თბილისი:
მანჩესტერი:
25-11-2018, 11:45
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1356,
კომენტარები: 8
"არ ვიცი, მოვახერხებთ თუ არა დე ხეას შენარჩუნებას"
ესპანელი ახალ კონტრაქტს ხელს არ აწერს
დავიდ დე ხეა მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მეკარე გახდება. ესპანელის კონტრაქტი ზაფხულში იწურება და მის შეძენას „პსჟ“ ცდილობს. მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მეკარეს ფრანგები 300 000 ევროს ოდენობით ყოველკვირეულ ანაზღაურებას სთავაზობენ და პოტენციურად მისი ხელფასი შეიძლება წლიურად 60 მილიონ ევროზე მეტიც გახდეს. როგორც პრესაში იწერება, დავიდი „პსჟს“ შემოთავაზებებს ელოდება და სწორედ ამიტომ არ ჩქარობს კონტრაქტის გახანგრძლივებას „იუნაიტედთან“.

„იუნაიტედი“ ისედაც ცუდ დღეშია. „პრემიერ ლიგაში“ მეშვიდე ადგილზე იმყოფებიან და ვერც ოთხეულში მოხვედრის პოტენციალი ჩანს. დავიდ დე ხეას დაკარგვა უდიდესი დანაკარგი იქნება მათთვის.

2011 წელს, როცა ესპანელი „მანჩესტერში“ გადავიდა, საშინელი წნეხის გადატანა უწევდა. მუდმივად ნეგატივს იღებდა როგორც პრესისგან, ასევე გულშემატკივრისგან. დღეს კი ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა მსოფლიოში.

როგორც პრესაში იწერება, დე ხეას ოცნებას ყოველთვის „რეალ მადრიდში“ თამაში წარმოადგენდა, მაგრამ დედლაინის ამოწურვის გამო 2015 წელს ეს ტრანსფერი ვერ შედგა. რადგანაც „ჩემპიონთა ლიგის“ ჩემპიონებს კურტუა უკვე შეუერთდა, ესპანელმა სხვა გუნდის ძებნა უნდა დაიწყოს.

„იუნაიტედი“ დე ხეასთან მოლაპარაკებებს დიდი ხანია აწარმოებს, მაგრამ უშედეგოდ. მოურინიომ რამდენიმე კვირის წინ აღიარა, რომ არ არის დარწმუნებული შეძლებს თუ არა ესპანელის შენარჩუნებას.

„იუვენტუსმა“ უკვე შეიძინა ახალი მეკარე, „პსჟს“ კი ბუფონის შენარჩუნება მხოლოდ ერთი სეზონით სურდა. ფრანგებს საოცარი შეტევა ჰყავთ, თუმცა დაცვაში უჭირთ და სწორედ ამიტომაც პრესა მიიჩნევს, რომ ესპანელი კიპერისთვის ყველაზე მეტად ისინი იბრძოლებენ.

„იუნაიტედი“ უკვე ეძებს დე ხეას შემცვლელს. „წითლებმა“ თვალი ჯორდან პიქფორდს დაადგეს.


Daily Mail
ჭორები
8 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
25 ნოემბერი 2018 12:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Imedia Es sashineleba ar moxdeba da dexea ar wava
1
№2
ავტორი: glory28
25 ნოემბერი 2018 12:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 535
მიეცით 360 000 ანდა 400 000 და დარჩებაა
0
№3
ავტორი: nika_nikusha
25 ნოემბერი 2018 13:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 276
უბრალოდ გუნდი რა დღეშია თუ ხვდებიან მაინც, ეს წავა პოგბაც თუ წავიდა სანჩესიც მარსიალიც ვიყოთ ლინგარდის იმედად. ერთი ჩმოურინიოს გაშვება არ ჯობია ამათ წასვლას და გუნდის დაშლას ? გააგდონ რა ეს კიბოო აღარ მინდა უკვე თამაშების ყურებააა, როდესღაც ხო უნდა გვეშველოს რამეე
0
№4
ავტორი: glory28
25 ნოემბერი 2018 13:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 535
ციტატა: nika_nikusha
უბრალოდ გუნდი რა დღეშია თუ ხვდებიან მაინც, ეს წავა პოგბაც თუ წავიდა სანჩესიც მარსიალიც ვიყოთ ლინგარდის იმედად. ერთი ჩმოურინიოს გაშვება არ ჯობია ამათ წასვლას და გუნდის დაშლას ? გააგდონ რა ეს კიბოო აღარ მინდა უკვე თამაშების ყურებააა, როდესღაც ხო უნდა გვეშველოს რამეე

მოურინიო არის ამის მიზეზი გეათანმები და წლის ბოლოს დიდი ალბათობით გაუშვებენ ჩემი პროგნოზი აეთია ჩემპიონათIს დასრულებამდე 5 ან 6 ტურით ადრე გაუშვებენ
0
№5
ავტორი: JuanMata
25 ნოემბერი 2018 14:27
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
4-ეულში მოხვედრის შანსი ძაან მიზერულია, ჩვენი თამაშის გათვალისწინებით, საერთოდ არც გვაქვს ალბათ.
დეხეა, პოგბა, მარსიალი წასვლას აპირებენ. ერერას და მატას შენარჩუნებაც სათუოა, სანჩესი ყველა ვარიანტში წავა, აგერ რეშფორდსაც სერიოზულად მოეკიდა უკვე რეალი. დაჟე იანგის შენარჩუნებაც გაგვიჭირდება (ამაზე დიდად გული არ დამწყდება).

მაგრამ მთავარია ჟოზე არსად გავუშვათ, შეუკრებს იუგოსლავიის ნაკრებს ვუდვორდი და გავხდებით ჩემპიონშიფის ლიდერი.
0
№6
ავტორი: Dato kutaisi
25 ნოემბერი 2018 21:43
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3198
ვა ვა ვა ვა ბაბაია.მეტი რა უნდა დაწერო.ერთი ბიტკოინივით გაუფასურდებოდეს აქციები მერე მაინც ხო გაყიდიან ეს ჯიშ****ები გუნდს და წაეთრევიან მოურინიოსთან ერთად
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
26 ნოემბერი 2018 01:02
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
დე ხეას წასვლაღა აკლია გუნდს
0
№8
ავტორი: GIOMU
28 ნოემბერი 2018 01:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
თუ მოურინიოს გამო ხდება ეს ყველაფერი, დეხეადან დაწყებული მერე გაგრძელებული პოგბა მარსიალით უნდა მიყვნენ. ამ კაცს სადაც ტვნს არ უტ***დნენ უჯერებდნენ და აკეთებდა ისე როგორც საჭირო იყო ყველგან მაღალი შედეგები დადო.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top