თბილისი:
მანჩესტერი:
25-11-2018, 00:15
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1573,
კომენტარები: 6
"მეტი შეცდომის უფლება არ გვაქვს"
სმოლინგი დღევანდელ მატჩზე.
„იუნაიტედი“ სტადიონზე ოთხეულში მოსახვედრი ქულათა სხვაობის შესამცირებლად შევიდა. თუმცა, „წითლებმა“ ბრწყინვალე 15 წუთის შემდგომ გულშემატკივარს ვერაფერი შესთავაზეს და შეხვედრა გოლის გარეშე დაასრულეს.

„იუნაიტედის“ მცველმა, კრის სმოლინგმა, მატჩზე ისაუბრა:

„ძალიან იმედგაცრუებული ვარ. შობამდე სახლში ბევრი მატჩის ჩატარება გვიწევს და ეს ჩვენი კოზირია. დღეს ან სამივე ქულა უნდა მოგვეპოვებინა ან არაფერი. ეს ერთი ქულა არაფერს ცვლის. მოგება გვჭირდებოდა.“

„ბევრი გვაქვს სამუშაო, როგორც გუნდს. მომენტები უნდა შეიქმნას, მაგრამ მხოლოდ ეს არ კმარა. უნდა გამოვიყენოთ კიდეც. აუცილებელია, რომ სადაც ვლიდერობთ ყველა თამაში მოვიგოთ.“

„ძალიან მომწონს ჩვენი ქამბექები, მაგრამ ყოველთვის ასე არ გაგიმართლებს. არ შეიძლება ყველაფერი ბოლო წუთამდე მოვიტოვოთ. გოლები მალევე უნდა გავიტანოთ ხოლმე.“

„ძალიან ბევრს ვიმუშავებთ ხვალიდან. დიდი სხვაობაა, ბევრი დაკარგული მომენტები და შანსები. ამიტომ ძალიან ბევრს ვიმუშავებთ, რადგან მეტი შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს,“-განაცხადა ინგლისელმა.


M.E.N.
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
25 ნოემბერი 2018 09:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11614
Dzalian chamovchit Dzalian :((( ese gagzeleba ar sheidzleba
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
25 ნოემბერი 2018 10:04
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
მოკლედ როგორც მოსალოდნელი იყო სეზონი მიდის პერიოდული გამონათებებით, ასე იქნება მაისის ბოლომდე სამწუხაროდ.
1
№3
ავტორი: Z A R D I
25 ნოემბერი 2018 10:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 57
მეტი რაღა უნდა დაუშვათ თქვენი... მე. მანადგურებთ ეს 6 წელია.
0
№4
ავტორი: glory28
25 ნოემბერი 2018 13:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 535
სანამ სმოლინგი და მსაგავსი არსებები იქნებიან გუნდში არაფერი გვეშველება და მოურინიო ხომ საერთოდ დავაბეაა ტიპი მოვლენილი
1
№5
ავტორი: LewisHamilton
26 ნოემბერი 2018 14:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 323
ყოველი ჩასვრილი თამაშის მერე ამ ფრაზას რო იმეორებენ ნეტა აღარ მობეზრდათ მაინც სხვა თუ არაფერი?
0
№6
ავტორი: GIOMU
28 ნოემბერი 2018 01:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
რასაც არ ამბობდა აქამდე ახლა ამბობს. არა იმიტომ რომ არ იცოდა უბრალოდ ზოგისთვის გასაგონად იძახის რომ ესმის სიტუაცია და ადვილი არაა გამოსწორება, დრო დამუშაბაა საწირო.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top