თბილისი:
მანჩესტერი:
27-11-2018, 14:32
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1534,
კომენტარები: 4
ლუკ შოუმ მოურინიოს უპასუხა
ლუკ შოუს ინტერვიუ "იანგ ბოიზსთან" გამართული მატჩის წინ.
ლუკ შოუმ მოურინიოს უპასუხა
ლუკ შოუ აგვისტოსა და სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და ახლახანს მოაწერა 5 წლიან კონტრაქტს ხელი.

თუმცა გასულ კვირას მოურინიომ ლუკ შოუ, მარკუს რეშფორდი, ჯესი ლინგარდი და ანტონი მარსიალი კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაახვია: „ახალგაზრდა ბიჭები, რომლებსაც ბევრი რამ აკლიათ... ხასიათი, შემართება, ის აგრესია რაც ფეხბურთს სჭირდება... მათ ბევრი აქვთ დასახვეწი“.

აღნიშნული ინტერვიუ პორტუგალიელმა ოქტომბრის ბოლოს მისცა, მას შემდეგ კი ის შოუზე დიდი სიმპატიებით საუბრობს. ჟურნალისტებმა ახალგაზრდა მცველს ჰკითხეს ხომ არ მოახდინა მასზე გავლენა მენეჯერის სიტყვებმა, რაზეც პრესამ შემდეგი პასუხი მიიღო:

„რაღაცნაირად მესიამოვნა კიდეც. ჩემთვის ყველაფერი რასაც ის ამბობს ბოლო ორი წლის განმავლობაში დიდი გამოწვევაა. ბოლოს რაც აღნიშნა უფრო თაობის პრობლემაა, ვიდრე ინდივიდუალური პრობლემა. არ ვფიქრობ, რომ მას კონკრეტულად ჩემი გაკრიტიკება სურდა. ის დღევანდელ თაობაზე საუბრობს და ვფიქრობ სულ საკუთარ თავს ადარებს უფრო ადრეულ ასაკში“.

„ახლა ერთადერთი რაზეც ვფიქრობთ ხვალინდელი მატჩია. ბევრს ვშრომობთ, ბევრს ვმუშაობთ, ბევრს ვვარჯიშობთ. ვეცდებით, რომ ხვალ ყველაფერი თავის ადგილას იყოს“.

„რთულ პერიოდს გავდივართ, მაგრამ რაც შემიძლია დანამდვილებით გითხრათ არის ის, რომ ეს მსოფლიოში უდიდესი კლუბია. ჩვენ როგორც ფეხბურთელებმა ყველაფერი უნდა მივიღოთ და გავიაზროთ. კრიტიკა ცუდი არაა, უბრალოდ მეტი მუშაობაა საჭირო მენეჯერისთვის, გუნდისა და გულშემატკივრებისთვის“.

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს ყველაფერი ძალიან რთულია, მაგრამ მე იმიტომ მოვაწერე კონტრაქტს ხელი, რომ ვიცი ყველაფერი კარგი წინაა. ვიმედოვნებ, რომ ეს ყველაფერი ძალიან მალე შეიცვლება უკეთესობისკენ“.

მოურინიომ ასევე რამდენიმე ფეხბურთელი უგულოდ თამაშში დაადანაშაულა. ასევე გამოყო რამდენიმე მოთამაშე, რომელსაც მეტად ანაღვლებს გუნდის ბედი ვიდრე სხვებს. შოუმ აღნიშნულზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია „პალასთან“ ჩატარებული მატჩით, მაგრამ სჯერა, რომ ფეხბურთელები სწორი მიმართულებით მიდიან:

„არ ვიცი, რთულია ამის თქმა. რა თქმა უნდა, ხანდახან შეიძლება შორიდან ისე ჩანდეს, რომ ფეხბურთელებს აკლიათ მონდომება და შემართება. მაგრამ მე ვუყურებ მათ სავარჯიშო მოედანზეც, გასახდელშიც და ვფიქრობ, რომ ყველას სურს გამარჯვება, ყველას მიზანი ერთია - დაუბრუნოს „იუნაიტედი“ თავის ადგილს“.

„რა თქმა უნდა, ასეც უნდა მოხდეს. ბოლო რამდენიმე დღე ყველასთვის იმედგამაცრუებელი იყო. სანაკრებო შესვენების შემდეგ აუცილებლად გამარჯვებით უნდა დაგვეწყო. ეს დიდი იმედგაცრუებაა, მაგრამ კლუბისთვის, მენეჯერისთვისა და გულშემატკივრებისთვის უნდა ვიბრძოლოთ“, - დაასრულა შოუმ.


წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
4 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
27 ნოემბერი 2018 14:50
  • სიახლეები: 2945
  • კომენტარები: 3956
მადლობა ავტორს ვრცელი და საინტერესო სტატიებისთვის.
3
№2
ავტორი: SANDROGRIGA
27 ნოემბერი 2018 14:55
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
შემართება ნამდვილად აკლია უმეტესობას გუნდში, ეს რო არ აკლდეთ ერთი-ორად უკეთესი შედეგი იქნებოდა.
0
№3
ავტორი: ikeoni
27 ნოემბერი 2018 16:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11614
Imedia gamofxizldebit da mounatebt tamashs
0
№4
ავტორი: GIOMU
28 ნოემბერი 2018 01:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
ჟოზემ რომ არ თქვას ისე ვერ ხედვთ ხოლმე რომ ჩაჯმულები დადიან მოედანზე?
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top