2 თამაში და 3 დაბადების დღე - "მანჩესტერული" კვირა.
„მანჩესტერ იუნაიტედისთვის“ დატვირთული კვირა იწყება. „წითლებს“ ორი თამაში აქვთ ჩასატარებელი „იანგ ბოიზსა“ და „საუთჰემპტონის“ წინააღმდეგ. მოდით, წინასწარ გადავხედოთ მომავალი კვირის წითელ მომენტებს.
ორშაბათი
„მანჩესტერ იუნაიტედი“ კვირას ვარჯიშით დაიწყებს და „ჩემპიონთა ლიგაზე“ გასამართი მატჩისთვის მოემზადება. დღეს ჟოზე მოურინიო მატჩის წინ პრესკონფერენციას ჩაატარებს, სადაც გუნდის ფორმაზე ისაუბრებს. პრესკონფერენციის დეტალებს მოგვიანებით მოგაწვდით.
26 ნოემბერი „იუნაიტედის“ ისტორიაში დიდი დღეა. კლუბმა ამ დღეს „მანჩესტერის“ მეფე, ერიკ კანტონა, შეიძინა. ფორვარდი „წითლებს“ 1992 წელს შემოუერთდა. 5 წელიწადში ჩაატარა 171 მატჩი, მოიგო 4 პრემიერ ლიგისა და ორი ინგლისის თასის ტიტულები.
სამშაბათი
საღამოს „იუნაიტედი“ „ოლდ ტრაფორდზე“ „იანგ ბოიზს“ უმასპინძლებს. თუ მასწპინძლები მატჩს გამარჯვებით დაასრულებენ და ამასთანავე „ვალენსია“ „იუვანეტუსთან“ წააგებს, ეს ნიშნავს, რომ „იუნაიტედი“ ჯგუფიდან გასულია.
ოთხშაბათი
„ჩემპიონთა ლიგაზე“ ჩატარებული მატჩის შემდეგ მთელი ყურადღება „პრემიერ ლიგაზე“ გადავა და გუნდი „საუთჰემპტონთან“ ჩასატარებელი მატჩისთვის დაიწყებს მზადებას.
„წითლებს“ „სეინთ მერის“ სტადიონთან კარგი მოგონებები აკავშირებთ. „მანჩესტერს“ „საუთჰემპტონის“ სახლში არ წაუგია 2003 წლის შემდეგ. გასულ წელს, ჟოზე მოურინიოს შეგირდებმა 1-0 მოიგეს რომერო ლუკაკუს გატანილი გოლის წყალობით.
ხუთშაბათი
29 ნოემბერი „წითლებისთვის“ ასევე დიდი დღესასწაულია. ამ დღეს „იუნაიტედი“ „მანჩესტერის" ლეგენდის, რაიან გიგზის, 45 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამჟამად გიგზი უელსის მწრთვნელია, მაგრამ შესაძლოა ერთი დღით შვებულება აიღოს და მანჩესტერს ეწვიოს იუბილეს აღსანიშნავად.
პარასკევი
ჟოზე მორიგ პრესკონფერენციას გამართავს „საუთჰემპტონთან“ ჩასატარებელი მატჩის შესახებ. სავარაუდოდ, პორტუგალიელი გუნდის სიახლეებზეც ისაუბრებს. აღნიშნულ პრესკონფერენციას 30 ნოემბრის საღამოს მოგაწვდით.
შაბათი
„იუნაიტედი“ „პრემიერ ლიგაში“ ბრუნდება და დეკემბრის 7 მატჩიდან პირველ თამაშს ჩაატარებს.
ამასთანავე „წითლები“ ჯეიმს უილსონის 23 წლის იუბილეს აღნიშნავენ. „იუნაიტედის“ ფორვარდი ამჟამად განათხოვრებულია და, სავარაუდოდ, ბევრი დრო არ ექნება აღსანიშნავად, რადგან „სელტიკთან“ გასამართი მატჩისთვის ემზადება.
კვირა
2 დეკემბერს „წითლები“ კიდევ ერთ დაბადების დღეს აღნიშნავენ. მატეო დარმიანი 29 წლის ხდება. იმედია, „იუნაიტედი“ შაბათის მატჩსაც გამარჯვებით დაამთავრებს და იტალიელიც დაბადების დღეს სიხარულით შეხვდება.
წყარო:
ManUtd.com