თბილისი:
მანჩესტერი:
25-11-2018, 16:26
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1564,
კომენტარები: 8
"მანჩესტერ იუნაიტედს" პერეირას გაყიდვა სურს
ბრაზილიელის შესაძენად "ჩელსი", "არსენალი" და "ვალენსია" ინტერესდებიან.
„ჩელსი“და „არსენალი“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველისთვის, ანდრეას პერეირასთვის იბრძვიან. ინგლისლებს ბრაზილიელის შეძენა იანვარშივე სურთ. 22 წლის ახალგაზრდას კონტრაქტი ზაფხულში ეწურება.

„იუნაიტედს“ მისი გახანგრძლივება კიდევ 12 თვით შეუძლია. თუმცა როგორც “Sunday Mirror” განაცხადებს „მანჩესტერი“ მზადაა, რომ ბრაზილიელი 10 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გაყიდოს.

ინგლისური კლუბების გარდა პერეირათი „მონაკო“, „ინტერი“ და „ვალენსიაც“ ინტერესდებიან, სადაც ბრაზილიელი არენდით იმყოფებოდა გასულ სეზონზე. თუმცა ნახევარმცველს „პრემიერ ლიგაში“ დარჩენა სურს. ასე რომ „ჩელსისა“ და „არსენალის“ შეთავაზებები ბევრად უფრო რეალურია.

პერეირა მის დებიუტს „პრემიერ ლიგაში“ დიდხანს ელოდა. საბოლოოდ, „ლესტერთან“ საოცარი მატჩი ჩაატარა და მწრთვნელის შექებაც დაიმსახურა: „ის ფენომენალური იყო“. თუმცა ამის შემდგომ ბრაზილიელმა მხოლოდ ოთხი მატჩი ჩაატარა „პრემიერ ლიგაში“ წითლების მაისურით.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მან ერთი წელი არენდით „ვალენსიაში“ დაჰყო, სადაც ბევრი შთამბეჭდავი მომენტი შექმნა სტადიონზე. „ვალენსიას“ მისი დატოვება სურდა, თუმცა ბრაზილიელისთვის 10 მილიონი ფუნტი სტერლინგი ვერ გაიმეტა.

TheSun
ჭორები
8 კომენტარი
№1
ავტორი: OzBeTa
25 ნოემბერი 2018 16:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 188
ამ კაცს შანსს რატომ არ აძლევს ვერ გავიგე რაა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Manchester is RED
№2
ავტორი: JuanMata
25 ნოემბერი 2018 17:58
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
პერეირას თამაში რაც ვნახე, ყველგან ძალიან მომეწონა. საყრდენი არაა ამპლუით, მაგრამ ბურთი სწრაფად ააქვს წინ ძალიან კარგად, პოგბაზე ნაკლები დრიბლინგი და პასი ნამდვილად არ აქვს, დაცვაშიც მატიჩი-პოგბაზე უარესად არ თამაშობს (ვერ ვიხსენებ განსაკუთრებულ მძიმე შეცდომას, რომელიც პერეირამ დაუშვა), რამდენიმე მატჩში მახსოვს ყველაზე მეტი ართმევა და ჩაჭრა ჰქონდა. და პოგბა-მატიჩზე ერთად აღებულზე უფრო სწრაფია. ძალიან მობილურია და შეტევაშიც ასწრებს და დაცვაშიც.

რატომ არის მატიჩი მუდმივად ძირითადში, მისი ბოლოდროინდელი ცუდი თამაშის ფონზე, და პერეირა სკამზე, რომლისთვისაც 10-15 წუთიც ვერ გამოინახა მოედანზე შემოსასვლელად.
რატომ არ შეიძლება ცენტრი გვქონდეს ცოტა მსუბუქი და მობილური.

ჰომ ეტყობა თამაშებს, რომ სისწრაფეში ძალიან მოვიკოჭლებთ, როცა საქმე შეტევის წამოწყებას ეხება, რომ ვთქვა, მატიჩი, ფელაინი დაცვაში კედელივით დგანან და ამის გამო ამოჯობინებს-თქო, აშკარად ტყუილი იქნება, ჰოდა შეტევას მაინც შევმატოთ ტემპი.
0
№3
ავტორი: ikeoni
25 ნოემბერი 2018 18:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
რატო არ ეძლევა შანსი ამ ბიჭს რატოო:(((
0
№4
ავტორი: man21utd
25 ნოემბერი 2018 20:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 201
აუ ეს თუ გაყიდა დებილმა მოურინიომ ვნახავთ მერე კიდევ ერთ მის დიდ შეცდომას. დე ბრუნეს და სალაჰის შემთხვევაში რაც დაემართა და კიდე ბევრის იგივე განმეორდება. ჩემი აზრით ნახევარდაცვაში ეს ფრედი და პოგბა უნდა იდგნენ სხვა ვარიანტში ამ ნაგავ ფეხბურთს გვერდს ვერ აუვლით. ფელაინი კარგია მაგრამ ფელაინებით და მატიჩებით არამგონია ოთხეულს ახლოსაც მიუახლოვდეთ. სწრაფი ტექნიკური და მობილური ცენტრი გვჭირდება
0
№5
ავტორი: Lev
25 ნოემბერი 2018 20:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1513
ციტატა: man21utd
აუ ეს თუ გაყიდა დებილმა მოურინიომ ვნახავთ მერე კიდევ ერთ მის დიდ შეცდომას. დე ბრუნეს და სალაჰის შემთხვევაში რაც დაემართა და კიდე ბევრის იგივე განმეორდება. ჩემი აზრით ნახევარდაცვაში ეს ფრედი და პოგბა უნდა იდგნენ სხვა ვარიანტში ამ ნაგავ ფეხბურთს გვერდს ვერ აუვლით. ფელაინი კარგია მაგრამ ფელაინებით და მატიჩებით არამგონია ოთხეულს ახლოსაც მიუახლოვდეთ. სწრაფი ტექნიკური და მობილური ცენტრი გვჭირდება

ჩვენ კი გვინდა ძმა მაგრამ ამ ანტიმწვრთნელს არ უნდა და აი ვუდვორდს რა უნდა ნაღდად ვერ გავიგე და ჩვენ რაც გვინდა და გვჭირდება ეხლა ისაა რომ რამდენიმე ათასმა ფანმა ოლდ ტრაფორდთან მისასვლელი გადაკეტოს და ულტიმატუმები დააყენოს...თორემ ხელმძღვანელობას ასე მგონია ჩაეძინა
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№6
ავტორი: gaga1987
25 ნოემბერი 2018 22:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
sxvagan cava da mere 100limons gadavixdit.mwvrtneli gvinda vinc axalgazrdebtan kargad imushavebs.
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
26 ნოემბერი 2018 00:54
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
არავისზე ნაკლები არაა გუნდში თუ მეტი არა
0
№8
ავტორი: GIOMU
28 ნოემბერი 2018 01:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
ფრედი უნდა დატოვოთ და ეს გაუშვათ? დარწმუნებული ვარ ვუდვორდის ხრიკებია რა. 60 მილიონი გადაიხადეს ფრედში და სანამ 2 3 წელი არ დაალპობენ გინდაც უსახური ფეხბურთი ითამაშოს მანამდე არ გაუშვებენ რა...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top