პოლ სქოულზი მიიჩნევს, რომ მოურინიომ უნდა დაივიწყოს მისი წარსულში მიღწეული შედეგები და ამჟამინდელ მდგომარეობაზე მოახდინოს სრული კონცენტრაცია. წითური პრინცი ჟოზეს მატჩის შემგდომმა პრესკონფერენციამ გააბრაზა. „ჩემს მოყვარულებს - უბრალოდ მინდა, შეგახსენოთ პატარა სტატისტიკა: 14 სეზონი და 14-ჯერ ჯგუფური ეტაპიდან გასვლა „ჩემპიონთა ლიგაზე“. ხოლო იმ სეზონზე, როცა „ჩემპიონთა ლიგაზე“ ვერ ვითამაშე, „ევროპა ლიგის“ ტიტული აღვმართე,“ - განაცხადა ჟოზემ, რაზეც სქოულზისგან შემდეგი პასუხი მიიღო:
„მისი საუბარი ყოველთვის „მე-თი“ შემოიფარგლება. მე მოვიგე „ჩემპიონთა ლიგა“, მე მოვიგე „ევროპის ლიგა“... ბოლოს, როცა ფეხბურთს თვალი მოვკარი ის გუნდური თამაში იყო.“
„საუკეთესო გუნდები მსოფლიოში შემტევ ფეხბურთს თამაშობენ. მაღალი პრესინგითა და ბევრი შეტევით გამოირჩევიან. ბევრი კლუბი არ თამაშობს ისეთ ფეხბურთს, როგორსაც მოურინიო ახლა ბიჭებს ათამაშებს. ჩემთვის ეს წარმოუდგენელია.“
„რატომ ფიქრობს, რომ ყოველ წუთას აუცილებელია იმის შეხსენება რომ მან რაღაც მოიგო? ჩვენ ყველამ ვიცით, რა მოიგო მან და მისმა გუნდებმა.“
„რა თქმა უნდა, მას ანაღვლებს ეს ყველაფერი და ყველას ანაღვლებს, ჩვენც გვანაღვლებს. ჩვენ გვინდა მოგება, ჩვენ გვინდა რომ გავიდეთ შემდეგ ეტაპებზე „ლიგაზე“.
„საერთოდ არ იყო ეს შესანიშნავი თამაში. ვიმედოვნებ, რომ მისი აღნიშვნა ბრაზით იყო გამოწვეული და გულში ფიქრობდა: „როცა გასახდელში შევალ, არავის სახეზე არ მსურს ღიმილის დანახვა, იმიტომ რომ ეს ყველაფერი საკმარისად კარგი არ იყო.“
„ვიცი, რომ „მანჩესტერმა“ თამაში მოიგო. ეს ძალიან კარგია და მოხარული ვარ ფელაინის გამო. მათ ბოლომდე იბრძოლეს და ეს კარგია. და ჰო, დე ხეა... მან ისევ იხსნა „იუნაიტედი“, - დაასრულა სქოულზმა.