რიო ფერდინანდმა ჟოზე მოურინიო ინტერვიუს შემდეგ გააკრიტიკა. ფერდინანდი 31 ოქტომბერს მიცემულ ინტერვიუზე საუბრობდა, სადაც მოურინიომ პუბლიკის წინაშე ძალიან ცუდად ისაუბრა ლუკ შოუს, ჯესი ლინგარდის, მარკუს რეშფორდისა და ანტონი მარსიალის შესახებ.
„როდესაც გუნდის მენეჯერი 4 თუ 5 ფეხბურთელს ანადგურებს, დიდი წნეხის ქვეშ ამყოფებს და თან ამბობს რომ მათი თამაშისადმი მიდგომა და განწყობა არასწორია, მართლა მაინტერესებს რას ელით?“
„გგონიათ, ფეხბურთელები მის მხარეს იქნებიან? გგონიათ, ფეხბურთელები გაჩერდებიან და გეტყვიან: „მაცადე, მოვუსმინო, ჩემი მენეჯერი ისევ მლანძღავს“? საერთოდ არ ვფიქრობ, რომ მენეჯერისთვის ეს სწორი მიდგომაა. ზოგი ამას პოზიტიურად მიუდგება, ზოგი ნეგატიურად. თუმცა, საერთო ჯამში, არ ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი დადებით შედეგს გამოიღებს ან ფეხბურთელებისთვის ან კლუბისთვის. მენეჯერები ასე არ იქცევიან.“
ფერდინანდი მიიჩნევს, რომ მოურინიოს ფეხბურთელების კრიტიკის უფლება აქვს, მაგრამ არა პუბლიკის წინაშე.
„არ გამოვრიცხავ, რომ რაც თქვა სიმართლე იყოს. ის დახურულ კარს მიღმა ხედავს ბიჭებს. ხედავს რას აკეთებენ ყოველდღიურად. თუმცა მას შეუძლია გაიყვანოს ეს ოთხი თუ ხუთი ბავშვი და უთხრას: „აი ამას ვფიქრობ თქვენზე, ასე მგონია რომ იქცევით“. ილაპარაკოს ეს ყველაფერი გასახდელში, გუნდის წინაშე, მაგრამ არა ამდენი ჟურნალისტისა და ამხელა პუბლიკისთვის. არც გულშემატკივრებს მოსწონთ ეს ყველაფერი, მერწმუნეთ.“
„როცა მოურინიო აქ მოვიდა სულ სხვანაირი იყო. მას მსოფლიოში „განსაკუთრებულის“ სახელით იცნობდნენ, სულ სხვანაირი ქარიზმა ჰქონდა. ყველა ამბობდა, რომ „ჩელსის“ ვერ იტანდნენ, მაგრამ ჟოზე უყვარდათ. „მანჩესტერში“ კი სულ სხვანაირად იქცევა, ყველაფერი თითქოს პირიქით ხდება. ბევრი აგრესია, ასეთი პრესკონფერენციები.. არ ვიცი“, - დაასრულა ფერდინანდმა.