თბილისი:
მანჩესტერი:
27-11-2018, 21:25
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1630,
კომენტარები: 8
"ყველაფერს გავაკეთებთ რომ "ლიგაზე" დავრჩეთ"
მოურინიოს მატჩის წინა პრესკონფერენცია. სიახლეები ტრამვებზე და დღევანდელ გასამართ მატჩზე.
დღეს "იუნაიტედი" "იანგ ბოიზის" წინააღმდეგ მატჩს გამართავს. მოურინიომ, ტრადიციისამებრ, "იუნაიტედს" ინტერვიუ მისცა და სიახლეებზე ისაუბრა:

-ჟოზე, რა შეგიძლიათ გვითხრათ ტრამვებზე?
-როხო და ლინდელოფი ისევ შეუძლოდ გრძნობენ თავს. დარმიანს ოდნავ აწუხებს ტრამვა, დანარჩენი ყველა მზად არის.

-ვიქტორმა საოცარი სიმამაცე გამოიჩინა შაბათს. ასეთ შემართებას ელით ყველასგან?
-რა თქმა უნდა. ჩვენ მეტი ცვლილება აღარ გვრჩებოდა. მან აბსოლუტურად ყველაფერი გაიღო იმ დღეს გუნდისთვის. მას მოუწია რომ დაცვის ხაზის წინ ეთამაშა, რადგან გადაადგილებაც კი უჭირდა და მცველად ვერ ითამაშებდა, მაგრამ ის იქ დარჩა. აღფრთოვანებული ვარ ვიქტორით.

-„პალასთან“ ჩატარებული მატჩი დიდი იმედგაცრუებაა ყველასთვის. ახლაც ამაზე უნდა იფიქროთ?
-არ ვაპირებ გაჩერებას. თუ იმედგამაცრუებელი შედეგის შემდეგ თქვენ ერთ ადგილას გაჩერებას მიეჩვევით, ვერასდროს შეძლებთ სიბნელიდან გამოსვლას. შაბათის შემდეგ სამშაბათის მატჩისთვის მოსამზადებლად მხოლოდ ორი დღე მრჩებოდა, ასე რომ სიმართლე რომ გითხრათ ბევრი დრო არც მქონდა ამაზე საფიქრელად. ეს წარსულია, მოდით აღარ ვიფიქროთ ამაზე. თუ ხვალ არ მოვიგებთ კიდევ გვაქვს შანსი რომ ჯგუფური ეტაპიდან გავიდეთ. მაგრამ მაინც ისე უნდა მივუდგეთ ამ ყველაფერს, როგორც ბოლო მატჩს. ასე უნდა იფიქროს ყველამ. მე, ფეხბურთელებმა, გულშემატკივრებმა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამის მისაღწევად.

-კარგია, რომ „ლიგის“ ბედი თქვენს ხელშია, ასე არ არის?
-დიახ. ჩვენ ბოლო ორი საშინაო მატჩიდან მხოლოდ ერთი ქულა ავიღეთ, მაგრამ ექვსი გასვლითი თამაშიდან ქულათა მაქსიმალური რაოდენობა მოვაგროვეთ. სწორედ ტურინში გამარჯვებამ დატოვა ყველაფერი ჩვენს ხელში. ამ მომენტისთვის შეიძლება ვიყოთ პირველი, მეორე, მესამე... რა თქმა უნდა, არავის სურს „ევროპის ლიგაზე“ თამაში. ამიტომ ვამბობ რომ ყველა მატჩში ჩვენი მაქსიმუმი უნდა დავდოთ. ჩვენ, ფაქტობრივად, იუვენტუსი-ვალენსიას მატჩზე ვართ დამოკიდებული. ეს თამაში გადაწყვეტს დღეს იქნება ჩვენთვის გადამწყვეტი მატჩი თუ არა. ორითამაში ჩავატარეთ სახლში, ორი რთული მატჩი „ვალენსიასა“ და „იუვენტუსის“ წინააღმდეგ. ვერ გეტყვით რომ უკმაყოფილო ვარ ამ თამაშებით, უბრალოდ ვერც ერთ მათგანში ვერ მოვახერხეთ ვერც გატანა, ვერც გამარჯვება. დღევანდელი თამაშიც რთულია. „იანგ ბოიზი“ გაცილებით უფრო ძლიერი გუნდია ვიდრე ხალხი ფიქრობს.

