ჟოზე მოურინიო დაჟინებით აცხადებს, რომ დავიდ დე ხეას „იუნაიტედში“ დარჩენა სურს. პორტუგალიელს ძალიან დიდი იმედი აქვს, რომ ესპანელთან ახალ კონტრაქტს მალევე გააფორმებს. მატჩის შემდეგი პრესკონფერენციის შემდეგ მოურინიომ განაცხადა:
„დავიდი მსოფლიო დონის ფეხბურთელია. ის საუკეთესო მეკარეა და ჩვენ ის გვჭირდება. მასთან ერთად სხვა მსოფლიო დონის ფეხბურთელებიც გვჭირდება გუნდში“.
„ამ მომენტისთვის ყველა ხედავს ვის ჰყავს საუკეთესო მეკარე კლუბში და მე დანამდვილებით ვიცი, რომ მას დარჩენა სურს“.
„ვიცი, რომ ძალიან კარგი აგენტი ჰყავს და ის ყოველთვის იმას აკეთებს, რაც დევიდს სურს. არც ის გაგიკირდებათ, თუ გეტყვით, რომ ხელმძღვანელობასაც სურს დე ხეას შენარჩუნება. ვიმედოვნებ, ადრე თუ გვიან შეთანხმებას მივაღწევთ“.
ესპანელმა ტურის მოთამაშის ტიტული ხმათა 59%-ის უმრავლესობით მოიგო. მოურინიო გაოცებული იყო დე ხეას მეორე ტაიმის სეივით, რომელმაც გუნდი, ფაქტობრივად, დამარცხებას გადაარჩინა.
„ვფიქრობ, მხოლოდ ამ ერთი სეივით შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, თუ რამდენად ფენომენალურია ის. მან გუნდს გამარჯვების საშუალება მისცა. ასე იქცევიან მსოფლიოს საუკეთესო მეკარეები“.
„ის უდავოდ საუკეთესოა. ამას ყოველ წამს, ყოველ მატჩზე ამტკიცებს. საოცარ სეივებს აკეთებს და ამ სეივებს გუნდისთვის ქულები მოაქვს“.
„ამ შემთხვევაში, დევიდმა, ფაქტობრივად, ჯგუფიდან გაგვიყვანა, რადგან თუ ამ გოლს გავუშვებდით სერიოზულ გასაჭირში ამოვყოფდით თავს. ის მსოფლიო დონისაა, ეს უდავოა“, - დაასრულა პორტუგალიელმა.