თბილისი:
მანჩესტერი:
26-11-2018, 16:14
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1345,
კომენტარები: 5
სავარაუდოდ ახალი ხელშეკრულება გაფორმდება
ესპანელი ფეხბურთელი კლუბში დარჩენასთან ძალიან ახლოსაა.
სავარაუდოდ ახალი ხელშეკრულება გაფორმდება
"მანჩესტერ იუნაიტედის" ესპანელი ნახევარმცველის ხუან მატას კონტრაქტი ამოწურვის პირასაა. ხელმძღვანელობას ფეხბურთელის გაშვება არ სურს, მატა მოურინიოს სამომავლო გეგმებში განიხილება, აქედან გამომდინარე თავად მატასაც არ სურს "ოლდ ტრაფორდის" დატოვება.

თუმცა პრესა აქტიურად წერდა და წერს იმის შესახებ, რომ მატას კლუბიდან წასვლა და ძალების სხვა გუნდში მოსინჯვა სურს. განსხვავებული ინფორმაცია გაავრცელა Mirror - მა, აღნიშნული წყაროს ცნობით, ხუან მატა ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ძალიან ახლოსაა.

ხელშეკრულების ახალ ვადებს რაც შეეხება, ხუანი დამატებით 2 წელიწადს კიდევ მიიღებს, კონტრაქტის შესაბამისი ქვეპუნქტებითა და ახალი ანაზღაურებით.

ნახევარმცველს, კლუბთან მიმდინარე კონტრაქტი სეზონის დასრულებისთანავე ეწურება, თუმცა ხელშეკრულების მუხლების თანახმად, "წითლები" ბოსებს შეუძლიათ კონტრაქტი ავტომატურად ერთი წლით გაახანგრძლივონ, ეს მათ არ სურთ და ესპანელს შედარებით გრძელვადიან კონტრაქტს შესთვაზებენ.


წყარო: euro-football
ახალი ამბები
5 კომენტარი
№1
ავტორი: Z A R D I
26 ნოემბერი 2018 16:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 57
სათაური რო წავიკითხე დე ხეა მეგონა... :დდ
კულიბალი მანიუშიო აჭრელდა პრესა ვნახოთ ცხელი ზამთარი გველის wink


0
№2
ავტორი: ikeoni
26 ნოემბერი 2018 16:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11614
Dzalian kargi❤️
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
26 ნოემბერი 2018 21:59
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
საჭირო ფეხბურთელია მატა
0
№4
ავტორი: mishiko1
27 ნოემბერი 2018 20:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 228
გუნდი რა დღეში ჩააგდეს მატაც სახვეწარი გაგვიხდა, ყველა თავს იკავებს კონტრაქტის გახანგრძლივებისგან მოურინიოს გამო. გაუშვან ეს კაცი და დავისვენებთ ყველა.
0
№5
ავტორი: GIOMU
28 ნოემბერი 2018 01:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
მატა უნდა დავტოვოთ აუცილებლად!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top