ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა სულ უფროდაუფრო ახლოვდება. "იუნაიტედი" ახალი ტრანსფერებისთვის ემზადება, თუმცა "წითელმა ეშმაკებმა" შესაძლოა ისეთი ფეხბურთელი და ფიგურა დაკარგონ როგორიცაა მსოფლიოს ერთ - ერთი საუკეთესო კიპერი დავიდ დე ხეა.
ესპანელს კლუბში არსებული ვითარება არ მოსწონს, ცხადია გუნდი კრიზისშია და 28 - წლის მეკარეს ტიტულები სურს, შეძლებს კი "იუნაიტედი" უახლოეს მომავალში პრემიერ ლიგის ან ჩემპიონთა ლიგის მოგებას? ეს ის კითხვებია რის გამოც ძნელია დავიდი წასვლაში გაამტყუნო.
სპორტული ჟურნალისტი, ინგლისელი მეტ ლოუ საინტერესო განცხადებას აქვეყნებს. ლოუს აზრით, "მანჩესტერ იუნაიტედი" დე ხეას შენარჩუნებას მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეძლებს: მოურინიომ "ოლდ ტრაფორდი" უნდა დატოვოს.
"თუ კლუბის დირექტორთა საბჭო ფიქრობს, რომ დე ხეას გუნდიდან წასვლა ჟოზე მოურინიოს გამო სურს, მაშინ მათ მხოლოდ ერთი არჩევანი რჩებათ.
მსგავსი სიტუაცია იყო "ჩელსიშიც", როდესაც ლონდონურ კლუბმა მხარი დაუჭირა აზარს, ხოლო კონტე გათავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან. ეს შესაძლოა აღმოჩნდეს გადამწყვეტი პუნქტი ამ საკითხში". - განაცხადა დასასრულს ჟურნალისტმა.