თბილისი:
მანჩესტერი:
28-11-2018, 10:51
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1508,
კომენტარები: 7
"შეტყობინება ჩემს მოყვარულებს"
მოურინიოს მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია
გუშინ "მანჩესტერ იუნაიტედმა" "იანგ ბოიზი" ბოლო წუთებზე გატანილი გოლით მინიმალური ანგარიშით დაამარცა. შეგიძლიათ იხილოთ მოურინიოს მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია:

ჯგუფური ეტაპიდან გასვლა კარგია

„ჯგუფური ეტაპიდან გავედით, რაც კარგია. ძალიან რთული ჯგუფი შეგხვდა და ჩვენ გასვლა ისე მოვახერხეთ, რომ კიდევ ერთი მატჩი გვაქვს ჩასატარებელი. რაც შეეხება თვითონ თამაშს, ბევრი პოზიტიური რამ შეიმჩნეოდა, ბევრიც ნეგატიური. ძალიან ბევრი მომენტი შევქმენით და გავაფუჭეთ, ბევრი გადამწყვეტი მომენტი...“

ფეხბურთელებმა ყველაფერი გააკეთეს

„როდესაც თამაშს იწყებ და მალევე ვერ იტან გოლს რაღაც გრძნობა გეუფლება. ჩვენ არ ვართ გუნდი, რომელსაც ბევრი გოლი გააქვს. ჩვენ ვგრძნობთ ამას. მაგალითად, „ჩემპიონთა ლიგიდან“ მხოლოდ ერთი გატანილი გოლით გავედით. ეს არ არის კარგი ამბავი. ბიჭებიც გრძნობენ ამ წნეხს. მაგრამ დღეს გასახდელში ყველა ძალიან დაღლილი დაბრუნდა. ეს არის ის, რაც ძალიან მომწონს. მათ ყველაფერი დადეს მოედანზე და მათი ძალისხმევა ძალიან დიდი იყო.“

შექება ფელაინს

„ფელი ბევრს მუშაობს. ეს არის ის, რაც შენ შეგიძლია მოითხოვო, როგორც მწრთვნელმა და ეს არის ის, რაც ფეხბურთელმა უნდა გააკეთოს ვინმეს მოთხოვნის გარეშე. მარუანი ამ ყველაფერს აკეთებს. რა თქმა უნდა, ფრე ძალიან, ძალიან დამამწუხრებელი იქნებოდა ჩემთვის, რადგანაც ეს გაშვებული შანსი იქნებოდა ხელიდან. მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ ფეხბურთელების შემართებით, მონდომებით და საერთო ჯამში შეცვლილი სურათით.“

ლინდელოფის შესახებ

„ვიმედოვნებ, რომ საშობაოდ თამაშს შეძლებს. დაახლოებით სამი კვირა დასჭირდება მის გამოჯანმრთელებას.“

მოურინიოს რეკორდი

„უფლება მომეცით, ჩემს მოყვარულებს პატარა შეტყობინება გავუგზავნო... მათთვის ვისაც უბრალოდ სტატისტიკა უყვარს: 14 სეზონი და 14 ჯგუფიდან გასვლა პრემიერ ლიგაში. არცერთი ჩემი გუნდი არ დარჩენილა ჯგუფურ ეტაპს მიღმა და იმ სეზონში, როცა „ჩემპიონთა ლიგა“ ვერ ვითამაშე, „ევროპის ლიგის“ ტიტული აღვმართე.“

წყარო: ManUtd.com
პრესკონფერენცია
7 კომენტარი
№1
ავტორი: Ole__boss
28 ნოემბერი 2018 10:58
  • სიახლეები: 50
  • კომენტარები: 102
დაჟე ტიპმა 3 წუთი რომ დაამატა, მაშინაც 3 თით აჩვენა :დდდ
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
28 ნოემბერი 2018 12:17
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ჟოზეს სტანდატული პრესკონფერენცია...
0
№3
ავტორი: JuanMata
28 ნოემბერი 2018 12:48
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ჯგუფიდან რომ ვერ გავსულიყავით იტყოდა, ეს მანჩესტერისთვის ახალი არ არის.

ყველაფერზე აქვს პასუხი, თუ რამე კარგი ხდება, თავის დამსახურებებს შეგვახსენებს, თუ ცუდი - ფეხბურთელებს და კლუბს მიასხამს wink
0
№4
ავტორი: giorgi_mg
28 ნოემბერი 2018 13:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
სტატისტიკა შთამბეჭდავია, მაგრამ მაინც გვინდა რომ დაგვტოვო
0
№5
ავტორი: ikeoni
28 ნოემბერი 2018 13:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Formashia:)))
0
№6
ავტორი: Dato kutaisi
28 ნოემბერი 2018 22:25
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3193
ქართველ პოლიტიკოსებს მაგონებს ეს კაცი.როგორც უნდა ისე რო აბამს ყურს ქოთანს
0
№7
ავტორი: GIOMU
29 ნოემბერი 2018 20:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
უყუდეთ ფეხბურთელები, ისინი ვინც სურს, და არა მეათასე ალტერნატიული ვარიანტები და ნახავთ რისი გაკეთებაც შეუძლია...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top