თბილისი:
მანჩესტერი:
27-11-2018, 13:31
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1325,
კომენტარები: 4
მოურინიო: "იანგ ბოიზთან" მატჩი ჩვენთვის გადამწყვეტი არ არის"
ჟოზეს მატჩისწინა კომენტარი.
მოურინიო:
დღეს თბილისის დროით 00:00 სთ-ზე ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის მეხუთე ტურის მატჩები ჩატარდება. თავის რიგით მეხუთე შეხვედრას "ოლდ ტრაფორდზე" ჟოზე მოურინიოს გუნდიც გამართავს. "იუნაიტედი" შვეიცარიულ "იანგ ბოიზს" უმასპინძლებს.

ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში "წითლების" თავკაცმა განაცხადა, რომ "იუნაიტედისთვის" მეხუთე ტურის ეს შეხვედრა გადამწყვეტი მნიშვნელობის ნამდვილად არ არის.

"იმ შემთხვევაშიც კი არ ვიქნებით მეორე მატჩის შედეგზე დამოკიდებული, თუ ამ შეხვედრაში გამარჯვებას ვერ მივაღწევთ. ეს გადამწყვეტი დუელი ჩვენთვის ნამდვილად არ არის. თუმცა "მანჩესტერ იუნაიტედმა" მინდა, რომ საწყისი წუთებიდანვე ისე ითამაშოს, რომ ეს ჩვენი უკანასკნელი შანსია ფლეი -ოფში გასასვლელად". - ციტირებს უეფას პრეს სამსახური ჟოზეს სიტყვებს.



წყარო: euro-football
სიახლეები
4 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
27 ნოემბერი 2018 13:52
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
აუცილებლად მოსაგები თამაშია, არა მარტო ფლეი-ოფში გასვლისთვის, ისედაც. ამდენი უსახური მატჩების მერე ცოტა ხასიათს გამოგვიკეთებენ იმედია.
0
№2
ავტორი: ikeoni
27 ნოემბერი 2018 16:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11630
Imedia didi angarishit movigebt ra
0
№3
ავტორი: mishiko1
27 ნოემბერი 2018 20:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 228
აუცილებლად უნდა მოვიგოდ, იანგ ბოიზთანაც თუ ვერ მოვიგეთ რაღა გვინდა ლიგაზე? მოურინიო მოსაცილებელია გუნდიდან, არამგონია ახლა მაგრამ სეზონის ბოლოს მოუწევს გუნდიდან მიბრძანება, არამგონია წელს ემიუ ოთხეულში მოხვდეს ან როგორ მოხვდება ნახევარ გუნდს არ ელაპარაკება ეს შობელძაღლი ვინც თამაშის აზრზე არის ყველას გუნდიდან გაქცევა უნდა: პოგბას, მარსიალს, დეხეას, რეშფორდს, ლუკაკუს,ბაილს, ეს ისენი არიან ვინც მოურინიოს დარჩენის შემთხვევაში გუნდს დატოვებენ. გადააყოლებენ გუნდს ამ თავისთავზე შეყვარებულ მოურინიოს.
0
№4
ავტორი: GIOMU
28 ნოემბერი 2018 01:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
ამ უმოტიავციო ფეხბურელებს კიდე ამის გაგონება უნდოდათ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top