არსებული სიტუაციით ძველი "მანჩესტერელი", გარი ნევილიც, ინტერესდება. მისი აზრით, ფეხბურთელებსა და გუნდს მოტივაცია აკლიათ და მათ უბრალოდ გაცილებით მეტი უნდა გააკეთონ გუნდისთვის:
„ოლდ ტრაფორდზე“ არ ვყოფილვარ, მაგრამ იმ ხალხს ვესაუბრე ვინც თამაშს დაესწრო. ფეხბურთელების განწყობა თითქოს გულშემატკივრებსაც გადაედოთ. ისინი სტადიონზე იგივე მოტივაციით, შემართებით აღარ დადიან.
ვფიქრობ, ჟოზემ სწორი განცხადება გააკეთა როცა აღნიშნა რომ სეზონს ოთხეულში დაამთავრებდა. არ მგონია, რომ ეს სეზონის დასაწყისისთვის მისაღები ყოფილიყო, თუნდაც გასული სეზონის დასაწყისისთვის. იმიტომ რომ იმ პერიოდში ყველა ტიტულისთვის ბრძოლას ითხოვდა. ეს არის ის ადგილი სადაც „იუანიტედი“ უნდა იდგეს და არა ოთხეულისთვის ბრძოლა.
თუმცა ახლა ბიჭები ამ ყველაფერთან ახლოსაც კი არ არიან. ვუყურებთ და ვხედავთ თითქმის მოგებას „ჩელსისთან“, თითქმის მოგებას „იანგ ბოიზსთან“ და ხანდახან სახლში თამაშის დროს მოგებასთანაც კი არ არიან ახლოს.
ისინი მთლიანად არ არიან ჩართულები თამაშში. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ნახევრად თამაშობენ. არცერთი ფეხბურთელი არ დებს თავის მაქსიმუმს, მათ გაცილებით უფრო მეტი შეუძლიათ.
ჟოზემ შეიძლება ცვალოს ფეხბურთელები, იფიქროს რომელ მათგანს მისცეს შანსი, მაგრამ ყველა ვხედავთ, რომ არცერთი მათგანი არ ცვლის რაიმეს. ეს ერთი დიდი ბრძოლაა. ბოლომდე უნდა ვიწვალოთ, ვიწამოთ და ვიბრძოლოთ. ჩვენი მაქსიმუმი დავდოთ. სხვა გამოსავალს მე ვერ ვხედავ.“