- დიახ, მათ მხოლოდ ერთი მატჩი წააგეს მშობლიურ ლიგაში, რაც ამტკიცებს, რომ „იანგ ბოიზი“ ნამდვილად კარგი გუნდია...
-დიახ, მაგრამ მათი ლიგა არც ისე რთული სათამაშოა. „ბაზელის“ წინააღმდეგ რამდენიმე მატჩი მაქვს ჩატარებული, როცა ისინი იგივე სიტუაციაში იყვნენ როგორც დღეს „იანგ ბოიზია“. აქ უბრალოდ ერთი გუნდი დომინანტურ პოზიციას იჭერს. მათ ტიტული უკვე მოიგეს, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ დეკემბერი არც კი დაწყებულა. ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ, მათ ქვეყანაში საუკეთესო. მებრძოლი კლუბია და ვიცი, ხვალ ბევრ პრობლემას შექმნიან.

- ტურინში საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენეთ. ხომ არ ფიქრობთ, რომ ამან ფეხბურთელებს მეტი მოტივაცია მისცა და ისინი გაცილებით უფრო მეტზე იფიქრებენ ვიდრე უბრალოდ ჯგუფიდან გასვლაა?
-თუ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვების კანდიდატებს გადახედავთ, პირველ სამ გუნდში ერთ-ერთი „იუვენტუსია“. მათთან გამართული მატჩიდან ერთი წავაგეთ და ერთი მოვიგეთ. ორივე ძალიან რთული და ჩაკეტილი თამაში იყო. მაგრამ მაინც შევძელით მათთვის ღირსეული წინააღმდეგობის გაწევა. თუმცა „ლიგის“ პირველი სირთულე ჯგუფიდან გასვლაა. ჩვენი ჯგუფი ერთ-ერთი ყველაზე რთული ჯგუფია. ერთ ძალიან კარგ გუნდს „ევროპის ლიგაზე“ მოუწევს თამაში. ჩვენ 6 ქულა გვაქვს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს გუნდი არ აღმოვჩნდეთ.

წყარო: ManUtd.com
პრესკონფერენცია
8 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
27 ნოემბერი 2018 21:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11517
Ulaparakod unda movigot tan didi angarishit
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
27 ნოემბერი 2018 21:47
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
ციტატა: ikeoni
Ulaparakod unda movigot tan didi angarishit


დიდი ანგარიშით მოგება საერთოდ თუ შეუძლიათ ეგეც აღარ ვიცი, თუმცა იმედი მაინც მაქ.
0
№3
ავტორი: giorgi_mg
27 ნოემბერი 2018 23:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ციტატა: SANDROGRIGA
ციტატა: ikeoni
Ulaparakod unda movigot tan didi angarishit


დიდი ანგარიშით მოგება საერთოდ თუ შეუძლიათ ეგეც აღარ ვიცი, თუმცა იმედი მაინც მაქ.

პირველი ტაიმი მორჩა, კარგი თავდამსხმელი რომ გვყოლოდა, ეხლა ანგარიში მინიმუმ 2:0 იქნებოდა და მეორე ტაიმს მშვიდად გააგორებდნენ ბურთს, ვნახოდ რა იქნება მეორეში, თუმცა კიდევ გამოჩნდა რომ ამ გუნდს კარგი გამტანი ჭირდება და არა ეს კრივოი ან ის ბუღა
0
№4
ავტორი: f.c.mu
28 ნოემბერი 2018 00:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 376
ფრედმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, ჯერ შორსაა ძირითადისგან
ლინგარდიც ძააან ცოდავს, კაკრას სუსტი რგოლები შეიცვალა, წესით აწი შევაგდებთ

ჯონსი კარგიააააა !!!!!!
0
№5
ავტორი: shotkin
28 ნოემბერი 2018 00:36
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
რა სლე გუნდი ვართ ვაი ვაი
0
№6
ავტორი: JuanMata
28 ნოემბერი 2018 00:53
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
მოიესის მემკვიდრეობაზე დგას მოურინიო. ისევ ფელაინი ან მატა თუ გდაგვარჩენს. wink
0
№7
ავტორი: GIOMU
28 ნოემბერი 2018 01:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
ნუ ჯგუფიდან გავედით. მაგრამ ტრანსფერები თუ არ განახორციელებს ვერ გავცდებით მერვეს...
0
№8
ავტორი: mishiko1
28 ნოემბერი 2018 09:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 228
საცოდაობა იყო ეს მანიუს არ ეკადრება ნახევარო გუნდი გასაშვებია და მწვრთნელიც ზედ უნდა მიაყოლო. ამ შემადგენლობით გუნდმა უკეთესად უნდა ითამაშოს მაგრამ ზოგი უჯიგროდ თამაშობს ზოგს კი კლასი არ ყოფნის ასეთი თამაშებისთვის.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top