„მანჩესტერ იუნაიტედი“ „უეფამ“ 8000 ევროს ოდენობით დააჯარიმა. „ჩემპიონთა ლიგის“ თამაშზე, „იუვენტუსთან“ გამართული მატჩის დროს, ერთ-ერთი გულშემატკივარი სტადიონზე შეჭრას ცდილობდა, რათა კრიშტიანო რონალდუს მიახლოვებოდა.
რონალდუ „ოლდ ტრაფორდზე“ 2009 წლის შემდეგ უკვე მეორედ დაბრუნდა. პორტუგალიელი გულშემატკივართან მიმართებით ძალიან თბილი აღმოჩნდა და ერთ-ერთ მათგანთან სელფიც გადაიღო.
„იუნაიტედი“ ამბობდა, რომ ისინი მაქსიმალურად აკონტროლებდნენ გულშემატკივარს, თუმცა მათ ამ სისტემის გადახედვა და გაძლიერება მაინც მოუწევთ.
როგორც აღმოჩნდა, „ოლდ ტრაფროდზე“ სტადიონზე შესულ გულშემატკივარს ორი სათამაშო იარაღიც ჰქონდა. მართალია, მან იარაღები სტადიონზე არ გამოაჩინა, მაგრამ შემდგომ მის ზურგჩანთაში აღმოაჩინეს.
„იუნაიტედი“ „უეფას“ მიერ ამ სეზონში უკვე მეორედ დაჯარიმდა. პირველად მათ 15 000 ევროს ღირებულების ჯარიმის გადახდა მოუწიათ, რადგან „ვალენსიასთან“ გამართული მატჩი დაგვიანებით დაიწყო.