ჟოზე მოურინიო მიიჩნევს, რომ ფეხბურთელებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ზედმეტი წნეხის ქვეშ უეწვთ თამაში „ოლდ ტრაფორდზე“, შეუძლიათ სახლში დარჩნენ და მატჩებს იქიდან უყურონ.
„იუნაიტედმა“ მხოლოდ სამი საშინაო მატჩი მოიგო 9 მატჩიდან. მიუხედავად სახლში ჩატარებული ცუდი თამაშებისა, „მანჩესტერი“ პირველი ინგლისური კლუბი გახდა, რომელმაც „ჩემპიონთა ლიგაზე“ გასვლით თამაშზე „იუვენტუსი“ დაამარცხა.
მოურინიოს შეგირდებმა 3-0 დაამარცხეს „იანგ ბოიზი“ ბერნში. პორტუგალიელს ჟურნალისტებმა ჰკითხეს ხომ არ გრძნობდა თავს უფრო არაკომფორტულად „ოლდ ტრაფორდზე“ ვიდრე სტუმრად, რაზეც პრესამ შემდეგი პასუხი მიიღო:
„რა თქმა უნდა, არა. ვფიქრობ, გულშემატკივრებისა და სტადიონის უპატივცემულობა იქნება თუ ვიტყვით, რომ სახლში თამაშს გასვლით მატჩებზე თამაში გვირჩევნია. რა თქმა უნდა, არას გეუბნებით მსგავს შეკითხვებზე.“
„იანგ ბოიზთანაც“ სახლში თამაში მირჩევნია. ყოველთვის, ყოველთვის მირჩევნია სახლში თამაში. ერთ რამეს გეტყვით, თუ სახლში თამაშით თავს უფრო დიდი წნეხის ქვეშ გრძნობთ, მოდით სახლში დარჩით, ამ შემთხვევაში „ოლდ ტრაფორდს“ არ ვგულისხმობ. ვგულისხმობ, რომ თუ თქვენ იმ პირობებში თავს ცუდად გრძნობთ როცა ამდენი ხალხი მოდის და ასეთ გარემოს გიქმნით, მოდით სახლში მოკალათდით ტელევიზორის წინ და იქიდან უყურეთ ფეხბურთს.“
მოურინიოს ჰკითხეს რას ფიქრობს „იუნაიტედის“ ამ სეზონის ფორმაზე ჟურნალისტებმა შემდეგი პასუხი მიიღეს:
„არაფრის თქმას არ ვაპირებ თქვენთვის. როდესაც ხანდახან ვცდილობ ამ ყველაფრის ახსნას, კრიტიკის ქარ-ცეცხლში მახვევთ იმიტომ რომ ამ ყველაფერს ვხსნი. ასე რომ არაფრის თქმას არ ვაპირებ.“
„მირჩევნია ხვალინდელ დღეზე ვისაუბრო და არა გუშინდელზე. როდესაც ღიად და გულწრფელად გესაუბრებით და თქვენთან ერთად ვცდილობ რაღაცების ანალიზს, ამას კარგი არაფერი მოჰყვება. ასე რომ თქვენთან საუბარი არ მსურს. მგონი რაც უფრო ცოტას ვისაუბრებ მით უკეთესია.“