მოედანზე ვცდილობ"
ბელგიელის აზრით, ჟოზე მას ბოლომდე ენდობა.
ფელაინი:
ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურის პირველი დღის შეხვედრები დასრულდა. დაძაბული გამოდგა "ოცნებების თეატრში" გამართული მატჩი, "წითელ ეშმაკებს" საშინაო კედლებში შვეიცარიელების დამარცხება გაუჭირდათ. მეტიც, რომ არა "იუნაიტედის" მეკარე დავიდ დე ხეა "წითლები" ამ მატჩიდან ალბათ მინიმუმ ქულის აღებას თუ შეძლებდნენ.

რაც შეეხება გამარჯვების გოლს, მისი ავტორი ჟოზე მოურინიოს ერთ - ერთი საყვარელი ფეხბურთელი, ნახევარმცველი მარუან ფელაინი აღმოჩნდა. ბელგიელმა უჩვეულოდ გაიტანა არა თავით, არამედ მოწინააღმდეგის საჯარიმოში ბურთი დაამუშავა და ფეხით კარგი გასროლაც გამოუვიდა.

მატჩის შემდეგ მარუანმა ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში ჟოზე მოურინიოსა და მას შორის ჩამოყალიბებულ ურთიერთობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ჟოზე მას ენდობა, ხოლო მისი ნდობის გამართლებას ის მოედანზე ცდილობს.

"თავს მშვენივრად ვგრძნობ, ბედნიერი ვარ მასთან ერთად მუშაობით. მას ჩემი სჯერა, ეს ფეხბურთელისთვის მნიშვნელოვანია. ვცდილობ ამ ნდობის პასუხი მოედანზე გავცე. გუნდისთვის ყოველთვის დავიხარჯები, არ აქვს მნიშვნელობა შეხვედრას სკამიდან დავიწყებ თუ ძირითადიდან. ყველამ იცის, რომ მე გუნდური მოთამაშე ვარ. მე არცერთ მწვრთნელთან არასდროს პრობლემა არ მქონია." - ციტირებს Sky Sports - ფელაინის სიტყვებს.


წყარო: euro-football
ახალი ამბები
4 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
28 ნოემბერი 2018 14:42
  • სიახლეები: 2945
  • კომენტარები: 3956
გაუმარჯოს, ჩემი განცხადება ყველას ეხება, მოგმართავთ პატივისცემით და თხოვნით, ცოტა მოვუხშირეთ გინებებს სტატიის კომენტარებში, ყველამ ვიცით გუნდი ცუდ დღეშია და არასასურველი მატჩები თუ შედეგები იდება, ეს ყველას გვაღიზიანებს, მაგრამ საიტზე ყოველთვის დაიცავით ცენზურა, საიტის ადმინისტრატორი გოგოა რომელიც გვანებივრებს უამრავი ახალი სტატიებით, აქ სხვა გოგოებიც შემოდიან და კითხულობენ კომენტარებს, ყველამ ვეცადოთ ცენზურა დავიცვათ, არ მინდა ეს მიმართვა რამოდენიმეჯერ გავიმეორო, წინააღმდეგ შემთხვევაში გინების ავოტრებს ბანს დავადებთ რამოდენიმე დღიანს. გმადლობთ ყურადღებისთვის.
2
№2
ავტორი: ikeoni
28 ნოემბერი 2018 14:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11614
Imedia Im felas vnaxavt romelic evertonshi tamashobda
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
28 ნოემბერი 2018 16:17
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ფაქტია რთულ სიტუაციაში ბოლო იმედი სულ ფელაინია, ეს იმის გამო ხდება რო გააზრებული შეტევების ნაკლებობაა გუნდში, რა შეტევებიც კეთდება იმასაც ვერ იყენებენ.
0
№4
ავტორი: GIOMU
29 ნოემბერი 2018 20:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
ისე მოუს გარდა არავის ჯეროდა ამისი, მეც არ მჯეროდა. ახლა ფაქტია მეორე სართულზე ამას მგონი ანალოგი არ ჰყავს. ამიტომ უნდა დარჩეს გამოსადეგია.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top